თითოეულ კაპიკს ვუფრთხილდები, მაგრამ კოლგოტებზე და წინდებზე ფული არ მენანება, კომფორტი ჩემთვის უმთავრესია.

0
74

ჩვენი ცხოვრება შედგება სერიოზული გადაწყვეტილებებისგან და ქცევებისგან, რომლებიც გარკვეულ მიმართულებას გვაძლევს. წვრილმანებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მის გარეშე ფაზლი ვერ აეწყობა.თუ დააკვირდებით ცხოვრებისეულ წვრილმანებს, მიხვდებით, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია. ადამიანებმა გაიგეს, რომ სწორი დგომა ჯანმრთელობის საწინდარია, რომ სახლის განიავება ამაღლებს ტვინის მუშაობას. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.

მნიშვნელოვანი წვრილმანები

  • ოთახის ჩუსტები – დიდი ხანი ორთოპედები გვირჩევენ ვიაროთ ჩუსტებით ბინაში. საქმე იმაშია, რომ ჩვენი ფეხები არ არის გათვლილი იდეალურად სწორ ზედაპირზე სასიარულოდ. ამის გამო ტერფები ძალიან იღლება და დეფორმირდება.თავად ფეხსაცმელი უნდა იყოს მსუბუქი და თხელი, ფეხი უნდა სუნთქავდეს. მნიშვნელოვანია, რომ კარგი ხარისხის იყოს.
  • მზისგან დამცავი სათვალეები – ასეთი სათვალე არის აქსესუარი. ის ადამიანის სახეს უფრო მიმზიდველს ხდის, ამიტომ ყოველ წელს ახალ-ახალი მოდელები ჩნდება.გაითვალისწინეთ, რომ სათვალე დაკავშირებულია თვალთან. თუ ფულს დაინანებთ და შეიძენთ უბრალო პლასტმასის ნივთს, თვალებს საფრთხეს შეუქმნით, რადგან დაბალი ხარისხის პლასტმასი არ იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან.
  • დილით წყლის დალევა – უკვე ყველამ იცის, რომ ერთი ჭიქა წყალი უზმოზე ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ყველა არ იცავს ამ წესს. არადა რა მარტივია ამის გაკეთება? ცვლილება იგრძნობა 2-3 კვირის შემდეგ და ყველზე ადვილი ხერხია ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.ცივი წყალი პირველ რიგში კუჭის ლორწოვანზე მოქმედებს. შემდეგ აცოცხლებს მთელს ორგანიზმს, ხდებით უფრო ენერგიული, უმჯობესდება საჭმლის მონელება. თუ თბილ წყალს მიიღებთ, უკეთესი იქნება კანის გასაახალგაზრდავებლად.
  • სამზარეულოს ჯაგრისი – ასეთი წვრილმანიც მნიშვნელოვანია. დაფიქრდით, რამდენ დროს ვანდომებთ ჭურჭლის რეცხვას? თუ არ გაქვთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ეს ხელსაწყო კარგი ალტერნატივაა.გირჩევთ შეიძინოთ მყარი ნეილონის ჯაგრისი მოსახერხებელი ტარით. ეს თქვენს ხელებს დაიცავს მავნე ზემოქმედებისგან და ნაკლებად დაგიზიანდებათ.
  • ხელსაწყო ტანსაცმლისთვის – ეს ჩინური გამოგონება ასუფთავებს ტანსაცმლის ზედაპირს. ადრე ამ საქმეს სამართებლით აკეთებდნენ და პარსავდნენ მთელ გარდერობს.რასაც დიდი დრო და ენერგია ჭირდებოდა. ერთი არასწორი მოძრაობა და ტანსაცმელიც დაზიანდებოდა. ეს პატარა მანქანა კი სწრაფად და მარტივად უმკლავდება იგივე საქმეს. პარსავს ყველაფერს – ტანსაცმელს, ქუდებს, შარფებს…

სხვადასხვა წვრილმანი და თითქოს სულელური ნივთი ცხოვრებას გვიმარტივებს. თქვენ რომელ წვრილმანს ანიჭებთ უპირატესობას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.