მოწესრიგებულ დიასახლისს ეს ნივთები სამზარეულოში არ უნდა ჰქონდეს.

0
573

ნივთები სამზარეულოსთვის, ახალი ჭურჭელი და დეკორი – ყველა ამ ნივთს გაცნობიერებულად არ ყიდულობენ. ზოგიერთი მემკვიდრეობით გვერგება, ზოგს ფასის გამო ვყიდულობთ. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით, რომელი ნივთი უნდა მოაშოროთ სამზარეულოდან, რათა ის მყუდრო და სასიამოვნო ადგილად იქცეს.

ნივთები სამზარეულოსთვის

  • რეილინგი – დამატებითი სათავსო სამზარეულოს ინვენტარისთვის მოსახერხებელი ჩანს. ის თავსდება სამზარეულოს კარადის ქვემოთ, კიდებენ სხვადასხვა საჭირო ნივთს, რომელიც დიასახლისს მუდამ ახლოს უნდა ჰქონდეს. სინამდვილეში რეილინგი ქაოტურად გამოიყურება და არ არის სასიამოვნო შესახედი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი თავის ადგილას კიდია. ამიტომ ყველა ეს ნივთი ჯობია ყუთებში ჩააწყოთ.
  • საოჯახო ქიმია – ნიჟარის ქვეშ კარადაშიც კი არ არის სასურველი აგრესიული ნივთიერებების შენახვა. თუ კარადასთან ახლოს ღუმელია, მითუმეტეს, ამან შეიძლება გამოიწვიოს მავნე ნივთიერებების აორთქლება. ქიმიური საშუალებების საუკეთესო და უსაფრთხო ალტერნატივაა ნარევი: ლიმონმჟავა, სოდა, ძმარი.
  • ფარდები – ნაჭრის ფარდები სამზარეულოსთვის მისაღებია, მაშინ, თუ სასადილო ოთახი და სამზარეულო გაერთიანებულია. პატარა სამზარეულოში ნაჭრის ფარდების ჩამოკიდება არ არის სასურველი. პირველ რიგში, ის ადვილად აალებადია. ასევე, ცხელი ჰაერის ზემოქმედებით სინთეტიკური ქსოვილის ფარდები დნება და გამოყოფს მავნე ნივთიერებებს. ასეთი ფარდები ძალიან ადვილად ისვრება, რადგან იწოვს ნამწვავს და მისგან ცხიმის ლაქების მოშორება შეუძლებელია. სამზარეულოსთვის რეკომენდებულია რულონის ფარდები, ან ჟალუზები, რომლებიც ნებისმიერ ინტერიერს მოუხდება და მოსავლელადაც მარტივია.
  • ტეფლონის ჭურჭელი – ჭურჭელი, რომელსაც მიწვის საწინააღმდეგო ფენა აქვს, საკმაოდ ძვირი ღირს. მისი იაფიანი ვერსიაა ტეფლონის ზედაპირი. ეს ნივთიერება მართალია, არ იკრავს საჭმელს, მაგრამ მავნეა ჯანმრთელობისთვის. საკვებთან ერთად ის ხვდება ორგანიზმში. არსებობს მეცნიერული დასკვნა მისი მავნებლობის შესახებ.
  • პლასტმასის ნივთები – პლასტმასის დაფები ყველაზე მეტად იწოვს უსიამოვნო სუნს, ხოლო მისი მიკრო ნაწილები დაჭრის დროს ხვდება საკვებში. იგივე შეიძლება ითქვას პლასტმასის საწურზე და ჩამჩებზე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ცხელ წყალში არ დნებოდეს, მაინც გამოყოფს მავნე ნივთიერებებს საკვებში.
  • სანელებლები – ზოგიერთი დიასახლისი აქტიურად ყიდულობს სანელებლების ნაკრებებს ლამაზ ქილებში, თუმცა ამ ნაკრებიდან ძირითადად იყენებს 3-5 სახეობას. გაითვალისწინეთ, რომ სუნელებს თავისი ვადა აქვთ და რსაც არ მოიხმართ დროულად გააჩუქეთ. აჯობებს მხოლოდ ის სანელებლები შეიძინოთ, რომელსაც ხშირად იყენებთ.
  • ღრუბელის სათავსო – სველ ღრუბელზე მრავლდება ბაქტერიები, ამიტომ აჯობებს შეინახოთ დაკიდულ მდგომარეობაში, რომ გაშრეს ხოლმე. პლასტმასის სათავსოები ნიჟარასთან არ არის საჭირო ნივთი. დიდი პოპულარობით სარგებლობს ჭურჭლის სარეცხი დოზატორები.

რაც უფრო ცოტა ზედმეტი ნივთი დევს სამზარეულოში, მით უფრო სუფთა და დალაგებულია სივრცე. რემონტამდე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სამზარეულოს კარადების განლაგებას, რათა მაქსიმალური რაოდენობის ჭურჭელი მოათავსოთ შიგნით და მარტივი იყოს გამოსაყენებლად.