მეხსიერება სულ უფრო ხშირად უმტყუნებდა ხოლმე ბაბუას, თუმცა ბებისთან ქორწინების წლისთავზე მან მაღაზიაში წაყვანა მთხოვა.

304

მეუღლეებმა შეიძლება ერთად უამრავი წელი გაატარონ, თუმცა მაინც ვერ გააცნობიერონ, თუ რაში მდგომარეობს ბედნიერი ცოლქმრობის საიდუმლო. არსებობს კავშირები, რომლებიც თითქოს ზეცაში იკურთხა. საყვარელი ადამიანები ჰარმონიაში ცხოვრობენ და განსაცდელები არ აშინებთ!

ბედნიერი ქორწინების საიდუმლო

“ბაბუაჩემი 85 წლისაა, აქედან 60- დაოჯახებულია. რაც თავი მახსოვს, პაპა და ბებია მუდამ მაოცებდნენ თავიანთი საოცარი სიყვარულით. როცა მათთან ვრჩებოდი ხოლმე, ბაბუა ყოველ დილით ცოლზე ადრე დგებოდა და საყვარელი ქალის გაღვიძებამდე მისთვის ყვავილების თაიგული მოჰქონდა და სადღესასწაულო საუზმესაც უმზადებდა.პაპას მიაჩნდა, რომ ყოველი დღე ზეიმი იყო, რადგან ცოცხლები და ჯანმრთელები ვართ, ასევე ღიმილიც შეგვიძლია. კიდევ რა არის საჭირო ბედნიერებისთვის? ბებია ხშირად მიყვებოდა: სანდრო, ბაბუაშენმა დამანახა, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი და უანგარო სიყვარული.” მაშინ 15 წლის ვიყავი და ბევრი რამ არც მესმოდა ურთიერთობებში, თუმცა პაპის ქმედებები ძალიან მომწონდა. მათში სიმსუბუქე და გულწრელობა იგრძნობოდა.

ჭირსა და ლხინში – ახლა ბაბუას მეხსიერება ხშირად უმტყუნებს ხოლმე. ექიმების პროგნოზი არაადამაიმედებელია. ვხედავ, თუ როგორ უმძიმს ბებიას პაპაჩემის მოვლა. მას ავიწყდება 5 წუთის წინ მომხდარიც კი. ასევე, პირიქით, მოულოდნელად 10 წლის წინანდელი ამბავიც კი შეიძლება მოაგონდეს. თავიდან მისი მდგომარეობა მაშინებდა. ახლა ბავშვი აღარ ვარ და ვაცნობიერებ, რომ ამ პროცესს ვერსად გაექცევა ადამიანი. მოხუცებს შეძლებისდაგვარად ყველანაირად მხარში ვუდგავარ, ხშირად ერთად ვსეირნობთ. ბებია გამუდმებით ზრუნავს პაპაზე: უკითხავს საყვარელ წიგნებს, ხანდაზმულები ერთად უყურებენ ფილმებს და უსმენენ მუსიკალურ ფირფიტებს.

სიყვარული ავადმყოფობაზე ძლიერია – ამას წინათ მათ მოსანახულებლად ჩავედი. დილა იყო, ბაბუაჩემი, როგორც ყოველთვის, მისაღებში იჯდა, ბებიას კი ეძინა. მოულოდნელად პაპამ მაღაზიაში წაყვანა მთხოვა. ბებოს წერილი დავუტოვე და წავედით. მაღაზიაში ბაბუამ თავისი მეუღლის საყვარელი კანფეტები, ორცხობილები და შოკოლადი იყიდა. დავინტერესდი, რაიმე ღირსშესანიშნავი დღე ხომ არ გამომრჩა. პაპამ ამისხნა, რომ მისი და ბებოს ქორწინების 61 წლის იუბილე იყო. უკანა გზაზე მან ყვავილებიც შეიძინა. მომხდარმა გამაოცა. ავადმყოფობის მიუხედავად, პაპას მაინც არ დავიწყებოდა ეს მნიშვნელოვანი თარიღი. როცა შინ დავბრუნდით, ბებია უკვე გველოდებოდა. პაპამ მას ყვავილების თაიგული და ტკბილეული აჩუქა. ქალი სიხარულისგან ატირდა. მგონი, კვლავ ვიწამე, რომ პაპას შეიძლება მეხსიერება დაუბრუნდეს და იგი გამოჯანმრთელდეს. რა საწყენია, რომ იმ მომენტში დროს არ შეეძლო გაჩერება.”

რედაქციისგან: ხანდაზმულ ადამიანებს ხშირად აწუხებთ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები. სამწუხაროდ, ამის ფონზე აღმოცენებული დაავადებები საკმაოდ სწრაფად პროგრესირებენ, თუმცა გამოკრთომები მაინც ხდება ხოლმე. მათ პროვოცირებას ახდენენ საყვარელი ადამიანები და გულწრფელი გრძნობები, რასაც ამტკიცებს მოცემული ისტორიაც.დაწერეთ კომენტარებში, თუ რაში მდგომარეობს თქვენთვის ბედნიერი ცოლქმრობის საიდუმლო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს