დამწყებ დიასახლისებს თევზის კერძების მომზადება დიდ დროს და ენერგიას ართმევს. ასევე უამრავ პრობლემასაც უქმნის მათ. ძნელი გასარკვევია, თუ როგორ უნდა მომზადდეს ეს ზღვის პოდუქტი. თევზეულის გაკეთებაზე ბევრი უარს ამბობს იმის გამო, რომ შემდეგ სამზარეულოში ცუდი სუნი დგება. მოცემულ სტატიაში რედაქცია პაპარაციმ მოგიმზადათ სასარგებლო და საჭირო ხრიკები.
თევზის კერძების მომზადება
ხშირად მდინარის თევზს შეიძლება ჰქონდეს წყალმცენარეების უსიამოვნო სუნი. ამ არომატის გაქრობა სირთულეს არ წარმოადგენს. ამისათვის ასეთი თევზი რძეში ან მაგარ ჩაიში ჩაალბეთ. კიდევ ცუდ სუნს ეფექტურად ებრძვის ლიმონის ან კიტრის მწნილის წვენი.ზღვის თევზმაც შეიძლება დაიკვეხნოს უსიამოვნო სურნელით. გაყინული ზღვის პროდუქტი სჯობს მაცივარშივე გაალღოთ, არავითარ შემთხვევაში არ ჩადოთ იგი სარეცხ ნიჟარაში ან ღრმა თასში. ასე თევზი არათუ შეინარჩუნებს ცუდ სუნს, არამედ- დაკარგავს მასაზრდოებელ თვისებებსაც.თხელი ქსოვილი ჩაალბეთ ძმარში და მასში შეახვიეთ 2-3 საათით. ამ გზით ცუდი არომატი გაქრება. ასევე შეგიძლიათ რამდენიმე დაფნის ფოთოლი ჩაყაროთ წყალში, რაშიც თევზი იხარჯება.
მადისაღმძვრელი კერძი – თევზისთვის ცუდის სუნის მოშორება მისი მომზადების განსაკუთრებული მეთოდი დაგეხმარებათ. მაგალთად, ზღვის პროდუქტს შეგიძლიათ დაუმატოთ სვიის სასმელი. აიღეთ სქელძირიანი ტაფა და საკვები ფოლგა. მისგან გააკეთეთ ნავი, რომლეშიც მოათავსეთ თევზის ნაჭერი და ჩაასხით ალკოჰოლური სასმელი. ამ ხრიკით ორ კურდღეს დაიჭერთ: უგემრიელეს თევზსაც მოამზადებთ და ტაფაც სუფთა დარჩება.როგორც კი ტაფა გაცხელდება, დადეთ მასზე ფოლგაში მოთავსებული თევზი, დაელოდეთ ნაჭრის შებრაწვას, შემდეგ კი 30 მლ თეთრი ღვინო, არ დაგავიწყდეთ თევზის სუნელების მოყრაც. შეგიძლიათ დაუმატოთ როზმარინი, ტიმიანი, მაიორანი, პაპრიკა. ზედმეტი არ იქნება ლიმონის ან ფორთოხლის ნაჭერი.შემწვარ თევზს ხრაშუნა ქერქი რომ ჰქონდეს, მარტივი წესები უნდა დაიცვათ. გამოიყენეთ სანელებლები ან ფქვილი, მობრაწეთ ზღვის პროდუქტი მიწვის საწინააღმდეგო ტაფაზე, შეწვა დაიწყეთ მაღალ ცეცხლზე. ასევე ნაჭრები ერთმანეთთან მჭიდროდ არ დააწყოთ.თევზს წვნიანობას მატებს ნაღების კარაქი. მოასხით ტაფაზე მისი 1-2 ჩ.კ მზადების პროცესის დასრულებამდე. უკვე გამლღვალ კარაქს დაუმატეთ თევზის სანელებლები, შემდეგ კი დაიწყეთ ამ ნარევის ნაჭრებზე მოსხმა.ყავაც ეფექტურად აქრობს თევზის არომატებს სამზარეულოში. მისი რამდენიმე მარცვალი მობრაწეთ ცხელ ტაფაზე. თევზის გასუფთავებისას ხელები რომ არ გისრიალებდეთ, პერიოდულად მარილი დაიყარეთ.თევზის კერძების მომზადება გარკვეულ ცოდნასაც მოითხოვს. მაგალითად, არაა რეკომენდირებული წვნიანის მომზადება კარპის ან საზანისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, კერძი მწარე გამოვა. ზღვის პროდუქტის ეს სახეობები სჯობს შეწვათ. ექსპერტები გვირჩევენ სკუმბრიის, ღურკანას, ატლანტიკური ორაგულის გამოცხობას. ისინი არ შეიცავენ წვრილ ძვლებს.მიიჩნევენ, რომ თევზის ნებისმიერი სახეობის შებოლვა შეიძლება, თუმცა უპირატესობა ენიჭება კარპს, სკუმბრიას, ზღვის ან მდინარის ქანდარას.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები ძალზედ დაგეხმარებათ. გაგვიზიარეთ საკუთარი გამოცდილება და პირადი ხრიკები თევზის კერძების მზადებასთან დაკავშირეით.