არ მინდა კეთილი დედინაცვლის როლის თამაში და ქმრის შვილის მოვლა, მე თითონ ფეხმძიმედ ვარ…

862

შეგიძლიათ დათანხმდეთ იმას, რომ ბავშვი მეუღლის პირველი ქორწინებიდან არ შეიძლება ახალი ოჯახის წევრი გახდეს? ვალენტინა თვლის, რომ ეს ასეა, მითუმეტეს, თუ ახალ ოჯახშიც ბავშვები არიან. და რადგან ყოფილი ცოლი ცდილობს დაუტოვოს შვილი მთელი სეზონით, ახლანდელ ცოლს ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა უწევს. რატომ უნდა მოუაროს ხანგრძლივი დროით გერს, როცა მას დედა ჰყავს? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია:

მეუღლის შვილები პირველი ქორწინებიდან

ვალენტინას და სერგოს ოჯახი – ვალენტინა და სერგო ორი წელია დაქორწინდნენ. ამჟამად, ოჯახში მატებას ელოდებიან. მათთან ერთად ცხოვრობს ვალენტინას დედა, რომელიც აქტიურად ეხმარება საოჯახო საქმეებში.მიუხედავად, თავისი მდგომარეობისა, გოგონა განაგრძობდა მუშაობას . სერგოს კი პრობლემები ჰქონდა სამსახურში, შემოსავალი კი საჭირო იყო. ამიტომ ვალენტინა მუშაობდა ბოლო წუთამდე. მშობიარობის შემდეგ სახლიდან აპირებდა მუშაობის გაგრძელებას, როგორც კი შეძლებდა.

საუბარი ბავშვებზე – ერთ საღამოს სერგოს ყოფილმა ცოლმა დაურეკა. ეს ხშირად ხდებოდა, რადგან მათ ყავდათ საერთო ქალიშვილი და მამა ნახულობდა ხოლმე ბავშვს. ვალენტინაც არ იყო წინააღმდეგი ბავშვთან ურთიერთობის და ეთამაშებოდა ხოლმე პატარას.ტელეფონზე საუბრის შემდეგ, სერგომ უთხრა, რომ ყოფილ ცოლს ბავშვის დატოვება მთელი ზაფხულით უნდოდა მათთან. მანამდე თავის დედასთან ტოვებდა ხოლმე, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღარ შეეძლო ბავშვის სდევნა. ამიტომ გადაწყვიტა შვილის მამასთან დატოვება.

  • -და როგორ წარმოგიდგენია შენ? – ჰკითხა ვალენტინამ – მაგ პერიოდში მე თითონ ახალშობილი მეყოლება, დედაჩემის მოხმარებაც დამჭირდება და ბავშვს ვინ მიხედავს?
  • -აბა, რა ვუყო? – მე ხომ მისი მამა ვარ, ვალდებული ვარ მივხედო!
  • -ერთადერთი, რაც უნდა გააკეთო, ეს არის, რომ იპოვო სტაბილური სამსახური და შვილებზე ასე იზრუნო. ძალიან მეეჭვება მთელი დღე შვილთან თამაშში რომ გაატარო, ახალშობილის გამო არავის ეცლება მისთვის.

სერო ვალდებული იყო ეზრუნა საკუთარი შვილების კეთილდღეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანი არასდროს დაუტოვებია ბავშვი და არც ეხლა იყო დარწმუნებული, რომ ამჯერადაც შეძლებდა მის მოვლას, მაგრამ თვლიდა, რომ გოგონას დატოვებაზე უარის თქმა არ იქნებოდა სწორი. ცოტა ხანი კიდევ იკამათეს და საუბარი დილისთვის გადადეს.

კომფორტი ოჯახში – თუმცა, ძილის წინაც განაგრძეს ამ თემაზე საუბარი. ვალენტინა თვლიდა, რომ მის მოვალეობაში არ შედიოდა ბავშვზე მზრუნველობა. დედამისს სხვანაირად უნდა დაეგეგმა სად დაეტოვებინა შვილი ზაფხულში.ბოლოსდაბოლოს, ყავთ საერთო დედამთილი – მზრუნველი და მოსიყვარულე ბებია. რატომ არ შეიძლება ბავშვის მასთან დატოვება? ხანდახან მამაც მოინახულებს, დედასაც ნახავს ხოლმე. ასე არ ჯობია?საინტერესოა, ეს აზრი მხოლოდ ვალენტინას მოუვიდა თავში და ყოფილ ცოლს არა? რა კარგი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონოდა გერის მიმართ, თავისი ოჯახის კეთილდღეობა და კომფორტი უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის.

დასკვნა: სწორად იქცევა თუ არა ვალენტინა? ვინ არის მართალი ამ ამბავში? თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს