მამაკაცი ცდილობდა თავისი მეორე ნახევარი სულელ ეჭვიან ქალად გამოეყვანა, არადა აშკარად ჰყავდა სხვა ქალი.

816

ღალატის ნებისმიერი სახე – იქნება ეს გულახდილი მიმოწერა თუ რომანი სამსახურში, ერთი და იგივეა და ეჭვიანობაში დადანაშაულება ვერ შეცვლის ამ ფაქტს. თეონას დიდი ხანი არწმუნებდნენ იმაში, რომ ხედავს იმას, რაც სინამდვილეში არ ხდება, რომ არანაირი საყვარელი არ ჰყავდა მის მეორე ნახევარს.

რომანი სამსახურში

ურთიერთობა თანამშრომელთან – თეონა და გოგა წელიწად ნახევარია ერთად ცხოვრობენ, მანამდე ერთანეთს 6 თვე ხვდებოდნენ. დროთა განმავლობაში მიეჩვივნენ თანაცხოვრებას და მშვიდად განაგრძობდნენ ცხოვრებას.თუმცა, გადალახული ყოფითი პრობლემები არაფერი იყო იმასთან, რაც წინ ელოდათ.გოგას ჰყავდა თანამშრომელი ეკატერინე, რომელთანაც საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა. თეონას არაფერი საწინააღმდეგო არ ჰქონდა და არ შეპარვია ეჭვი, რომ რაღაც სხვა ხდებოდა. თუმცა, როცა ქმრის მობილურმა რამის 12 საათზე დარეკა და თანამშრომელი ჩუმად რაღაცას ესაუბრებოდა, არ მოეწონა და ეჭვი შეეპარა მათ მხოლოდ საქმიან ურთიერთობაში.

გულახდილი საუბარი – თეონამ მეორე დღეს უკმაყოფილება გამოთქვა შუაღამით საქმიან ზარებზე და აღნიშნა, რომ მასში ეს ეჭვს იწვევდა. ქმარმა კატეგორიულად უარყო ყველაფერი და ამტკიცებდა, რომ კოლეგასთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა.თეონა ცდილობდა არ ნორმალურად მიეღო ყველაფერი, მაგრამ გოგა ეჭვიანობის საფუძველს აძლევდა. აღმოჩნდა, რომ ორივე მივლინებით მიდიოდა სხვა ქალაქში, სადაც ერთ სახლში იცხოვრებდნენ ქირით. ეს რას ნიშნავს? -სულელი გგონივარ და გგონია ამ სისულელეს დავიჯერებ? ხომ არ გინდა, დავურეკო შენს დირექტორს და გადავამოწმო თქვენი მივლინება? -რაც გინდა, ის ქენი. ძალიან მაღიზიანებს შენი უნდობლობა. დიახ, ვწერ ხოლმე და ვესაუბრები თანამშრომლებს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ გღალატობ? რად მინდა ისეთი ურთიერთობა, თუ არ მენდობიან? შენი უსაფუძვლო ეჭვიანობის გამო მუდმივად დაძაბული უნდა ვიყო.თეონა ცოტა დამშვიდდა. მათ შორის ჰარმონიული ურთიერთობა იყო და ეჭვიანობის სხვა მიზეზი არ ჰქონდა. ქმარი მოეხვია და დაპირდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

გაცნობიერება – მთელი ღამე არ უძინია თეონას. კარგად რომ დაფიქრდა, მაინც ვერ ჩათვალა ნორმალურად გოგას და მისი თანამშრომლის ერთ ბინაში ყოფნა. არ შეიძლებოდა მამაკაცს ამდენი დრო დაეთმო ქალისთვის და არ ნდომოდა მასთან დაახლოება.თავს ჩიხში მომწყვდეულად გრძნობდა. ერთი მხრივ, ინტუიცია კარნახობდა, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე. მეორე მხრივ, ჯეროდა პარტნიორის. იქნებ, პრობლემა თავად მასშია და ზედმეტად ეჭვიანია?გოგა მივლინებაში წავიდა ორი კვირით. თეონამ გადაწყვიტა ამ პერიოდში ყველაფერი კარგად გაეანალიზებინა. ქმარი ყველაფრის მასზე გადმობრალებას ცდილობდა და დანაშაულის შეგრძნებას უღვიძებდა. ჭირდება მას ასეთი ურთიერთობა?

დასკვნა: თქვენ როგორ ფიქრობთ, სწორად იქცევა თეონა? რამდენად აქვს მომავალი ასეთ ურთიერთობას? მართლა აქვს ქმარს რომანი თანამშრომელთან, თუ გარემოებების გამო აღმოჩნდა ეჭვმიტანილად? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს