სპეციალისტმა პედიკური უგულისყუროდ გაგიკეთათ, თუ სახლში დაბრუნების შემდეგ მსგავსი უსწორმასწორობები აღმოაჩინეთ.

0
181

პედიკურის ყველა სპეციალისტი პასუხისმგებლობითა და კეთილსინდისიერებით არ ეკიდება თავის საქმეს. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან სწორად შესრულებული პედიკური ჩვენი ფეხების ფრჩხილების ჯანმრთელობის გარანტია. მოცემულ რედაქციაში რედაქცია პაპარაცი მოგითხრობთ, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სილამაზის სალონის ვიზიტისას.

სწორად გაკეთებული პედიკური

ძალიან მშნივნელოვანია, შეგეძლოთ ხარისხიანად შესრულებული პედიკურის გარჩევა უდიერისგან. სალონში მისვლისას კი არ ჩაძვრეთ ტელეფონში, არამედ ყურადღებით ადევნეთ თვალი პროვესს და გამოიტანეთ დასკვნები.

  • პედიკურის ინსტრუმენტები – პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ იმ ინსტრუმენტების სტერილურობას, რომელთაც სპეციალისტი იყენებს. ისეთი მოწყობილებები, როგორებიცაა ბაფი, ფრჩხილების ქლიბები და საფხეკები, უნდა იყოს ერთჯერადი.ყველა მეტალის ხელსაწყოს კარგი სპეციალისტი წინასწარ ასტერილებს და ფუთავს სპეციალურ კრაფტ-პაკეტებში. გამოყენებამდე იგი კლიენტის თვალწინ ხსნის შეფუთვას და იღებს იქედან ინსტრუმენტებს.
  • სამუშაო ზონა – ყურადღება მიაქციეთ სპეციალისტის სამუშაო ადგილს. იქ არ უნდა შეინიშნებოდას წინა კლიენტთან სეანსის არანაირი კვალი. მას ყოველთვის უნდა ეკეთოს ერთჯერადი ხელთათმანები და პირბადე. პროცედურის დაწყებამდე თქვენი ტერფები და ხელები სპეციალისტმა უნდა დაამუშავოს ანტისეპტიკური ხსნარით.თუ სპეციალისტი გთავაზობთ აბაზანას ფეხების დასალბობად და ჭურჭელს არ აქვს ერთჯერადი საფარველი, ეს უკვე ჰიგიენის წესების დარღვევაა და ასეთ სილამაზის სალონს მეორედ აღარ ეწვიოთ.კარგი სპეციალისტი არასოდეს იქნება ჩუმამ, იგი თითოეულ დეტალს აგიხსნით და მოქმედების გეგმასაც მოგიყვებათ, ასევე ნებისმიერ დროს გირჩევთ თქვენთვის საჭირო პროცედურებს.გამოცდილი სპეციალისტი ასევე შეამჩნევს ჩაზრდილი ფრჩხილის ან ფრჩხილქვეშა მეჭეჭებს. შემდეგ იგი დაინტერესდება, აწუხებს თუ არა კლიენტს დისკომფორტის შეგრძნება დახურული ფეხსაცმლის ტარების ან სიარულის დროს და ფრთხილად აღმოფხვრის პრობლემას.ზოგიერთი სპეციალისტი ძალიან უხეშ შეცდომას უშვებს- წყალში ალბობენ ფეხებს ფრჩხილების ფორმის კორექციამდე. ეს არ შეიძლება, რადგან ამ დროს ფრჩხილის ფირფიტა იწყებს განშრევებას. სწორედ ამიტომ ისინი მხოლოდ მშრალ მდგომარეობაში უნდა გაიქლიბოს.
  • ფრჩხილების ფორმა – პედიკურის ნამდვილმა სპეციალისტმა იცი, რომ ფეხებზე დასაშვებია ფრჩხილების მხოლოდ კვადრატული ფორმა. ეს იმიტომ, რომ წრიული ფორმის შემთხვევაში ხშირად დამახასიათებელი ფრჩილის ჩაზრდა.
  • გელ-ლაქის მოშორება – გამოცდილი სპეციალისტი არასოდეს მოაშორებს სრულად ფრჩხილების საფარველს. სწორად გაკეთებული პედიკური მოიაზრებს, რომ ფრჩხილზე რჩება თხელი საბაზისო შრე. ამ გზით მისი ფირფიტა არ დაზიანდება. არაა რეკომენდირებული სითხის გამოყენება გელ-ლაქის მოსაშორებლად. საქმე იმაშია, რომ იგი შეიცავს აცეტონს, რომელიც აზიანებს ფრჩხილებს.თუ სპეციალისტი იყენებს სითხეს ლაქის, ხოლო მეტალის ნიჩაბს კი- მისი ნარჩენების მოსაშორებლად, მაშინ მან მარტივად შეიძლება დააზიანოს ფრჩხილის ზედაპირი.
  • საფარველი – თუ სპეციალისტი ფრჩხილებს გელ-ლაქით ფარავს ძალიან ახლოს გვერდით ქსოვილებთან, ეს მის გამოუცდელობაზე მეტყველებს. რადგან კლიენტების უმრავლესობას ღრმად აქვთ მოჭრილი ფრჩხილები, საჭიროა მათსა და ლატერალურად მდებარე ქსოვილებს შორის თხელი ზოლის დატოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორი კვირის შემდეგ ადამიანი იგრძნობს ტკივილსა და დისკომფორტს.თუ ფრჩხილები არაჯანსაღად გამოიყურება, სპეციალისტს აქვს უფლება და ვალდებულიც კია, რომ უარი უთხრას კლიენტს. მხოლოდ პოდოლოგთან კონსულტანციისა და მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ შეუძლია ადამიანს კვლავ ეწვიოს სილამაზის სალონს.

თქვენ თუ შეგიმჩნევიათ პედიკურის სპეციალისტების ასეთი შეცდომები? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში!