ბავშვის გაჩენის შემდეგ, უძილო ღამეების კვალი გაქრა და 5 წლით გავახალგაზრდავდი, რამდენიმე ჩვევის შეცვლის შემდეგ.

277

ყველა ქალს სურს მკვრივი, გლუვი და გადაჭიმული კანის შენარჩუნება. თუმცა, ჩვენი ჩვევები ხანდახან ეწინააღმდეგება ამ სურვილს. ყოველ დღე ვუშვებთ შეცდომებს, რომელიც ჩვენს კანს ცუდ მდგომარეობაში აგდებს.

კანის დატენიანება

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით სხვადასხვა ქმედებაზე, რომელიც გავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზე. ეს შეეხება არა მხოლოდ სახის კანს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ სწორედ ჩვენი სახე არის გარემო პირობების ყველაზე დიდი ზემოქმედების ქვეშ.

ჩვევები, რომელიც კანს ვნებს

  1. ხშირი სეირნობა ქალაქში, განსაკუთრებით, გზის პირზე. სამწუხაროდ, პატარა ქალაქებშიც, ატმოსფერული დაბინძურება მაღალია. ჩვენი კანი ამის გამო ზედმეტად შრება. აგრეთვე, ჟანგვითი პროცესები, რომელიც იწვევს თავისუფალი რადიკალების გამოთავისუფლებას, აჩქარებს კანის დაბერების პროცესს.რა უნდა ვქნათ? რა თქმა უნდა, უარი არ უნდა ვთქვათ აქტივობასა და სეირნობაზე, მაგრამ უნდა შევარჩიოთ მარშუტი, რომელიც მოშორებით იქნება გზიდან და მშენებლობებიდან. კანზე უნდა ვიზრუნოთ გასეირნებამდე. სასურველია, წაისვათ დამატენიანებელი კრემი და დამცავი საშუალებები.
  2. ძილის უგულვებელყოფა. ძილის დროს ორგანიზმში გამომუშავდება ძალიან საჭირო ნივთიერება. მაგალითად, მელატონინი და სომატროპინი. პირველი იდეალური ანტიოქსიდანტია, მეორე კი აქტიურად ებრძვის სტრესის შედეგებს. ამიტომ უმჯობესია, დროულად დაიძინოთ და კარგად გამოიძინოთ.ხშირი უძილობა მოქმედებს არა მარტო კანზე. გამოუძინებელი ადამიანი ბევრად უფრო მარტივად იმატებს წონაში და უქვეითდება მუშაობის უნარი.
  3. დეკორატიული კოსმეტიკის ზედმეტი გამოყენება. ტუჩსაცხების და ტონალურების მწარმოებლები ცდილობენ თავისი პროდუქცია მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს. მაგრამ, ჩვენი კანი არის იმისთვის შექმნილი, რომ კრემის ფენები ატაროს. ჯობია, მეტი ყურადღება დაუთმოთ კანის მოვლის პროცედურებს და ნაკლები მაკიაჟი მოიხმაროთ.თუ ტონალურზე, ტუჩსაცხზე ან სხვა დეკორატიულ კოსმეტიკაზე უარს ვერ ამბობთ, ძილის წინ საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ. შეარჩიეთ საუკეთესო მაკიაჟის მოსაშორებელი. ეხლა ძლიან პოპულარულია ჰიდროფილური ზეთი და დასაბანი ქაფი. დაბანის შემდეგ წაისვით ტონერი, შრატი და კრემი.

რით გავახაროთ სახის კანი? – ეხლა განვიხილოთ, რა რიტუალით შეიძლება კანის მდგომარეობის გაუმჯობესება. პირველ რიგში, ეს არის ფიზიკური აქტივობა. სირბილი ან იოგა კვირაში რამდენიმეჯერ, მხოლოდ სარგებლის მომტანი იქნება. საქმე იმაშია, რომ ვარჯიშის დროს ჟანგბადი აქტიურად მიეწოდება უჯრედებს.კარგი განწყობის კიდევ ერთი წყარო არის ოქსიტოცინი. ჩვენი ორგანიზმი გამოყოფს მას შეყვარებულობის დროს. ნაზი ჩახუტება და სასიამოვნო საუბარი განწყობასთან ერთად კანის მდგომარეობასაც გაგიუმჯობესებთ. ასევე მოგიწესრიგებთ ძილს და გააძლიერებს იმუნიტეტს.რა თქმა უნდა, კანის ტონუსის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ხილი და ბოსტნეული. მინიმალური დღიური ნორმაა 400 გრამი ხილი და ბოსტნეული. განსკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ავოკადოს, შპინატს, კიტრს. აგრეთვე, წითელ და ნარინჯისფერ სილ-ბოსტნეულს. ამ ფერის საკვები მდიდარია A და C ვიტამინებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს