რისთვის გვჭირდება ცრემლები და რატომ არ შეიძლება ტირილის შეკავება.

0
500

რატომ გვინდება ტირილი? არსებობს რამდენიმე საინტერესო თეორია ცრემლების წარმოქმნის მიზეზების შესახებ, რომლებზეც მოცემულ სტატიაში ვისაუბრებთ.

რატომ გვინდება ტირილი?

მეცნიერებმა განსაზღვრეს, თუ რატომ გამოყოფენ ჩვენი საცრემლე ჯირკვლები სითხეს. პირველ რიგში, ხდება თვალების დაცვა გარეგანი ნაწილაკებისგან. მეორე მხრივ, ცრემლები წარმოიქმნება ძლიერი გამღიზიანებლის მოქმედების შედეგად. რასაკვირველია, არსებობს მესამე მიზეზიც, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა.ჩვენ ვტირით ემოციური ტრიგერების საპასუხოდ. ადამიანის გარდა არც ერთ ცხოველს არ შეუძლია ცრემლი დაღვაროს ბედნიერებისგან ან აუტანელი ყოფილის ნახვისგან, რომლის დავიწყებასაც უკვე ნახევარი წელია ცდილობს.ემოციური ცრემლების შესახებ არსებული ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ძლიერი ემოციური ფონის, მაგალითად, სიყვარულის დროს, გული ხურდება და ცრემელბი მას აგრილებს. ამ რომანტიკულ ჰიპოთეზას არანაირი საერთო არ აქვს რეალობასთან.

ცრემლის შემადგენლობა და მისი ფუნქცია – ცრემლები, რომლებიც ადამიანის ძლიერი სულიერი მღელვარების შედეგად წარმოიქმნება, შეიცავს ბევრ ქიმიურ ნივთიერებას. მათი შემცველობა დამცავ ცრემლში გაცილებით ნაკლებია. მაგალითად, მის შემადგენლობაში შედის სტრესის ჰორმონები, რომლებც ბუნებრივი ანტისეპტიკების მსგავსად მოქმედებს.მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ტირილი ადამიანს არ ეხმარება ტანჯვასთან გამკლავებაში, არამედ უბრალოდ გვერდითი ეფექტია. ბევრის მტკიცებით, ცრემლის ღვრის შემდეგ ისინი თავს გაციკებით მუბუქად გრძნობენ, თუმცა ეს მხოლოდ დროის დამსახურებაა.აღსანიშნავია, რომ ცრემლები ხშირად მანიპულაციის ინსტრუმენტი ხდება. ბევრი ადამიანი ყველას დასანახად ტირის ხოლმე სასურველის მისაღებად.

ღირს თუ არა ტირილი, თუ ძალიან გინდათ?  – თუ იცით, რომ ცრემლისღვრის შემდეგ გულზე მოგეშვებათ ხოლმე, რატომაც არა? როცა ემოციები გვავსებს, ისინი უნდა გამოვხატოთ. მთავარია, ეს ისე არ გავაკეთოთ, რომ შემდეგ შედეგების გამოსწორება არ მოგვიხდეს.გახსოვდეთ, თუ ტირილი ხშირად გინდებათ, ეს შეიძლება ემოციური არასტაბილურობის ან მენტალური პრობლემის ნიშანიც კი იყოს. თუ ხედავთ, რომ თქვენი ახლობელი ცრემლს ღვრის, შეეცადეთ ამას გაგებით და მოთმინებით მოეკიდოთ. ეცადეთ ადამიანი დაამშვიდოთ და მოუსმინოთ მას, არ მისცეთ დაუფიქრებელი რჩევები.