“ფული- საუკეთესო დამამშვიდებელია!”- ჩვეულებრივ ვამბობ ხოლმე ხელფასის აღების დღეს. ვგეგმავ, თუ რა ვუყიდო საყვარელ ადამიანს უახლოეს მომავალში, 10%-ს ქველმოქმედებისთვის გადავდებ ხოლმე. ვწერ იმ პროდუქტების სიას, რომლებიც ოჯახისთვის უნდა შევიძინო. ასევე ვუკრძალავ მეუღლეს ხელფასის დღეს ფულის ხარჯვას. თავად უკანასკნელ თეთრამდე ვითვლი ხოლმე თანხას, თუ ამისთვის წონიანი მიზეზი მაქვს.მოცემულ სტატიაში რედაქცია პაპარაცი მოგიყვებათ, თუ რატომ არ შეიძლება ფულის ხარჯვა ხელფასის დღეს. სიმდიდრის ენერგია ოჯახს უნდა ჩაეჭიდოს.
ხელფასის აღების დღე
ყოველთვის ვაფასებდი ხალხურ სიბრძნეს, რადგან იგი ტყუილად არ წარმოშობილა და დაფუძნებულია ათასწლეულების გამოცდილებაზე და ურყევ ენერგეტიკულ კანონებზე. არსებობს წესები ფულის მოსაზიდად, რომელთა შესახებ წარმოდგენაც კი არ გვაქვს. საჭიროა ფინანსებთან სწორი მოპყრობის ცოდნა. ამ თემასთან დაკავშირებით უამრავი ხალხური რჩევაა. ბევრ ქვეყანაში ხალხს განსხვავებული წეს-ჩვეულებები აქვს, რაც მათ გამდიდრებაში ეხმარება.ფულთან დაკავშირებული ცრურწმენები და გამოთქმები თითოეულ ქვეყანას აქვს, ბრიტანელები ამბობენ: “თუ მცირე თანხა გავქთ, ობობა ჩააგდეთ საფულეში, იგი მოქსოვს ქსელს, რომელიც გამდიდრებაში დაგეხმარებათ”. ამბობენ, რომ საფულეში კუპიურები სწორად უნდა ეწყოს და არ იყოს დაკუჭული. არსებობს ხალხური სიბრძნე, რომელიც ჟღერს ასე: “თუ ფული მიიღეთ, ის სახლში წაიღეთ და გზაში არ დახარჯოთ!”თანხამ სახლში უნდა გაათენოს ღამე, დილიდან კი იგი შეგიძლიათ სურვილისამებრ განკარგოთ. ეს გამოთქმა ეხება ნებისმიერ ფინანსურ შემოსავალს. ამ ჩვეულების მიხედვით, ფული არ უნდა დახარჯოთ თანხის მიღების პირველ დღეს.
ფულის წესები – ამ გზით ფინანსური დინება გამყარდება, ადამიანი ამ დროს თითქოს მაგნიტივით იზიდავს ფულს.პირადად მე უკვე დიდი ხანია, რაც მოცემული კანონზომიერება აღმოვაჩინე. ხშირად ხდება, რომ ხელფასთან ერთად დგება ეიფორიის განცდა და ადამიანს ყველაფრის ყიდვის სურვილი უჩნდება. პიროვნება მალევე უბრუნდება საწყის მდგომარეობას, თუმცა ნაყიდი ნივთები უკვე სიხარულს ვეღარ ანიჭებს. ფული კი- ამოწურულია…
ფულის რიტუალი – არსებობს კიდევ ერთი უთქმელი წესი: “ფინანსები გიჟდება დათვლაზე, განსაკუთრებით, ხელფასის დღეს!” აიღეთ თანხა, კუპიურები წრიულად განალაგეთ და გადათვალეთ რამდენჯერმე. ეს დაგეხმარებათ ფინანსური დინების სტაბილიზირებაში და შემოსავლის გაზრდაში.
რედაქციისგან: ხელფასის დღეს მოიცადეთ, ფული სახლში გააჩერეთ, შემდეგ კი საჭიროებისამებრ დახარჯეთ. გაითვალისწინეთ ეს რჩევები, ისინი ნამდვილად ეფექტურია.ფული- ეს ენერგიაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ცირკულაციაში უნდა იყოს. თანხის ხარჯვისას ყოველთვის გაეცით სასიხარულო ენერგია. ფინანსური შემოსავლის მიღებისას, გულწრფელად გამოხატეთ ბედნიერება და მადლიერება!