მშვიდად ვარ მას მერე, ყველა მღრღნელი გაიქცა, როგორც კი ამ შინაური საშუალების სუნი იგრძნეს.

41560

“როგორ მოვიშორო თაგვები ეფექტურად?” – მკითხა მეზობელმა. ისინი ცოტა ხნის წინ გადმოვიდნენ გვერდითა სახლში. მე ამ საქმეში პროფესიონალი ვარ უკვე, საკმაოდ დიდი გამოცდილებით.მახსოვს, ბებიასთან, სოფელში თაგვები იმდენად გათავხედდნენ, რომ ჩვენი თანდასწრებით მშვიდად განაგრძობდნენ საკვების ძებნას. სოფლის საზაფხულო სამზარეულოში, სადაც ქილებში ბურღულეული გვიყრია, თაგვები შემოდიან ხოლმე.დღეს პაპარაცის რედაქცია მოგიყვებათ, რა სუნს გაურბიან თაგვები. სხვენში სწორედ ეს უცნაური სუნი დგას და არც ერთი თაგვი არ ჭაჭანებს.

როგორ მოვიშოროთ თაგვები

უსიამოვნო, სპეციფიკური სუნი, დაზიანებული ნივთები, ავეჯი და პროდუქტები – ეს მღრღნელების სტუმრობის შედეგია. მათი რაოდენობა სახლში იმატებს შემოდგომით და ზამთარში, რადგან ცივ სეზონზე თავშესაფარი ჭირდებათ.კატასთან ერთად, დაგეხმარებათ არომატები, რომელიც მაშინვე განდევნის თაგვებს. ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა არყის ხის კუპრი. გაჟღინთეთ ამ ნივთიერებით ნაჭერი და დადეთ სარდაფში, სათავსოში, სხვენზე.ასევე, შეგიძლიათ ჩაასხათ პატარა ჯამებში სკიპიდარი და მოათავსოთ თაგვებთან ახლოს.

თაგვებს არ მოსწონთ დამწვარი მატყლის ან ბუმბულის სუნი. ამისთვის გამოგადგებათ ძველი, ნაქსოვი წინდა, ბუმბული ძველი ბალიშებიდან.დაწვით ზემოთ აღნიშნული ნივთები, შეურიეთ დარჩენილი ფერფლი მშრალ შპაკლში და დაყარეთ კუთხეებში. თაგვები სამუდამოდ გაიქცევიან.სოფელში სახლში შემაქვს მაყალი დანახშირებული შეშით. გაზაფხულზე რომ ჩავდივარ, თაგვის სუნი არ მხვდება. ნამწვის სუნი არ მოსწონთ დაუპატიჟებელ სტუმრებს.თაგვები გაურბიან აგრეთვე, აბზინდას სუნს. მცენარეების დასაცავად, მას რგავენ ბაღის პერიმეტრზე, ტოტებს კი ნარგავებთან ყრიან ხოლმე.ბევრ მავნებელს არ მოსწონს გვირილის არომატი. იმისათვის, რომ დააფრთხოთ თაგვები, გვირილის თავები უნდა მოაყაროთ სახლის კუთხეებში, ყვავილის კონები კი სათავსოებში დააწყვეთ პროდუქტებთან.

ასევე, კარგია დამწვარი რეზინის ნაწილები. ეს მკვეთრი სუნი ნამდვილად არ მოეწონებათ თაგვებს, თუმცა, არც ადამიანებისთვის იქნება სასიამოვნო, ამიტომ მხოლოდ იზოლირებულ ნაწილში დააწყვეთ.თბოიზოლაციის თაგვებისგან დასაცავად დაგჭირდებათ ნაფტალინის დაფხვნილი აბები. ხელოსანმა მშენებლობის დროს გვირჩია მინა-ბამბაზე მისი დაყრა. ეს სუნი მღრღნელებისთვის არ იქნება სასიამოვნო.ეხლა უკვე იცით, რა უსაფრთხო საშუალებებით შეიძლება თაგვებთან ბრძოლა. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ პიტნის კონები, მათ არ უყვართ ეს არომატიც. თქვენ რით ებრძვით დაუპატიჟებელ სტუმრებს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს