უსახლკაროს სახე რომ დაინახა, ადგილზე გაქვავდა. ამ შეხვედრამ ყველაფერი შეცვალა

2317

ერთმა საბედისწერო შეცდომამ, შეიძლება სამუდამოდ შეცვალოს ადამიანის ცხოვრება. არაერთხელ გაგიგიათ, ალბათ, როგორ იქცნენ უსახლკაროები სრულყოფილ ადამიანებად, როცა შეხვდნენ ისეთ პირებს, ვინც მათი შესაძლებლობები ირწმუნა. დღეს, პაპარაცის ამ სტატიაში, მოგიყვებით მსგავს ამბავს, რომელიც ყველას დააფიქრებს.

საბედისწერო შეხვედრა

“ვანო გასულ წელს უსახლკაროდ დარჩა. ის ბავშვთა სახლში ცხოვრობდა და სრულწლოვანი რომ გახდა, ქუჩაში აღმოჩნდა. ვერც სწავლა შეძლო და ვერც სამსახური იშოვა.ერთხელ, ზაფხულში პარკში იჯდა და მოწყალებას ითხოვდა. ამ დროს ჩაიარა სოლიდურმა, ასაკოვანმა მამაკაცმა. ის გვერდით ჩამოუჯდა და ყურადღებით შეათვალიერა. შემდეგ ზრდილობიანად ჰკითხა: “რას აკეთებ აქ, ახალგაზრდავ?” ვანომ თვალი აარიდა და ჩაიბურტყუნა, რომ თავადაც არ იცოდა…უცნობმა უთხრა: “თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე: მისი ამ ქვეყნად მოვლენის დღე და დღე, როდესაც მიხვდება, რისთვის გაჩნდა.” ვანო ყურადღებით აკვირდებოდა და უსმენდა მოხუცს, რომელსაც, ალბათ, კიდევ ბევრი რამის თქმა უნდოდა, მაგრამ უეცრად მამაკაცი ცუდად გახდა – ჰაერის უკმარისობა დაეწყო და წყალს ითხოვდა.ვანო უახლოეს მაღაზიაში გაიქცა და თავისი შეგროვილი ხურდებით წყალი იყიდა. მიირბინა მოხუცთან, რომელიც კიდევ უფრო გაფითრებული იყო. ბიჭმა გამვლელებს სასწრაფოს გამოძახება სთხოვა, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია. ისევ მაღაზიაში გაიქცა და იქედან გამოაძახებინა სასწრაფო. 10 წუთში მოხუცი კლინიკაში წაიყვანეს. მაშინ ვანომ არ იცოდა, რომ ეს საბედისწერო შეხვედრა იყო…

შემთხვევითობა – მას შემდეგ 5 თვე გავიდა. ქუჩაში ზამთარი მძვინვარებდა და უსახლკაროებისთვის რთული იყო ცხოვრება. ვანო ძალიან დაიღალა: ცდილობდა წვრილმანი სამუშაოები შეესრულებინა, მთელი დღე ფეხზე იდგა. ერთხელ, დაღლილი ჩამოჯდა ერთი პრესტიჟული ბუტიკის ვიტრინასთან და ჩაეძინა.ცოტა ხანში გამოვიდა ბუტიკის დაცვა და ცდილობდა გაეგდო მძინარე ბიჭი. ამ დროს მოვიდა მაღაზიის მეპატრონე და ადგილზე გაქვავდა, როდესაც ბიჭის სახე დაინახა. მან უბრძანა დაცვას ფრთხილად ჩაესვა უსახლკარო მანქანაში.ვანოს ისე ღრმად ეძინა, რომ არაფერი გაუგია და ვინ იცის, რა მოუვიდოდა ასეთ ყინვაში დიდხანს რომ ყოფილიყო. ბუტიკის მეპატრონემ ბიჭი სახლში წაიყვანა. იქ გამოუყვეს ცალკე ოთახი და დაელოდნენ სანამ გონს მოვიდოდა.როდესაც ვანომ გაიღვიძა, ოთახში დამლაგებელი დაინახა: “სად ვარ და რას ვაკეთებ აქ?” – გაოცებულმა იკითხა მან. ქალმა უპასუხა: “კარგია, რომ გაიღვიძეთ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბატონი სერგოს სახლში. სანამ მას შეხვდებით, ინებეთ თქვენი ახალი ნივთები და მოწესრიგდით.”დაბნეულმა ბიჭმა თავი დაუქნია და ნივთები გამოართვა. სახლში დაბრუნებულ ბატონ სერგოს უკმაყოფილო ცოლი შემოეგება: “გაიღვიძა შენმა უსახლკარომ. არ მესმის, რისთვის მოიყვანე აქ?” -როგორ არ გესმის? გახსოვს ის დღე, სასწრაფომ რომ წამიყვანა პარკიდან? რომ არა ეს ახალგაზრდა, ალბათ ვერ გადავრჩებოდი!”

ახალი ცხოვრება – ბატონი სერგო ვანოს სანახავად წავიდა. ის საწოლის კიდეზე იჯდა და გაოცებული ათვალიერებდა ოთახს. “რას აკეთებ აქ, ახალგაზრდავ?” – ჰკითხა მოხუცმა. ვანომ მაშინვე იცნო უცნობი პარკიდან და მიესალმა.შემდეგ ახალმა ნაცნობებმა ერთად ისაუზმეს. ვანომ გაიცნო ბატონი სერგოს მეუღლეც, მოუყვა მთელი თავისი ამბავი. ის ისე შეწუხდა, რომ გადაიფიქრა ბიჭის სახლიდან გაგდება.ბატონი სერგო ძალიან შეეჩვია ვანოს. წაიყვანა სამუშაოდ თავის ერთ-ერთ ბუტიკში. დაეხმარა უნივერსიტეტში ჩაბარებაში. ბავშვთა სახლის ყოფილმა ბინადარმა შეძლო თავისი ცხოვრების მოწყობა. მან წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი და დაიწყო მუშაობა ფინანსურ სფეროში.30 წლის შემდეგ ვანოს 15 წლის შვილმა ჰკითხა: “მამა, რაში არის ცხოვრების აზრი?” მამამ უპასუხა: “თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე: მისი ამ ქვეყნად მოვლენის დღე და დღე, როდესაც მიხვდება, რისთვის გაჩნდა. პირველს შესანიშნავად გაუმკლავდი უკვე, მეორეს მალე გაიგებ!”

რედაქციისგან: ასეთი ამბები რწმენის უნარს გვიბრუნებენ და არ გეგონოთ, რომ არ ხდება. გაგახსენებთ ცნობილ ამბავს უსახლკარო ბიჭზე ალი ოლაკუნმი. მისმა შემთხვევითმა შეხვედრამ მოდური გამოცემის კრეატიულ დირექტორთან, სამუდამოდ შეცვალა მისი ცხოვრება. თქვენ გაგიგიათ მსგავსი ამბავი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს