სარეცხ მანქანას თუ არ აქვს კუვეტი, გელი პირდაპირ კანალიზაციაში გადადის და რეცხვა ამაოა.

0
4841

როგორ გავრეცხოთ სწორად სარეცხ მანქანაში სარეცხი? იციან თუ არა ჩვენმა დიასახლისებმა ხარისხიანი რეცხვის ყველა საიდუმლოება? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.

როგორ გავრეცხოთ სწორად სარეცხი

ჩემმა დამ სამწუხარო ამბავი მითხრა: “მემგონი, ჩემი სარეცხი მანქანა გაფუჭდა. გარეგნულად თითქოს არაფერი ეტყობა, მაგრამ სარეცხს საერთოდ არ რეცხავს. იქნებ, მე თითონ ვაკეთებ რაღაცას არასწორად? ვერ ვხვდები, რაშია პრობლემა. სარეცხ საშუალებას ვასხამ როგორც წესია, რეცხვის რეჟიმსაც ვრთავ, მაგრამ ნივთები ისევ ჭუჭყიანი გამომაქვს.” ამის შემდეგ გამოვიძახეთ ხელოსანი. მან დაათვალიერა მანქანა და თქვა, რომ ჩემი და არასწორად რეცხავდა. დიახ, ასეთებიც ხდება.

ვაგვარებთ პრობლემას – ხელოსანმა აგვიხსნა, რომ ზოგიერთ სარეცხ მანქანას სამუშაო ციკლი ეწყება გავლების რეჟიმით. თავიდან ასუფთავებს დოლურას და არ იწყებს სარეცხის რეცხვას. ამ დროს თხევადი საშუალება, რომელიც ისხმება სპეციალურ უჯრაში, პირდაპირ კანალიზაციაში მიდის.ჩემი დის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. მისთვის არავის უთქვამს როგორ უნდა გაერეცხა. მითუმეტეს, თხევადი სარეცხი საშუალებები საკმაოდ ძვირი ღირს და ყველა პირდაპირ კანალიზაციაში აღმოჩნდა. კარგია, რომ მარტივად გამოსწორებადი პრობლემა აღმოჩნდა.საჭირო იყო სპეციალური კუვეტის ყიდვა და მისი ფხვნილის ჩასაყრელ უჯრაში მოთავსება. ეს მექანიზმი არ აძლევს სითხეს საშუალებას მალე ჩაიღვაროს შიგნით. იყიდება ტექნიკის მაღაზიებში ან აქვთ თავად ხელოსნებს.

ალტერნატიული საშუალება – სოციალურ ქსელში არსებობენ ამ ხრიკის მოწინააღმდეგეები. “რატომ უნდა გადაყაროთ ფული ასეთ სისულელეში? უბრალოდ შეაგდეთ სარეცხი კაფსულა დოლურაში და პრობლემაც მოგვარებულია.” არიან ისეთებიც, ვინც ურჩევს თხევადი სარეცხი საშუალების პირდაპირ დოლურაში ჩასხმას: ჯერ შეყარეთ ტანსაცმლის ნაწილი, შემდეგ დაასხით სარეცხი სითხე და ბოლოს დანარჩენი ტანსაცმელი.ახალგაზრდა დედა ნატალია გვთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა სარეცხი საშუალების გამოყენებას: “მე ვიყენებ საპნის კაკლებს. ის ძალიან სასარგებლო ნივთია. ერთი კაკალი ყოფნის ათამდე რეცხვას. კარგად ქაფდება და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს. ვათავსებ კაკალს ნაჭრის ტომარაში და ვდებ სარეცხთან ერთად. ყველაფერი მარტივია.”

საჭირო ხრიკი – როგორ ვრეცხოთ უფრო ეკონომიურად? საჭიროა თუ არა დამატებითი სარეცხი საშუალებები? ეს თქვენი გადასწყვეტია. ჩვენ კი შემოგთავაზებთ რამდენიმე სასარგებლო ხრიკს. მაგალითად, შეეცადეთ დაახარისხოთ ნივთები არა მარტო ფერის და ქსოვილის, არამედ ზომის მიხედვით. პატარა ნივთებს ნუ გარეცხავთ დიდ ქურთუკთან ერთად. ეს დაარღვევს სარეცხი მანქანის ბალანსს, რაც დროთა განმავლობაში მის დაზიანებას გამოიწვევს.არავითარ შემთხვევაში არ გარეცხოთ სარეცხ მანქანაში ნატურალური ტყავის ფეხსაცმელები. ასე გააფუჭებთ ფეხსაცმელს, დაკარგავს ფორმას და გაცვდება. თუ რეცხავთ აჭრის ფეხსაცმელს, მაშინ არანაირი პრობლემა არ არის.სანამ რეცხვას დაიწყებთ, გაწმინდეთ რეზინის ნაწილი დოლურასთან. ეს დაიცავს თქვენს ნივთებს უსიამოვნო სუნისა და ბაქტერიებისგან.

არ გამოტენოთ სარეცხი მანქანა შეკრული ნივთებით. მათი რაოდენობა მოქმედებს რეცხვის ხარისხზე. უმჯობესია, გაყოთ ორ ნაწილად და ისე მოათავსოთ. რეცხვისას რა ხრიკს იყენებთ თქვენ? გაგვიზიარეთ საინტერესო რჩევები კომენტარებში.