ნივთები, რომლებსაც ნეგატიური ენერგია შემოაქვთ ოჯახში და პროვოცირებენ სკანდალს.

0
228

უარყოფითი ენერგია უპრობლემოდ შეიძლება შემოვიდეს შენს სახლში და არ აქვს მნიშვნელობა ის ადამიანმა შემოიტანა, თუ ნივთებმა გამოასხივეს. ხშირად ასეთ ენერგიას სახლში ზოგიერთი ნივთი გამოყოფს. ისინი მოქმედებენ ოჯახურ ატმოსფეროსა და ბინადრების განწყობაზე. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ ასეთ ნივთებს.

ბნელი ენერგია

ერთ-ერთი პირველი პრეტენდენტია ძველი ცოცხი. დააკვირდით მას ყურადღებით, როგორ გამოიყურება ის? ახალია და კარგად ასრულებს თავის სამუშაოს? თუ პასუხი დადებითია, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, თუ არა – სასწრაფოდ შეიძინეთ ახალი, ძველი კი გადააგდეთ.ასევე ყვავილების გამხმარი თაიგული – რაც არ უნდა ლამაზი იყოს, ის დაჭკნა და მისი ენერგია აღარ ასხივებს სიყვარულს და პოზიტივს. არ დაგენანოს მისი გადაგდება, რადგან შეიძლება გახდეს ჩხუბის და ცუდი განწყობის მიზეზი.სასწრაფოდ მოიშორეთ ძველი კალენდარი. ეს ეხება სხვა მაკულატურასაც, ძველ ჟურნალებს. კალენდარს ყოველთვის ჰქონდა თავისი სარკალური დანიშნულება – ითვლიდა დასაწყისს და დასასრულს. თუ მისი ფუნქცია ამოწურულია, მოიშორეთ!

ცუდი განწყობისთვის კარი ღიაა – იმისათვის, რომ ოჯახში სუფევდეს სიმშვიდე და წესრიგი, მოიშორეთ ყველა ის ნივთი, რომელიც არ მოგწონთ. მაგალითად, საჩუქარი არასასიამოვნო ადამიანისგან, რატომ უნდა შეინახოთ ყოფილი სიყვარულის ნაჩუქარი ნივთები? გადააგდეთ დაუნანებლად. საეჭვო ამულეტები და სიმბოლოები – ესეც მოიშორეთ.მაგალითად, მეგობარმა საზღვარგარეთიდან ჩამოგიტანათ ძველებური ნივთი, მაგრამ ის თქვენში უარყოფით ემოციას იწვევს. ბევრს ნუღარ იფიქრებთ. თქვენი სახლი თქვენი ციხესიმაგრეა – იცით რაც უნდა გააკეთოთ.გაიტანეთ სახლიდან ძველი საფულეები. ხშირად გვენანება გადაგდება და  გროვდება ერთ-ერთ უჯრაში. მაგრამ, ასეთ საფულეში აღარ არის ენერგია, მან ამოწურა თავისი რესურსი. თამამად თქვით უარი ასეთ ნივთებზე და შეიძლინეთ ახალი.

საშიში ბნელი ენერგია – ლომბარდიდან აღებული ნივთები – დაფიქრდით, ადამიანები ლომბარდს მიმართავენ როცა ძალიან უჭირთ. რთული წარმოსადგენი არ არის, რამდენად გაუჭირდა, რომ საყვარელ ნივთებს შეელია. ამიტომ ნუ შეიტანთ სახლში ლომბარდიდან აღებულ ნივთებს.სასწრაფოდ გადაყარეთ ცხოველების ფიტულები. მკვდარი ცხოველის ენერგია ნამდვილად ვერ იქნება პოზიტიური. ასევე გაიტანეთ სახლიდან ცარიელი და არასაჭირო მინის ქილები და ბოთლები.ექსპერტები თვლიან, რომ ნეგატიური ენერგია შეიძლება ჰქონდეს მაცივრის მაგნიტებს. გვირჩევენ, რომ შევინახოთ ისინი ცალკე ყუთში და როცა მოგვესურვება, დავათვალიეროთ ხოლმე.ჩამოთვლილთაგან რომელი ნივთები გაქვთ სახლში? თვლით, რომ შეიძლება ისინი ნეგატიურ ენერგიას გამოყოფდნენ? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.