2013 წლის აგვისტოში, მისი ქალიშვილი ების გაჩენამდე, 30 წლის კეტი უორენტმა კუჭის პრობლემები დაეწყო. ყოველ ჯერზე, როცა რაღაც ცუდს ჭამდა, ქალს მუცლის შებერილობა და კუჭის კოლიკი აწუხებდა. ამ ყველაფერს კეტი ფეხმძიმობის გართულებებს მიაწერდა.
რეალურად, მშობიარობის შემდეგ, ყველა სიმპტომი უეცრად გაქრა, თუმცა დეკემბერში კუჭის პრობლემები მოულოდნელად დაბრუნდა. შეწუხებული კეტი ექიმთან ქავიდა და სამ თვეში საშინელი ცნობა მიიღო.
უბედურებამ თავი იჩინა
მედიკოსებმა კეტის მკერდის ქვეშ ვერაგი სიმსივნე აღმოაჩინეს. ხანგრძლივი გამოკვლევების შემდეგ, ქალს ზუსტი დიაგნოზი დაუსვეს: ნაწლავის კიბოს მეორე სტადია.
უორენტი იხსენებს: იგი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ასაკის დამსახურებით, დაავადებასთან გამკლავებას შეძლებდა. ახალგაზრდა დედას გაუხარდა, რომ კიბო მისი დებიდან ერთ-ერთს არ დაუდგინდა.
კეტის სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს და ნაწლავის დიდი ნაწილი ამოაჭრეს. მას ექვსთვიანი მძიმე ქიმიოთერაპია მოჰყვა. დაავადებამ, თითქოს, უკან დაიხია, თუმცა, კურსის დასასრულს ექიმებმა აღმოაჩინეს: სიმსივნემ მეტასტაზები წვრილ ნაწლავსად გადასცა. მეორე დღეს კი საშინელი წერილი მიუვიდა მის 33 წლის დას, კრისტალს.
მესამე და საფრთხეშია
იმავე წელს, კისტალმა მკერდზე უჩვეულო წანაზარდი შენიშნა. ქალმა გამოკვლევები გაიკეთა და სერიოზულს არაფერს ელოდა. თუმცა, მამოგრაფიის შედეგებმა აჩვენა: ეს სარძევე ჯირკვლის კიბო იყო.
დებს ოპერაცია ერთსა და იმავე დღეს ჩაუნიშნეს. ხოლო ექიმებმა 31 წლის კესისაც, მესამე დას, ურჩიეს გამოკვლევების ჩატარება.
სამივე დაავადებულია
ექიმები წინასწარმეტყველები აღმოჩნდნენ. კესისაც დაუდგინდა სარძევე ჯირკვლის კიბო, თუმცაღა უფრო ადრეული სტადია, ვიდრე კრისტალს. სამი და ერთად დაწვა საავადმყოფოში, ხოლო მათი ოჯახები ერთი დაავადების წინააღმდეგ გაერთიანდა. ახლა ქალები იხსენებენ, რომ მოსიყვარულე მეუღლეების გარეშე, ყველაფერი უფრო მეტად გაუჭირდებოდათ.
კიბო მემკვიდრეობაში
დები ხუმრობდნენ: მათ შემთხვევაში კიბო თითქმის მემკვიდრეობით გადაეცათ. საქმე ისაა, რომ 20 წლის წინ, კესის, კეტისა და კრისტალის დედასაც დაუდგინდა სასიკვდილო დაავადება.
ის, რომ დედამ კიბო დაამარცხა, მათ იმედს აძლევდა. სამ დას სწამდა: თუ მათმა დედამ შეძლო პრობლემასთან გამკლავება, ისინიც შეძლებდნენ კიბოს დამარცხებას.
მთავარია – არ დანებდე!
ბოლოს და ბოლოს, ექიმებმა შეძლეს კესისა და კრისტალის კიბოს დამარცხება. თუმცა, კეტის ნაწლავის კიბო გაცილებით უფრო ვერაგი აღმოჩნდა.
ქალს მეორე რეციდივიც დაეწყო, თუმცა ექიმები კეტის აიმედებენ და ამბობენ, რომ მისი შემთხვევა განკურნებადია, მთავარია, არ დანებდეს.
სამი დის ისტორია, რომლებიც ერთად ებრძოდნენ კიბოს, მთელ მსოფლიოს მოედო. ადამიანები მუდმივად უგზავნიან ქალებს მხარდაჭერის წერილებს, ბევრმა მათგანმა კი სამკურნალოდ ფულიც კი გაიღო. ქვემოთ მოცემულ ვიდეო-რგოლში კიდევ ერთ საჩუქარს ნახავთ, რომელიც კესის, კეტისა და კრისტალის მხარდასაჭერად გააკეთეს.
ისღა დაგვრჩენია, ერთხმად ვუსურვოთ გოგონებს, რომ საშინელი დაავადება სამუდამოდ დაამარცხონ.