ფულადი მარაგი ყველა ოჯახისთვისაა საჭირო. არავინ იცის, თუ რა ხარჯი გაჩნდება მომავალში. ხდება ისეც, რომ ოჯახის ერთი წევრი სხვებისგან მალულად იწყებს თანხის შეგროვებას. სწორია ეს თუ არა, როცა ყოველი ზედმეტი ლარიც კი სასიცოცხლოდ აუცილებელია? ნუკის ამ საკითხზე უნდა ეფიქრა მას შემდეგ, რაც ქმრის ფულად სამალავს მიაგნო.
ფულადი მარაგი
ნუკი და ვიტალი 3 წელზე მეტია, რაც დაოჯახებულები არიან. ქალმა 2 წლის წინ შვილი გააჩინა და დეკრეტში იმყოფებოდა. ნუკი თეთრს თეთრზე აწებებდა და ისე მიდიოდა მაღაზიაში, ოჯახისთვის მხოლოდ აუცილებელ პროდუქტებს ყიდულობდა ხოლმე. ვიტალის ხელფასი არ იყო საკმარისი, ცოლს კი მუშაობა არ შეეძლო.ერთხელ ნუკი სახლს ალაგებდა, მან მოულოდნელად კონვერტი იპოვა. წერილისთვის ის ზედმეტად სქელი და მძიმე იყო. ნუკიმ იგი გახსნა და გაოცებისგან ამოისუნთქა. კონვერტში ფული ელაგა, ქალმა თანხა გადათვალა.ნუკიმ, პირველ რიგში, გაიფიქრა ქმრისთვის დაერეკა და ახნსა-განმარტება მოეთხოვა.როგორ შეეძლო მას ფულის დამალვა, როცა ოჯახი ასეთ რთულ მდგომარეობაში იყო? ყველაფრის აწონ-დაწონვის შემდეგ ქალმა კონვერტი თავის ადგილზე დააბრუნა, მას ვიტალის შემოწმება უნდოდა.იმავე საღამოს მან მეუღლესთან დაიწუწუნა, რომ პროდუქტების შესაძენად ფული არ ჰყოფნიდათ. ვიტალიმ თქვა, რომ ხელფასამდე თანხა არ ექნებოდა, თუმცა იგი კოლეგისგან ისესხებდა. ამ სიტყვების გაგონების შემდეგ, ნუკიმ უკვე დაალაგა გონებაში სამომავლო გეგმები. მეორე დღეს მან აიღო კონვერტი და ბავშვთან ერთად მაღაზიაში წავიდა.
როცა ქმარი სახლში დაბრუნდა და პროდუქტებით სავსე მაცივარი ნახა, ის მაშინვე იმ ადგილისკენ გაქანდა, სადაც კონვერტს ინახავდა. ნუკი ხედავდა, თუ როგორ ეძებდა მისი ხარბი მეუღლე სამალავს. როცა ვიტალიმ ფული ვეღარ იპოვა, მან ცოლს მხოლოდ ის ჰკითხრა, თუ რა რაოდენობის თანხა იყო დარჩენილი.ნუკიმ ქმარს უსაყვედურა მისი უღირსი საქციელის გამო. პასუხად ვიტალიმ მხოლოდ ის უთხრა, რომ ყველა მამაკაცს სჭირდებოდა საკუთარი სახარჯო ფული. მან ცოლის საქციელი პირად სივრცეში შეჭრად შეაფასა და განქორწინებაც კი ახსენა. ნუკი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, მას საერთოდ არ ესმოდა თავისი მეუღლის შეხედულებების. იმ ეტაპისთვის ქალს ოჯახის დანგრევა ნამდვილად არ უნდოდა.
დასკვნა: ჰქონდა თუ არა ვიტალის უფლება, რომ ოჯახისგან ფული დაემალა? რატომ მიიჩნევს ადამიანთა ნაწილი ამას სამართლიანად?