რას ნიშნავს ძველი ახალი მეგობარი? ეს, როც უეცრად ახალ ადამიანს აღმოაჩენ ძველ ნაცნობში. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გვინდა გესაუბროთ მეგობრობაზე და მის არსზე.
ძველი ახალი მეგობრები
დიდი ხნის განმავლობაში მეგონა, რომ საუკეთესო მეგობრები არ არსებობენ და არიან მხოლოდ ნაცნობები და ნათესავები. ვფიქრობდი, რომ რა საჭიროა საუკეთესო მეგობარი, როცა გყავს მაგალითად, საყვარელი ადამიანი. ჯანსაღ რომანტიულ ურთიერთობებში პარტნიორი ყოველთვის არის საუკეთესო მეგობარი. ასე არ არის? თუმცა, ცხოვრებამ ყველაფერი თავის ადგილას დააყენა. მივხვდი, რომ მეგობრობა ბევრად უფრო მეტია სიყვარულზე. ერთი მხრივ, ის სიყვარულივით ღრმა არ არის, არ ახასიათებს ფიზიკური მიზიდულობა.საუკეთესო მეგობარი ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველაფერს მოუყვები, ის მუდამ იქნება შენს ცხოვრებაში და პარალელურად იარსებებს შენს გვერდით.სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შენს საიდუმლოებებს ის მიიღებს ობიექტურად და რჩევასაც მოგცემს. საყვარელი ადამიანი კი შენი ცხოვრების ნაწილია. ის დაინტერესებულია ყველაფრით, რაც შენ გეხება, რაც სასიამოვნოსთან ერთად, საფრთხილოა, რო არ აწყენინო.
მეგობრობა და სიყვარული – მაგალითად, მეგობარს შეიძლება მოუყვე შენს სასიყვარულო გატაცებებზე, ეჭვებზე, იმაზე, თუ რამდენად გიღირს ეს ურთიერთობა. თუ ამ ყველაფერს პარტნიორს ეტყვი, ის ძალიან განაწყენდება.ალბათ, შეამჩნევდით, რომ მეგობრობა იშვიათად წყდება უცბად და სკანდალებით. ის შეიძლება გარემოებების გამო მინელდეს, თუმცა კვლავ შეიძლება განახლდეს. ის იშვიათად მოიცავს ეჭვიანობას.არ არის საჭირო ბრძოლა მეგობრობის შესანარჩუნებლად ან ხელოვნურად მისი სტიმულირება. უბრალოდ უნდა იყო გვერდით და გაამხნევო, გაუზიარო ჭირი და სიხარული, მაგრამ არ უნდა მიეჯაჭვო ძალიან. მეგობრობა არ არის სიყვარულივით მტკივნეული. როდესაც პარტნიორს შორდები, თითქოს შენს ნახევარს კარგავ და არ არის მარტივი გადასატანი.მეგობართან დაშორება არც ხდება. უბრალოდ მცირდება ურთიერთობა გარკვეულ პერიოდში. ეს არ იწვევს მძაფრ მძიმე შეგრძნებებს და შეიძლება ვერც კი შეამჩნიო. სამაგიეროდ, სასიამოვნოა ამ ურთიერთობის აღდგენა, რამდენი რამ გაქვთ ერთმანეთისთვის მოსაყოლი!
რედაქციისგან: მე მყავს საუკეთესო მეგობარი. ერთმანეთს ყველაფერს ვუზიარებთ და ვენდობით. ხანდახან ვხვდებით ერთმანეთს, გვაქვს მიმოწერა. თუ ვერ მოვახერხებთ, ჩვენს მეგობრობას არაფერი დაუშავდება. თქვენ გყავთ საუკეთესო მეგობარი? როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან? გაგვიზიარეთ კომენტარებში.