ქმარს შევატყობინე რომ შესაძლოა ორსულად ვარ, მისგან ასეთ რეაქციას ნამდვილად არ ველოდი.

645

რა მახასიათებლებია მნიშვნელოვანი ნებისმიერი ქალისთვის ცხოვრების მეგზურის არჩევისას? სიკეთე, გულწრფელობა, პატივისცემა, გონიერება და ა.შ. ასევე ეს ადამიანი მომავალში პასუხისმგებლიანი მშობელი უნდა გახდეს. ნებისმიერი ცოლქმრული კავშირი ხომ ბავშვის გაჩენას მოიაზრებს. სწორედ ამიტომ ქალს სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელსაც ბოლომდე ენდობა. ადრე გულიკოს არ ეპარებოდა ეჭვი საკუთარ არჩევანში, ახლა კი აღარ იცის, როგორ მოიქცეს.

პასუხისმგებლიანი მშობელი

მოულოდნელი ამბავი – როცა გულიკომ საკუთარ ტესტზე ორი ხაზი დაინახა, თითქოს ფეხქვეშ მიწა გამოეცალა. ის და მისი ქმარი შვილის გაჩენას ჯერ არ გეგმავდნენ. ქალს ქმრისთვის ტელეფონით არ დაურეკავს ამ ამბის შესატყობინებლად. ის აფთიაქში წავიდა ტესტების საყიდლად, რათა კიდევ ერთხელ გადაემოწმებინა ყველაფერი.როცა მეუღლე საღამოს სახლში დაბრუნდა, ის სასაცილო სურათს შეესწრო. გულიკო აღალვებული იყო, ის დივანზე იჯდა და ტელევიზორის ყურებას ცდილობდა, რაც ძალიან ცუდად გამოსდიოდა. როგორც კი მან კარის გაღების ხმა გაიგონა, ის მყისვე მისაღებში გაჩნდა. ქალს ეშინოდა ახალი ამბის თქმის, ამიტომ გადაწყვიტა დალოდებოდა, ვიდრე ვასო საჭმელს შეჭამდა და დასასვენებლად წამოწვებოდა.ერთი საათის შემდეგ გულიკომ მეუღლეს გკითხა:

  • “-საყვარელო, რას იტყვოდი, თუ ორსულად აღმოვჩნდებოდი?
  • -რატომ მეკითხები?”პასუხის ნაცვლად ქალი სხვა ოთახში გავიდა და ტესტით ხელში დაბრუნდა. ვასომ მას დახედა, შემდეგ კი ჰკითხა:
  • “-ტესტის პასუხი ზუსტია?
  • -6 ცალი გავაკეთე და ყველა მათგანი დადებითია.
  • -საოცარი ამბავია, მიხარია. შენ?
  • -ჯერ ვერ გავერკვიე საკუთარ გრძნობებში,”- გაიღიმა გულიკომ და ცოლ-ქმარი ერთმანეთს ჩაეხუტა.
  • “-ოღონდ ბავშვს აქ არ გააჩენ. გაემგზავრე მშობლებთან და იქ დარჩი, ვიდრე ბავშვი წლის არ გახდება. მე კი ორმაგად ვიმუშავებ ჩვენი ოჯახისთვის”- თქვა ვასომ.

ახალგაზრდა ქალი საგონებელში ჩავარდა, მას ვერ გაერკვია მეუღლის ნათქვამის მიზეზი. ქმრის სიტყვები მას ნდობას არ უნერგავდა. გულიკოს არ მოსწონდა ის იდეა, რომ შვილი საყვარელი მამაკაცისგან მოშორებით უნდა გაეჩინა. ნუთუ ვასოსთვის ყველაფერი სულერთია? იქნებ მას უბრლოად ეშინია?გარკვეული ხანი მეუღლეები კამათობდნენ იმ თემაზე, თუ რატომ უნდა დაბრუნებულიყო გულიკო მშობლებთან. ქალს ვერ გაერკვია, ნუთუ ვასოს არ სურდა თავისი შვილის გვერდით ყოფნა?!გულიკო ქმარს ერთსა და იმავე კითხვებს უმეორებდა, პასუხად კი მხოლოდ ფულის დაზოგვასთან დაკავშირებულ არგუმენტებს ისმენდა. ქალისთვის ამოუხნელი რჩებოდა, თუ რაში სჭირდებოდა მის შვილს ასეთი მამა. პასუხისმგებლიანი მშობელი ვალდებულია ბავშვის გვერდით იყოს. გულიკო ვერ მშვიდდებოდა, იგი გვერდით ოთახში ტიროდა. ქალი ცდილობდა ქმრისთვის აზრი შეეცვალა, თუმცა ვასო საკუთარ გეგმას არ უხვევდა.

“-რაში მჭირდები ასეთი, თუ მე და ჩემი შვილი ფეხებზე გკიდივართ?!”- უყვირა გულიკომ ქმარს და ისევ ატირდა. იგი მოღალატეს და მატყრუარას ეძახდა მეუღლეს, რომელიც ერთ დროს სიყვარულს ეფიცებოდა.ვასო დროებით დასთანხმდა მისაღებში დაძინებას. გულიკოს მის გვერდით წოლა არ შეეძლო. თუ ქმარი აზრს არ შეიცვლის, ცოლი დიდი ალბათობით მშობლებთან დაბრუნდება, ოღონდ, უკვე ყოფილი ცოლის ამპლუაში.

დასკვნა: ამტკიცებს თუ არა ვასოს რეაქცია იმას, რომ იგი მზად არაა მამობისთვის? შეიძლება თუ არა მის შეხედულებას ეწოდოს პასუხისმგებლობებისგან გაქცევა? სწორად იქცევა გულიკო, ქმარს ხომ ზურგს აქცევს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს