მეზობელმა სოფელში ჩუმად ჩემი შეშა მოიპარა, მაგრამ მე მივხვდი როგორ გამომეაშკარავებინა ის.

12045

მოახლოვდა ზამთარი, რაც ნიშნავს, რომ სოფლის  დამსვენებლებმა თავის ქალაქს უნდა მიაშურონ. აქვე დგება საკითხი დაკეტილი სახლის და ქონების დაცვის. რა შეიძლება იყოს ყველაზე კარგი ხრიკი ამ სიტუაციაში? გაითვალისწინეთ, რომ პაპარაცის დღევანდელი რჩევები კანონმდებლობის ფარგლებშია.

საუკეთესო ხრიკი

ნათელა ბებიას ამბავი ახლობელმა მომიყვა. მოხუცი საკმაოდ აქტიური იყო. ცხოვრობდა ქმართან ერთად სოფელში, ამუშავებდნენ მიწას, ჰქონდათ პატარა მეურნეობა და სახლსაც ყურადღებას აქცევდნენ. ერთ დღეს მათ მეზობლად საეჭვო პირები დასახლდნენ. ნათელას ისინი მაშინვე არ მოეწონა, მაგრამ ვერაფერს იზამდა.ერთხელ, ერთმა მეზობელმა შესჩივლა ბებიას, რომ მისი შეშა ვიღაცამ მოიპარა, მაგრამ ამის დამტკიცება არ შეეძლო. პოლიციაშიც დარეკა, მაგრამ ვერაფრით დაეხმარნენ.ნათელა ბებიამაც შეამჩნია, რომ შეშის ნაწილი აკლდა და კიდევ უარესი, დაიკარგა 2 ქათამი. ღამით ქათმებმა კრიახი ატეხეს, მაგრამ სანამ პატრონები გაიღვიძებდნენ, ქურდები გაიქცნენ. დილით ქალმა კარგად დაათვალიერა ეზო და წავიდა საეჭვო მეზობლების სათვალთვალოდ. იქ შეამჩნია, რომ ამ მეზობლებმა ძაღლს ქათმის ძვლები დაუყარეს, ხოლო ეზოში ნაგავთან ქათმის ბუმბულები მოჩანდა. ამ ოჯახს ქათმები სახლში არ ჰყავდა.

რთული გეგმა – ნათელა ბებიამ მოიფიქრა საკმაოდ არასტანდარტული გეგმა ქურდებისთვის ჭკუის სასწავლებლად. შეამზადა მეორე გაქურდული ოჯახიც გეგმაში მონაწილეობისთვის. გეგმა ასეთი იყო: ლელა ბებია გაიქცა ეჭვმიტანილ მეზობლებთან შეშფოთებული და უთხრა, რომ ნათელა ბებიას ქმარს დახმარება სჭირდებოდა. მამაკაცი უხალისოდ დაეთანხმა. მივიდნენ ნათელა ბებიასთან, მან კი ქმრის გაკავება სთხოვა, რომელსაც ეშმაკებთან ჰქონდა ბრძოლა.ბაბუა კარგი მსახიობი აღმოჩნდა: ყიოდა და ახველებდა ისე, რომ მეზობელმა არ იცოდა, სად დამალულიყო. ნათელა ბებია სიტუაციას ამძაფრებდა, ასხამდა რაღაც საზიზღარ სითხეს, კითხულობდა უცნაურ ტექსტებს, იქნევდა ცოცხს და თან ამბობდა: “ბოროტებავ, წადი და  გადადი ქათამში ან მამალში.”ეჭვმიტანილ მეზობელს თვალები კარტოფილის ხელა გაუხდა, როგორც კი ცოტა ამოისუნთქა შეშინებულმა ჰკითხა ნათელა ბებიას, რისთვის აკეთებდა ამას. ბებიამ უპასუხა: “რაღაც ჭირს ჩემ ქმარს ამ ბოლოს, ვერაფრით რომ ვერ ვუშველეთ, გვირჩიეს ამ რიტუალით მკურნალობა და მის პრობლემებს ქათმებისკენ ვდევნით. ქათამი, რა თქმა უნდა მეცოდება, მაგრამ რა ვქნა?”მეზობელი გაფითრდა და სასწრაფოდ გაეცალა მათ სახლს. ბებია კიდევ რაღაცეებს გაჰყვიროდა, მაგრამ მამაკაცს აღარაფერი ესმოდა. მას შემდეგ აღარაფერი დაკარგულა.

საუკეთესო ხრიკი დამწყები დამსვენებლებისვთის – რა თქმა უნდა ასეთი ხრიკი გამოდგება გამოუცდელი და სულელი ბოროტმოქმედისთვის, მაგრამ გამოცდილი თაღლითები სხვანაირად იქცევიან. ქურდებისგან თავის დასაცავად იდეალური ვარიანტია სახლის სიგნალიზაციით აღჭურვა და შეთანხმება დაცვის ადგილობრივ სამსახურთან. დაკეტილ აგარაკზე კი, არ უნდა დატოვოთ ძვირფასი ნივთები, ტექნიკა, ტანსაცმელი.შეიძლება სცადოთ ვიდეო სათვალთვალო კამერის მულიაჟის დადგმა. ამან შეიძლება 50/50 იმუშაოს. რა თქმა უნდა, არავის არ უნდა უთხრათ, რომ ეს მულიაჟია. პირიქით, გაავრცელეთ ხმა, რომ ნამდვილი კამერებით აღჭურვეთ სახლი და თვალ-ყურს ადევნებთ.ძვირფასი ნივთები ყოველთვის დანიშნეთ, რათა ძარცვის შემთხვევაში ლომბარდებში მოიძიოთ. ამოტვიფრეთ მათზე ინიციალები ან რამე სიმბოლო. სახლს დაუმონტაჟეთ ხარისხიანი საკეტები და სენსორული განათება, რომელიც აინთება ნებისმიერ მოძრაობაზე.უსაფრთხოების ექსპერტები გვთავაზობენ სახლს გავუკეთოთ დამატებითი კარებები, ფანჯრებს რკინის ბადეები. სანამ ქურდები მათ გახსნას შეეცდებიან, მანამდე დაცვა მოასწრებს მოსვლას.

თქვენ რით იცავთ თქვენს სახლს? როგორ ახერხებთ ქურდებთან გამკლავებას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს