როგორ გავადიდოთ ზამთრის ქურთუკი? მალე აცივდება და რა უნდა ვუყოთ დავიწროვებულ ჩასაცმელს? გადაგდება გვენანება, გაჩუქებაც ჯერ ვერ გადავწყვიტეთ, მკერავთან მიტანაც ძვირი დაჯდება. ამიტომ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ქურთუკის გაფართოვების მარტივ და უბრალო ხრიკს.
როგორ გავადიდოთ ქურთუკი
ეს ხრიკი საკმაოდ მარტივია შესასრულებლად. ამისთვის დაგჭირდებათ მასალა:
- ქურთუკის ქამარი
- მსგავსი ნაჭერი
- ელვა შესაკრავი
- საკერავი ხელსაწყო
როგორც უკვე მიხვდით, იმისათვის, რომ გაუკეთოთ თავისებური ჩამატება და გააფართოვოთ ქურთუკი, დაგჭირდებათ ქამარი. თუ ქამარი არ გაქვთ, შეარჩიეთ სხვა შესაფერისი ქამარი. შეეცადეთ აიღოთ ისეთი ნაჭერი, რომელიც მაქსიმალურად იქნება მიმსგავსებული ფერით და სტრუქტურით.ნუ ინერვიულებთ, თუ ვერ იპოვით შესაფერის ნაჭერს. კარგად დაფიქრდით, შეიძლება სულაც არ იყოს ცუდი დაუმატოთ თქვენს ქურთუკს განსხვავებული აქცენტი. შეარჩიეთ საინტერესო, მკვეთრი ფერები, რათა მიიღოთ საინტერესო დიზაინი.
ვიწყებთ გადაკეთებას – მაშ ასე, მოიმარაგეთ მასალა და დაიწყეთ. თუ ნაჭერი განსხვავებული იქნება, არაუშავს, მთავარია, სწორი შეხამება. კერვის ალგორითმი ყველა მასალისთვის ერთნაირია.
გადაკეთების პროცესი:
- აიღეთ ქურთუკი და მოაზომეთ ნაჭრის ნაწილი ან ქამარი. განსაზღვრეთ მისი სიგრძე და გადაჭერით.
- ძველი ელვის პლასტმასის ნაწილი მოაჭერით, ნაჭრის ნაწილი დატოვეთ. სწორედ ამ ადგილას უნდა მიამაგროთ ახალი ნაჭერი ან ქამარი. თავიდან დაამაგრეთ ქინძისთავებით.
- ფრთხილად გადაატარეთ გვირისტი მონიშნულ ადგილას. შეგიძლიათ ხელითაც გააკეთოთ, მაგრამ ნამუშევარი ისე სუფთა ვერ იქნება და დიდ დროს წაიღებს.
- თუ ქურთუკის მეორე მხარეს დარჩება მეტალის ღილაკების კვალი, აიღეთ იგივე ქამრის ან ნაჭრის ნაწილი და ლამაზად გადააკარით ზემოდან.
- სულ ეს არის. ახალი ძველი ქურთუკი მზად არის. ის უფრო ფართე იქნება და შეიძენს განსხვავებულ დეტალებს. ვიზუალურად დამალავს ზედმეტ კილოგრამებსაც.
როგორ მოგეწონათ ქურთუკის გადიდების ასეთი კრეატიული ვერსია? შეძლებთ დამოუკიდებლად ამის გაკეთებას? გიყვართ კერვა? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.