ღორის ფეხებსა და მარლის ბინტთან დაკავშირებული მარჯვე ხრიკი, რათა ხალადეცი ცრემლივით გამჭვირვალე გამოვიდეს!

3261

როგორ მოვხარშოთ სწორად ღორის ფეხები? ბევრს უყვარს საქონლის, ღორის ან ქათმის უგემრიელესი ხალადეცის დაგემოვნება, თუმცა ყველამ როდი იცის მისი მომზადება. ეს კერძი გარკვეულ პროფესიონალიზმს და კულინარიულ გაწაფულობას მოითხოვს, თუმცა არსებობს ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ ამ კერძის იდეალური ვარიანტის გაკეთებაში. თქვენი ოჯახის წევრები და სტუმრები აღტაცებულები დარჩებიან.

როგორ მოვხარშოთ ღორის ფეხები?

მიიჩნევა, რომ ღორის ფეხების ხარშვისას გამოიყოფა სასარგებლო კოლაგენი. მის მიღებას ასაკოვან ადამიანებს ურჩევენ ძვალ-სახსროვანი სისტემის განსამტკიცებლად. არსებობენ ამ აზრის მოწინააღმდეგენიც.როგორ მოვამზადოთ ლამაზი ხალადეცი? გამჭვირვალე, როგორც ყინულის კრისტალი.ლომის წილ ყურადღებას იმსახურებს სწორედ ხალადეცის გამჭვირვალობა. ნებისმიერ ვარიანტში, მთავარი აქცენტი სწორედ ასეთ ჟელეზე კეთდება.

ნოყიერი კერძი დღესასწაულებისთვის – რა დაგვეხმარება იდეალური გამჭვირვალობის მიღწევაში? მარტივი დოლბანდი. სჯობს სამედიცინო ვარიანტი შეარჩიოთ და აუცილებლად გარეცხოთ გამოყენებამდე, რათა საკვებს დოლაბნდის ბუსუსები არ შეერიოს. სწორედ მასში გაახვიეთ ღორის ფეხები, შემდეგ ისინი მოათავსეთ ქვაბში და შეუდექით ხარშვას. ბულიონში ბევრი ამატებს მწვანილს, ფიგურულად დაჭრილ სტაფილოს  და კვერცხებსაც კი.როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას არ უყვარს ხალადეცი მისი საეჭვო კომპონენტების გამო? ასეთი წუნია ხალხი მრავლადაა. ისინი სიამოვნებით შესანსლავდნენ ერთ თეფშ ხალადეცს, თუმცა იქ შეიძლება შეხვდეთ ღორის კანიც, ცხიმიც, პატარა ძვლებიც. როგორ აღმოვფხვრათ პრობლემა ისე, რომ კერძი აღარავის ეზიზღებოდეს?

შეგიძლიათ ხალადეცი მოამზადოთ მხოლოდ ღორის სუკისგან. ეს იქნება ძალიან ნაზი საფუძველი ლაბისთვის. რაც შეეხება ღორის ფეხებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბულიონის სიბლანტეზე, ისინი აუცილებლად ხარშეთ დოლბანდში. შემდეგ ხორცი ფრთხილად განაცალკევეთ ძვლებისგან და დაუმატეთ სუკს. ამგვარად მიიღებთ გამჭვირვალე ბულიონს, რბილ ხორცს და სასიამოვნო სურნელს.გახსენებთ გემრიელი ხალადეცის მომზადების ძირითად წესებს. ხორცი ნელ ცეცხლზე უნდა ხარშოთ. ასევე დროულად მოხადეთ ხოლმე ქაფი ნახარშს. გახსოვდეთ, კერძის შენახვის ვადები. რაც ნაკლები მასში სხვადასხვა მორთულობა, მით ნაკლებ ხანს ინახება ხალადეცი. ასევე ყურადღებით განაცაკლევეთ ხორცი ძვლებისგან, რათა მისი ნატეხები არ შეერიოს კერძს.თქვენ რანაირად ამზადებთ ხალადეცს? როგორ მოვხარშოთ ღორის ფეხები ისე, რომ სტუმრები კმაყოფილები დარჩნენ? გაგვიზიარეთ პირადი ხრიკები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს