მარტოხელა ტახები 2022 წელს შეხვდებიან თავისი ცხოვრების სიყვარულს.

0
170

ადამიანის ტვინი ისე არის მოწყობილი, რომ ყოველთვის უკეთესის იმედი აქვს. ამიტომ ახალ წელს ყოველთვის კარგის მოლოდინით ხვდება და თვლის, რომ ყველაფერი უკეთ იქნება. ხოლო, იმისათვის, რომ ასეთი ცვლილებებისთვის მოვემზადოთ, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ 2022 წლის აღმოსავლურ ჰოროსკოპს. მაშ ასე, რა გველოდება ვეფხვის წელში?

2022 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი

მეტალის თეთრი ხარის წელი 2022 წლის თებერვლიდან შევა გრაციოზული წყლის ვეფხვის წელში და იმეფებს 2023 წლის 21 იანვრამდე. თუ აღმოსავლელ სწავლულებს დავუჯერებთ, ეს წელი მათთვის იქნება კარგი, ვინც სხეულით და სულით ძლიერია.

  • ვირთხა – ამ ნიშნის წარმომადგენლები მომავალ წელს განახორციელებენ ნამდვილ აფეთქებას კარიერულ ნაწილში. მათ წინ ელოდებათ საინტერესო ნაცნობობა, ახალი უნარების აღმოჩენა. ჯანმრთელობის მხრივ, რეკომენდებულია, მოერიდოს სიცივეს, მეტი დრო გაატაროს ახლობლების რეში.
  •  ხარი – ამ ადამიანებს ბევრი სამუშაო ექნებათ. გადაღლის ფონზე, შეიძლება თავი იჩინოს ჯანმრთელობის პრობლემებმა. კარგი იქნება, თუ ისინი მეტად დააფასებენ თავის დროს და შრომას, არ აიღებენ საკუთარ თავზე ზედმეტ დავალებას. 2022 წელს აქვს შანსი გააბას საინტერესო და ხანგრძლივი ურთიერთობა.
  • ვეფხვი – ისინი იგრძნობენ არაერთ დადებით ცვლილებას. ასტროლოგები წინასწარმეტყველებენ ფინანსური შემოსავლის გაზრდას და სამსახურში წინსვლას. ხოლო ისინი, ვისაც ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, უკეთ იქნებიან.
  • კურდღელი – ამ ადამიანებს ბევრი სულიერი განცდა აქვთ. მათთვის ეს წელი რთული იქნება, ამიტომ მოერიდონ საეჭვო ავანტურებს, ფრთხილად იყვნენ კრედიტებთან და ბიზნესთან, ნუ დახარჯავენ ბევრ ფულს. დაძაბული იქნება ახლობლებთან ურთიერთობაც. სასიამოვნო ის იქნება, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ნაკლებად ექნება.
  • დრაკონი – ისინი მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებენ მატერიალურ მდგომარეობას,  გაჩნდება ახალი შემოსავლის წყაროები. ყველაზე პროდუქტიული იქნება კოლექტიური სამუშაო. ამ ყველაფრის ფონზე უკანა პლანზე გადავა ჯანმრთელობა და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა, ამიტომ უნდა ეცადონ იპოვონ ოქროს შუალედი, რათა 2022 წელს პრობლემები არ გაუჩნდეთ.
  • გველი – დიდი ენერგიის დახარჯვა მოუწევთ მიზნის მისაღწევად, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია, სჯეროდეთ თავისი საქმის და არ გადაუხვიონ გზიდან. უმჯობესია, შეამცირონ ოჯახური ხარჯები. მარტოხელებს ექნებათ პერსპექტიული ნაცნობობა მოულოდნელ სიტუაციებში.
  • ცხენი – ვეფხვის გავლენით მათთვის რთული წელი იქნება – სავსე გაუგებრობებით და წარუმატებლობით. უნდა მოიკრიბონ ძალღონე და გაუმკლავდნენ მას. წლის ბოლოს ყველაფერი უკეთესობისკენ წავა სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც.
  • თხა – წარმატების და წარუმატებლობის წელი ექნებათ. არასტაბილური იქნება ფინანსური მდგომარეობა, ამიტომ აუცილებელია თანხის ეკონომიურად ხარჯვა. მთავარია, არ დაკარგონ რწმენა და ნაკლებად აყვნენ ემოციებს. არ გამოიჩინონ აგრესია. რთულ პერიოდში მეტი დრო გაატარონ ახლობლებთან.
  • მაიმუნი – მაიმუნებისთვის ვეფხვის წელი რთული იქნება კარიერის მხრივ. ის ბევრს იშრომებს და შედეგს ვერ დაინახავს. წლის ბოლოდან ყველაფერი დალაგდება. მარტოხელებს ბედი საინტერესო შეხვედრას უმზადებს
  • მამალი – 2022 მათთვის ნამდვილი წარმატების წელი იქნება. მუდმივი ნათელი მხარე ელოდებათ და ყველა ჩანაფიქრის ასრულება. ბოლო წლების შრომის შედეგს ეხლა მოიმკიან. სპეციალისტები ურჩევენ რ გადაიტვირთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაჩნდება ჯანმრთელობის პრობლემები. ამასთან, საქმის გამო არ დაივიწყონ ახლობელი ადამიანები.
  • ძაღლი – მათ ბევრი შრომა მოუწევთ მიზნის მისაღწევად. ნებისმიერი ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება პრობლემის სათავე გახდეს. უნდა აწონ-დაწონონ თითოეული ნაბიჯი.ასტროლოგები ურჩევენ სპორტით დაკავებას, სასიყვარულო ამბებში კი უმჯობესია, იყვნენ აქტიურები და გამოიჩინონ მეტი ინიციატივა.
  • ღორი – მათთვის სტაბილური წელი იქნება სამსახურში. პირად ცხოვრებაში კი მარტოხელებს ყველა შანსი ექნებათ ახალი სიყვარულის პოვნის. ვისაც ოჯახი ყავს, მეტი დრო დაუთმონ სიურპრიზებს და საჩუქრებს.

ასე გამოიყურება აღმოსავლური ჰოროსკოპი თითოეული ნიშნისთვის. იმედს ვიტოვებთ, ყველაფერი უკეთ იქნება ვიდრე აქ შემოგთავაზეთ. გისურვებთ წარმატებას.