ასეთი ამბები სამყაროსავით ძველია: ქმარმა იპოვა საყვარელი, ცოლმა გაიგო და გააგდო მოღალატე. არც ახალგაზრდა საყვარელს უცხოვრია დიდხანს მოღალატესთან. თუმცა, მისი გამოჩენა ოდესღაც ბედნიერი წყვილის ცხოვრებაში, შურისძიების სურვილს აღძრავს.
ქმარმა საყვარელი გაიჩინა
ქმრის ღალატი – მაიამ კიდევ ერთხელ გადაიკითხა შეტყობინება მარისგან – თავისი ქმრის ყოფილი საყვარლისგან. ეს იყო დამცინავი ტექსტი ახალგაზრდა გოგონასგან, მიმართული ხანში შესული მეტოქის მიმართ. ის აქებდა მაიას კარგი მატრასისთვის, სადაც კონსტანტინესთან ერთად ნებივრობდა. წერდა დეტალებზე, რომელიც მხოლოდ იმ ადამიანს შეეძლო აღეწერა, რომელიც სახლში უკვე ბევრჯერ იყო.პირველად, როცა მაიამ შეტყობინება წაიკითხა, ისტერიკაში ჩავარდა. ქმარი სახლიდან ყავდა უკვე გაგდებული, მაგრამ სიმშვიდემდე კიდევ ბევრი აკლდა.კონსტანტინე არ იყო განსაკუთრებულად სიმპატიური, ან გავლენიანი ბიზნესმენი. ის თავისი კლასის საშუალო შესაძლებლობის წარმომადგენელი იყო. ამიტომ გაუკვირდა მაიას ახალგაზრდა საყვარლით მისი გატაცება. ფაქტი კი ერთი იყო: ქმარი ღალატობდა და დიდი ხანია.როდესაც მაიამ პირველად დაინახა მარი, გაოცდა. გოგონა ორჯერ პატარა იყო მათზე, ჰქონდა ლამაზი ფორმები და ვიწრო წელი. მოვლილი და მოწესრიგებული ჰქონდა ტუჩები, ფრჩხილები, თმა. ძალიან ახლაგაზრდა იყო, მაგრამ ტიპიური წარმომადგენელი თავისი თაობის.”და ჩემი ქმარი ამასთან არის?” – გაიფიქრა მაიამ და გული შეეკუმშა, რომ ასეთი ვეღარასდროს იქნებოდა.
შეტყობინება საყვარლისგან – მაიას დიდხანს არ დაუწყია ქმართან საქმეების გარჩევა. სასწრაფოდ ჩაულაგა ნივთები და კარისკენ მიუთითა. მარიმ რაღაც პერიოდი შეიფარა საყვარელი, მაგრამ რამდენიმე კვირაში ახალგამომცხვარი წყვილი დაშორდა. კონსტანტინე იძულებული გახდა ბინა მოეძებნა.ამ პერიოდში მაიას მოსდიოდა შეტყობინებები მარისგან. ის დასცინოდა ქალს და შიგადაშიგ კონსტანტინესაც. თითქოს, მისი მიზანი სიყვარულის პოვნა კი არა, სხვისი ოჯახის დანგრევა იყო. მაია ცდილობდა არ მიექცია ყურადღება შეტყობინებებისთვის და საბოლოოდ ნომერი დაბლოკა.თითქოს, მოღალატე აღარ იყო მის ცხოვრებაში, აღარც მისი საყვარელი, მაგრამ მაიას ბრაზი არ ასვენებდა. უნდოდა სამაგიერო გადაეხადა გოგონასთვის შეურაცხყოფისა და სილამაზის ბოროტად გამოყენებისთვის. რამდენჯერმე დააპირა პასუხის გაცემა, მაგრამ ყოყმანობდა – ღირდა კი ამის გაკეთება?მაიას მეგობრები ურჩევდნენ ეს არ გაეკეთებინა:-დაანებე თავი, ისედაც მიიღებს, რასაც იმსახურებს! მალე იგრძნობს თავის თავზე კარმის ძალას. სამყარო არავის პატიობს ასეთ შეცდომებს, დაელოდე და თავად ნახავ! ამოიგდე ეს აზრი თავიდან და რამე სასიამოვნოზე გადაერთე!მაია დასთანხმდა მეგობრებს და თავადაც მიხვდა, რომ სწორად მოიქცა. თუმცა, შეურაცხმყოფელი შეტყობინებების ტექსტი მოსვენებას არ აძლევდა.
დასკვნა: როგორ ფიქრობთ, სწორ რჩევას აძლევენ მეგობრები მაიას? რატომ სწერდა შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს ქმრის საყვარელი? საერთოდ, სწორია მთელი ბრაზის გადმონთხევა მასზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.