დიდი ხნის წინ დედა დამეხმარა ბინის ყიდვაში თანხით. ეხლა გადავწყვიტე ამ სახლის გაყიდვა

853

მამუკამ იცოდა, რომ არსებობს ისეთი მცნება, როგორიც ოჯახის ვალია, მაგრამ წარმოდგენაც არ შეეძლო, რომ დახმარება მშობლისგან შეიძლებოდა ძვირი დაჯდომოდა, თან ძალიან დიდი ხნის მერე და დიდი პროცენტებით.

ოჯახური ვალი

ძველი ერთოთახიანი – დიდი ხნის წინ, მამუკამ გადაწყვიტა ეყიდა პატარა ბინა, ერთოთახიანი ქალაქის ცენტრთან ახლოს. საბედნიეროდ, ხელფასის დანაზოგით საკმაოდ იაფად შეძლო ასეთი სახლის პოვნა.მაგრამ ერთი პრობლემა იყო, დააკლდა ორი ათასი დოლარი. ამიტომ დასახმარებლად მშობლებს მიმართა. დედამ მეორე დღესვე მისცა თანხა.გავიდა წლები. მამუკამ გადაწყვიტა საცხოვრებელი ადგილის შეცვალა, თან უფრო დიდი სახლი სჭირდებოდა. ამიტომ ძველი ერთოთახიანის გაყიდვა გადაწყვიტა.

ახალი ბინა – მყიდველი მალე გამოჩნდა და ვინაიდან წლების განმავლობაში ბინების ფასმა მოიმატა, სახლი ბევრად ძვირად გაიყიდა, ვიდრე შეძენილი ჰქონდა. ერთხელაც დედამ დაურეკა, თან სამუშაო საათებში…

  • -გამარჯობა, შვილო, რადგან ბინა გაყიდე, იქნებ, ვალი დაგვიბრუნო, მაშინ ხომ ბინის საყიდელი ნახევარი თანხა მოგეცით, ეხლაც ღირებულების ნახევარი გამოვა.მამუკა დააბნია ამ სიტყვებმა. არასდროს უფიქრია, რომ მშობლებმა ის ფული ვალად მისცეს და თან ამხელა პროცენტით.
  • -კარგი, დედა, მაგრამ მე არ ვიცოდი, თუ დასაბრუნებელი იყო, მეგონა მაჩუქეთ.არადა თანხა ახალი ბინის რემონტისთვის სჭირდებოდა. დედა კი თავისას უმეორებდა:
  • -არაუშავს, შენ კიდევ შეაგროვებ ფულს. ჩვენ მაშინ დაგეხმარეთ, ეხლა კი დაგვიბრუნე.

საუბრის დასასრულს მამუკა დათანხმდა თანხის დაბრუნებას. თუმცა, ბინის საფასურის ნახევარი, საკმაოდ ბევრი იყო და არ სურდა ამდენის გადახდა. მეორე მხრივ, ვალდებული იყო მშობლებს დახმარებოდა. კი, ხელი გაუმართეს, მაგრამ ეს ხომ ძლიან დიდი ხნის წინ იყო? არავის უთქვამს, რომ მოუწევდა ფულის დაბრუნება და თან ამხელა პროცენტით.დიდხანს ფიქრობდა, როგორ შეიძლებოდა სწორად მოქცევა. რა თქმა უნდა, ამხელა თანხის გაღება არ სურდა, საინტერესოა, დედა როგორ მიიღებდა უარს? არადა მისი წყენინებაც არ უნდოდა.

დასკვნა: აქვს თუ არა უფლება მამუკას დაიტოვოს თანხა? თუ მისი მოვალეობაა დედას ბინის ნახევარის ფული მისცეს? რამდენად სწორია, მშობელი, როცა თავიდანვე არ აყენებს შვილს საქმის ყურში? გელოდებით კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს