მამაკაცის ჰობის მიხედვით შეიძლება ზუსტად ვთქვათ, ყავს თუ არა მას გვერდით ქალი.

159

თანამედროვე სამყაროში ცოტა უცნაურია ქალის და მამაკაცის ჰობის გაყოფა, რადგან მათი ინტერესები, ხშირ შემთხვევაში ემთხვევა. მარტოხელა ადამიანებს ხშირად აერთიანებს არა კონკრეტული ჰობი, არამედ თავისუფალი დროის რაოდენობა, რომელიც მათ რჩებათ საკუთარი თავისთვის. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.

მამაკაცების ჰობი

ადრე მამაკაცების და ქალების ინტერესები ნამდვილად სხვადასხვა იყო. მახსოვს, ბაბუას ახალგაზრდობაში ძალიან უყვარდა თევზაობა. ტბაზე მიდიოდა მეგობრებთან ერთად ბებიას ცოლად მოყვანამდე და შემდეგაც.ეხლა მამაკაცებს ნაკლებად იზიდავს თევზაობა. ისინი ძირითადად დროს სპორტდარბაზში ატარებენ, ან უყურებენ ფილმებს და სერიალებს, თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს. ეს ყველაფერი კი ქალებსაც ძალიან უყვართ.ადამიანებს მეწყვილის გარეშე ბევრად მეტი დრო აქვთ საკუთარი გატაცებებისთვის. როდესაც ვინმე ხვდები, თავისუფალი დრო კლებულობს. დადიხარ პარტნიორთან ერთად პაემნებზე, სასეირნოდ. შემდეგ ეტაპზე წყვილი თანაცხოვრებას იწყებს. ერთად იზიარებენ ინტერესებს, უყურებენ საყვარელ სერიალებს ან ახალ ფილმებს.

ურთიერთობა თუ ჰობი? – მარტოხელა ადამიანები ხშირად არიან დაკავებული რამე კოლექციის შეგროვებით. თუმცა ამას დაოჯახების მერეც აგრძელებენ. მარტოხელებს აგრეთვე, მეტი დრო აქვთ მეგობრებისთვის. ასეთი ქალები და მამაკაცები ხშირად იკრიბებიან ნაცნობებთან და თანამშრომლებთან.მთავარი აზრი ის არის, როგორ იქცევა ადამიანი ურთიერთობების დროს. ემოციურად მომწიფებული პირები ახერხებენ ბალანსის შენარჩუნებას სამსახურს, დასვენებას და ოჯახს შორის და ნაკლებად იცვლებიან პარტნიორთან ცხოვრების შემდეგ.გაინტერესებთ, თავისუფალია თუ არა მამაკაცი? აჯობებს ეს პირდაპირ ჰკითხოთ. ასე იქცევიან ჩამოყალიბებული ადამიანები. ფლირტი, რა თქმა უნდა მისაღებია, მაგრამ უადგილო ადგილას მისი დაწყება სამწუხარო შედეგებს იწვევს.

რედაქციისგან: არ დაივიწყოთ, რომ ყველა მარტოხელა მამაკაცი არ ეძებს მუდმივ პარტნიორს. ზოგს ბევრი იმედგაცრუება ჰქონდა, ზოგს უბრალოდ არ სურს თავისი სულიერი და ფინანსური რესურსის ხარჯვა ვინმეზე. თანამედროვე სამყაროში ოჯახი აღარ არის მთავარი მიზანი, როგორც ადრე. ეხლა სხვა პრიორიტეტებია.ადრე ქალებს სამსახურის შოვნა ძალიან უჭირდათ, შეზღუდული იყო მისი პროფესიები. ეხლა ბევრი ქალი მამაკაცზე უკეთ მუშაობს და აღარ ჭირდება მამაკაცისგან რჩენა. ბევრ ქალს და მამაკაცს დროებითი ურთიერთობა სრულიად აკმაყოფილებს.სამყარო და მისი კულტურა არ დგას ერთ ადგილას. ყველაფერი იცვლება – ზოგი რამ უკეთესობისკენ, ზოგი რამ – უარესობისკენ. მთავარია, სწორად მივიღოთ ახალი და არ დავივიწყოთ ძველი. თქვენ რას იტყვით?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს