ყველას თავისებურად ესმის მზრუნველობის მნიშვნელობა. მას მრავალგვარი გამოვლინება აქვს: ჩვენ ვპატრონობთ საყვარელ ადამიანებს, შინაურ ცხოველებს, ოთახის მცენარეებს. ზოგჯერ ვიგებთ ამბებს ისეთი მზრუნველი პიროვნებების შესახებ, რომლებიც ჩვენს აღტაცებას იწვევენ. მოცემულ სტატიაში რედაქცია პაპარაცი გაგიზიარებთ ერთი ქალის ისტორიას, რომელიც გრძნობდა მეორე ნახევრის მზრუნველობას ყოვედღიურად წლიდან წლამდე.
რა არის მზრუნველობა?
“როცა იგი სახლში ბრუნდებოდა, სწრაფად გადაიბანდა ხოლმე ხელებს და ბავშვთან გარბოდა. მეუღლეს ჭამა და დასვენება არც კი ახსოვდა, ის შვილის მოვლით იყო დაკავებული. მაშინ რეზო კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა”- ამბობს ეკა. “დედას დასვენება სჭირდება”- ეუბნებოდა ის პაწაწინა ფილიპეს, როცა მას ხელში არწევდა. იგივეს ბუტბუტებდა რეზო, როცა შუაღამისას ბავშვისთვის საფენის გამოსაცვლელად დგებოდა. ამ სიტყვებს იმეორებდა მაშინაც, როცა ჭირვეულ ფილიპეს კოვზით აჭმევდა ან სასეირნოდ მიჰყავდა, რათა ჩემთვის მარტო დარჩენის შესაძლებლობა მიეცა.დედა დასვენება სჭირდება”- თვალით ეშმაკურად ანიშნებდა იგი ჩვენს ბიჭუნას, რომელიც ზღაპრის მოყოლას ითხოვდა და მორიგ ისტორიას თხზავდა. იგივეს უმეორებდა იგი დაწყებითი კლასის მოსწავლეს, რომელიც გაკვეთილებს ამზადებდა. “დედას დასვენება სჭირდება”- ეუბნებოდა იგი ფილიპეს, როცა იგი გვიან ბრუნდებოდა ხოლმე მეგობრების შეკრებების შემდეგ. ეს სიტყვები ავიწყებდა მას განვლილი დღეების მღელვარებას, აშორებდა რეზოს პრობლემებს და წარუმატებლობებს.
ბებოსაც სჭირდება დასვენება – შემდეგ მან “დედა” სიტყვა “ბებიით” ჩაანაცვლა და მეუღლეს სიყვარულის ტალღა ახალი ძალით მოაწყდა. “ბებოს დასვენება სჭირდება”- დამაჯერებლად უთხრა რეზომ შვილიშვილს, როცა ის გაჭირვეულდა. იგივე გაუმეორა მან ბიჭუნას, როცა იგი პირველად მიჰყავდა სათევზაოდ.შემდეგ რეზო გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ის მეორე შვილიშვილის გაჩენას ვერ მოესწრო. მე ფილიპესთან და მის მეუღლესთან გადავედი საცხოვრებლად, ახალგაზრდებს არ უნდოდათ, რომ მარტოსულობა მეგრძნო ქმრის დაკარგვის შემდეგ. როცა შვილიშვილი პირველად ავიყვანე ხელში, უბრალოდ ავტირდი. მეგონა, რომ იმ დროს რეზოს ხმა გავიგონე, ინსტინქტურად მოვტრიალდი კიდეც სასწაულის მოლოდინში.საღამოს დაძინებამდე რეზოს ოთახიდან ხმა შემომესმა- “ჩემო პატარა, დაიძინე. დედას დასვენება სჭირდება”. კარი მსუბუქად შევაღე და დავაკვირდი, თუ როგორ არწევდა ფილიპე თავის ქალიშვილს. მიუხედავად ჩემი ქმრის გარდაცვალებისა, მისი ფრაზა-“დედას დასვენება სჭირდება” კვლავ აგრძელებდა სიცოცხლეს”- გვიყვება ეკა.
ეს გულისამაჩუყებელი ისტორია გვიჩვენებს, რომ ის სიკეთე, რომლითაც შვილებს და შვილიშვილებს ვზრდით, აუცილებლად გამოისხამს ნაყოფს. ამ ადამიანებმა ზუსტად იციან, თუ რას ნიშნავს ნამდვილი მზრუნველობა.