ადრე ტაშტში ჩამბალ ტანსაცმელს სახამებლით ვამუშავებდი, თუმცა ქალშვილმა მასწავლა, თუ როგორ უნდა გამეკეთებინა ეს სარეცხი მანქანის შემთხვევაში.

0
2109

სახამებლიანი წყალი- უნივერსალური საშუალებაა, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა მიზნით იყენებენ. ჩვენი ბებია-ბაბუები მას გარეცხილი ტანსაცმლის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ხმარობდნენ. მართალია, თანამედროვე დიასახლისების უმრავლესობამ დაივიწყა ამ მარტივი ხრიკის შესახებ. მოცემულ სტატიაში რედაქცია პაპარაცი მოგიყვებათ, თუ რატომ ხდება ტანსაცმლის სახამებლით დამუშავება და როგორ გავაკეთოთ ეს სარეცხ მანქანაში.

სახამებლიანი წყალი

დასაწყისისთვის, მოდით გავარკვიოთ, თუ რისთვისაა საჭირო თეთრეულის სახამებლიან წყალში ამორეცხვა. მისი დახმარებით წარმოიქმნება თხელი დამცავი გარსი ქსოვილებზე, რისი წყალობითაც ტანსაცმელი ხდება უფრო გამძლე და დიდი ხნით ინარჩუნებს ფორმას.ამასთან, სახამებლის დამცავი შრის დახმარებით ნივთები უფრო რთულად ჭუჭყიანდება.

ტრადიციული მეთოდი – ადრე ტანსაცმელს სახამებლით ხელით ამუშავებდნენ. ამისათვის ხსნარს წინასწარ ამზადებდნენ ნებისმიერი სახის სახამებლისგან: სიმინდის, კარტოფილის ან ხორბლისაგან. ამასთან, ფხვნილის რაოდენობა ქსოვილის ტიპზეა დამოკიდებული. მაგალითად, ძალიან თხელი და ნაზი მასალისთვის (შიფონი, ტრიკოტაჟი) საკმარისია 1-2 ჩ.კ სახამებელი, თეთრეულისთვის 3 ჩ.კ ნივთერება, უხეში ქსოვილისთვის კი- 2-3 ს.კ.სახამებლიანი წყლის ან, როგორც მას უწოდებენ, სახამებლიანი რძის მოსამზადებლად 1ლ თბილ წყალს შეურიეთ ნივთიერება. შემდეგ ნარევს დაუმატეთ მდუღარე წყალი, ვიდრე მისი კონსისტენცია პასტისებური არ გახდება. სახამებლით დამუშავების ტრადიციული მეთოდი რამდენიმე საფეხურისგან შედგება.

  • რეცხვის შემდეგ ჩაყარეთ ნივთები სახამებლიანი წყლით სავსე ტაშტში. მისი ტემპერატურა 35 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. ტანსაცმელი ხსნარში 15-20 წუთით გააჩერეთ.
  • ოდნავ გაწურეთ თეთრეული ხელით და დაფერთხეთ. ეს იმისათვისაა საჭირო, რათა ქსოვილზე ნაოჭები არ წარმოიქმნას. შემდეგ გააშრეთ თეთრეული.

სარეცხ მანქანასთან დაკავშირებული ხრიკი – დაგვეთანხმებით, რომ ყველა დიასახლისი როდია მზად საკუთარი დრო ხელით რეცხვაზე დახარჯოს. როგორც აღმოჩნდა, სარეცხი მანქანა თეთრეულის სახამებლით გაჯერებას შესანიშნავად გაუმკლავდება ქალატონების ზედმეტი ძალისხმევის გარეშეც. გიზიარებთ ინსტრუქციას.

  1. წინასწარ მოამზადეთ სახამებლიანი წყალი. გარეცხეთ თეთრეული იმგვარად, რომ “წყლის გავლების” რეჟიმი ხელით ჩართოთ.
  2. მანამდე სახამებლიანი ხსნარი ჩაასხით სარეცხი მანქანის კოლოფში. შემდეგ ჩართეთ საჭირო რეჟიმი, გათიშეთ გაწურვისა და წყლის ჩარეცხვის ფუნქციები.
  3. ნივთები გამოიღეთ სარეცხი მანქანიდან და კარგად დაფერთხეთ. გააშრეთ ისინი სუფთა ჰაერზე ან კარგად განიავებად შენობაში.
  4. აუცილებლად გაწმინდეთ სარეცხი მანქანის კოლოფი, ცილინდრი და ლუქის კარის შიდა მხარე.

თუ სახამებლით ტანსაცმელს პირდაპირ სარეცხ მანქანაში ამშავებთ, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ დამატებით არანაირი სარეცხი საშუალება.

რედაქციისგან: სახამებლით თეთრეულის დამუშავების პროცესი კიდევ უფრო შეიძლება გავამარტივოთ. მოამზადეთ მისი სუსტი ხსნარი და პულვერიზატორით შეაშხურეთ იგი მშრალ საცვლებს ან საწოლი საფარს გაუთოვებამდე.აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. სახამებლით მხოლოდ ნატურალური ქსოვილებისგან შეკერილი ნივთების გაჯერება შეიძლება. მაგალითად, აბრეშუმის ან სინთეტიკური ტანსაცმელი სახამებლიანი წყლით დამუშავების შედეგად შეიძლება უბრალოდ გააფუჭოთ. დაწერეთ კომენტარებში, რამდენად ხშირად მიმართავთ ზემოთ აღწერილ მეთოდს.