ძლიერი სამკურნალო კურსი აბზინდით: ახალ წარმონაქმნს აქრობს და შარდსასქესო სისტემას კურნავს

0
1095
ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

აბზინდით მკურნალობის შედეგად ორგანიზმში ყველა ჩირქოვანი ინფექცია კვდება, უძილობა, ნერვული დაავადება გაქრება, ნივთიერებათა ცვლა აღდგება, შედეგად კი გასუქება და ჭარბი წონა გაქრება.

ეს ძლიერ მოქმედი საშუალებაა, რომელიც მდგომარეობას ძალიან სწრაფად გამოასწორებს. აბზინდით თერაპია თითქმის ყველა ანთებით დაავადებას კურნავს, განსაკუთრებით საჭმლის მომნელებელი ტრაქტის და სასქესო გზების ინფექციას. მას გინეკოლოგიური დაავადების, პროსტატის, ურეთრიტის, კანის, კუჭის, ნაწლავების, ღვიძლის, პანკრეასის, თირკმლების დაავადებების დროს და ბევრ სხვა შემთხვევაში იყენებენ.

თერაპია რეკომენდებულია მომავალი მშობლებისთვის ჩასახვის დროს. სამკურნალოდ 100 გრ ხმელი აბზინდა საკმარისია. მზა ხმელი აბზინდა ხელებით დაფშვენით და საცერში გაცერით. გაცრილი ხმელი მასა გადაყლაპეთ, გაუცრელი კი ოყნის მოსამზადებლად, გამოსარეცხად და თვალში, ყურში, ცხვირში ჩასაწვეთებლად ან პირში გამოსავლებად გამოიყენეთ. რატომ ხმელი აბზინდა? იმისთვის, რომ სამკურნალო საშუალებამ მთელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტი გაიაროს და ორგანიზმი მთლიანად განკურნოს. აბზინდით 1 თვიანი მკურნალობის შედეგად მიომაც კი გაიწოვება.

მკურნალობის კურსი

აბზინდა მწარე და შხამიანია. ის სხეულს სხვადასხვა მავნე ცოცხალი ორგანიზმისგან წმენდს – ტრიქომონა, ქლამიდია, ჰერპესი, კანდიდა, ექინოკოკის ინფექცია. მკურნალობის კურსი მწარე აბზინდით: პირველი 3 დღე, ყოველ 2-2,5 საათში მწიკვი ხმელი აბზინდა საკვების მიღების მიუხედავად მიიღეთ. მწიკვი, ხმელი აბზინდა პირში ჩაიდეთ, ნერწყვით დაასველეთ და გადაყლაპეთ, წყალი დააყოლეთ.

გაწმენდის პროცესში მთელი ორგანიზმი მონაწილეობს. მნიშვნელოვანია, რომ აბზინდის მიღებებს შორის დრო 2,5 საათს არ აჭარბებდეს. ეს სამი დღე აბზინდა ღამითაც დალიეთ. შემდეგი 4 დღის განმავლობაში დღეში 5-6-ჯერ დალიეთ. ღამით დალევა უკვე საჭირო არაა.

გარდა ამისა, ამ 7 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს აბზინდის ოყნა, მიკრო ოყნა და გამორეცხვა გაიკეთეთ. ამისთვის 1 ჩ/კ აბზინდას 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით და თავდახურულ ჭურჭელში დააყენეთ, სანამ 40 გრადუსამდე არ გაგრილდება. შემდეგ გადაწურეთ. 100 გრ ნაყენი გადაასხით, ხოლო დარჩენილი 900 გრამით თბილი ოყნა გაიკეთეთ. ძილის წინ 50 გრ ნაყენი (დარჩენილი 100-დან) პატარა შპრიცით უკანალში შეისხურეთ და მთელი ღამე დაიტოვეთ. დარჩენილი 50 გრ ნაყენს ქალები საშოში ისხურებენ, კაცები კი ურეთრიში. საშოს გამორეცხვა სჯობს აბაზანაში ჩაიტაროთ და ტაშტი დაიკავოთ. ასე 5 წუთით გაჩერდით. ძლიერი გინეკოლოგიური პრობლემების დროს აბზინდაში გაჟღენთილი ტამპონი ჩაიდეთ და მთელი ღამე გაიჩერეთ.

მამაკაცისთვის პროცედურის ჩატარება გაცილებით რთულია – ერთი ხელით შარდმდენი არხი უნდა გადასწიოთ, მეორე ხილით კი შპრიცს დააჭიროთ. ნახარშმა შეიძლება შარდის ბუშტს მიაღწიოს, აქ საშიში არაფერია. თუმცა ფარული ან ქრონიკული პროსტატის ან ურეთრიტის დროს მე-3-4 დღეს ჩირქი გამოვა, რაც პროცედურის აუცილებლობას აჩვენებს. ნახარში სხეულის ტემპერატურამდე გააგრილეთ. პროცედურა 7 დღე ზედიზედ გაიმეორეთ.

სურდოს და გაციებისკენ მიდრეკილების დროს აბზინდის ნახარში თითოეულ ნესტოში 7-10 წვეთი დღეში რამდენჯერმე ჩაიწვეთეთ.

აბზინდით მკურნალობის დროს მკაცრი დიეტა დაიცავით. ცხოველური და თევზის საკვები, რძის პროდუქტები, კვერცხი და საკონდიტრო ნაწარმი გამორიცხეთ. სპირტიანი სასმელებსა და თამბაქოს მოწევაზე უარი თქვით. ამ დღეებში მხოლოდ ხილი, ბოსტნეული, კაკალი, მარცვლეული და მცენარეული ზეთი მიირთვით. პური 200 გრამამდე შეამცირეთ, ამასთან არა ახალი, არამედ ხმელი შეჭამეთ. დიეტის გარეშე აბზინდით თერაპია თავის ეფექტურობას დაკარგავს.

თერაპიის დროს მოსალოდნელია სისუსტე, ამა თუ იმ ფარული უსიამოვნების გამწვავება, ასევე გვერდების ან სახსრების ტკივილი. ეს ღრმა გაწმენდის მანიშნებელია. თუ დიდი ქვები წამოვა და მწველი ტკივილი გექნებათ, სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალება დალიეთ – 2 აბი „ნო-შპა“ და 1 აბი „პაპავერინი“. დილა-საღამოს შეგიძლიათ გამოირეცხოთ, რომ შარდსასქესო გზების ყველა სახის ინფექცია გააქროთ. პროფილაქიკის მიზნით მკურნალობის კურსი წელიწადში 2-ჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე ჩაიტარეთ.

ბავშვებისთვის რეკომენდებულია აბზინდას სახეობა, ხოროსანი, მას მწარე გემო არ აქვს. ორსული ქალებისთვის აბზინდით მკურნალობა უკუჩვენებულია. დოზის გადაჭარბებამ შეიძლება ღებინება და თავბრუსხვევა გამოიწვიოს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი