ბებიისგან მემკვიდრეობით ბინა მერგო, მაგრამ დედა ამბობს, რომ მე ის ჯერ უნდა დავიმსახურო.

0
378

“დედაჩემი თვლის, რომ ბებიას მემკვიდრეობა უნდა დავიმსახურო. ამ თემაზე არაერთხელ ვისაუბრეთ, მაგრამ ეხლახანს დამირეკა დედამ და ისევ მკითხა, რას ვაპირებდი – გვიყვება პაპარაცის მკითხველი ნატალია. გოგონა უკვე დიდი ხანია დამოუკიდებლად ცხოვრობს, მშობლებისგან ცალკე. ისე მოხდა, რომ სიკვდილის წინ საყვარელმა ბებიამ ანდერძი მის სასარგებლოდ შეადგინა, მაგრამ დედამისი თვლის, რომ არ შეიძლება მხოლოდ მემკვიდრეობის იმედზე ყოფნა და საჭიროა შრომა მის დასამსახურებლად.

უფლება მემკვიდრეობაზე

“მთელი ბავშვობა მიმტკიცებდნენ, რომ უნდა დამემსახურებინა მშობლების სიყვარული, გემრიელი ტკბილეული ან საჩუქარი დაბადების დღეზე. მესმის, მამზადებდნენ ზრდასრული ცხოვრებისთვის, როცა ტყუილად არავინ არაფერს მოგცემს, მაგრამ მშობლების სიყვარული მათი აზრით, ვერ დავიმსახურე. მუდამ მერკანტილური დამოკიდებულება იყო ოჯახში. ეხლა კი იგივე ხდება მემკვიდრეობაზეც.დიდი ხანია გავიზარდე და აღარ ვარ მშობლებზე დამოკიდებული. სიმართლე გითხრათ, უკეთ ვგრძნობ თავს. 4 წელია ჩემი ოჯახი მაქვს და ქმრის სახლში ვცხოვრობ. მშობლები თითქმის ერთი წელია არ მინახავს, ეხლა კი დედა მირეკავს.ბებია დედის მხრიდან, ძალიან ვუყვარდი. ის ყოველთვის ამბობდა, რომ ბინის დატოვებას აპირებდა ჩემთვის და როდესაც ანდერძით ბინა მართლაც მე მერგო, დედა გამოხტა თავისი ახალი წესებით. არ მესმის, რა უფლება აქვს ასე რომ იქცევა?ამ თემაზე უკვე ვისაუბრეთ, რაც ბებია გარდაიცვალა. მაშინ უნივერსიტეტში ვსწავლობდი და საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ასაკში რაც შეიძლება ადამიანმა, ყველაფერს ვაკეთებდი, მაინც ვერ დავიმსახურე მშობლების პატივისცემა.

დამოუკიდებელი ცხოვრება  – ბოლო კურსზე  ვიყავი, რომ მუშაობა დავიწყე და ნაქირავებ სახლში გადავედი. მივხვდი, რომ არ ვიყავი ვალდებული მემტკიცებინა, რომ რამეს ვიმსახურებდი და მქონდა ჩემი უფლებები. მემკვიდრეობაც მე მეკუთვნის და რატომ უნდა მეთქვა უარი? სანამ ცალკე ვცხოვრობდი, მშობლები იმ ბინას აქირავებდნენ და თანხას თავად იყენებდნენ. ეხლა უჭირთ ბინის ჩემთვის გადმოცემა. როდესაც მიჭირდა და მატერიალური დახმარება მჭირდებოდა, მაშინაც არ მითხოვია მშობლებისთვის ფული. არც მეკონტაქტებოდნენ, სანამ ჩემი ქორწილი არ შედგა.მაშინ დედამთილმა დაიჟინა, რომ ჩემიანებიც უნდა ყოფილიყვნენ ქორწილში და ძლიან ვინანებდი, თუ არ დავპატიჟებდი. დავთანხმდი, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მე მართალი ვიყავი.ეხლა პატარა ქალიშვილს ვზრდი. ახალ წელს ჩემს მშობლებს ვესტუმრეთ. ვიცი, რომ ბებია-ბაბუასთან კონტაქტი ბავშვისთვის აუცილებელია და მეგონა ბავშვის ხათრით მაინც დალაგდებოდა ურთიერთობა, მაგრამ არაფერი შეცვლილა. დამღალა მუდმივმა შენიშვნებმა, ბინასაც ჩემს სამანიპულაციოდ იყენებენ. აღარც მინდა ეს სახლი, მაღიზიანებს უკვე სიტყვა “უნდა დაიმსახურო”.

რედაქციისგან: ნატალიას მშობლები ალბათ გაჭირვებაში გაიზარდნენ და სხვანაირი მიდგომა აქვთ ყველაფერზე. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ბინის საშუალებით დედა შვილთან კავშირს ინარჩუნებს. რომ არ ყოფილიყო მემკვიდრეობა, ქალიშვილი საერთოდ არ შეეხმიანებოდა მშობლებს. ყურადღების ნაკლებობა და იგნორი საწინააღმდეგო ეფექტს იძენს. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ ამ ყველაფრის მიზეზი სიძუნწე იყოს. თქვენ როგორ ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.