აი, რატომაა 420 ნომერი გამოტოვებული სასტუმროების დიდ ნაწილში

388

ვფიქრობ, არაერთხელ მოგისმენიათ, რომ სხვადასხვა ცრურწმენნა ცოდნის ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას. მაგალითად, ცოტათი იდუმალი ფილმის “გზატკეცილი 60” გმირი მეცამეტე სართულზე მიიწვიეს ოფისში. არადა, იმ სენობაში, როგორც სხვა დასავლურ შენობებში, მეცამეტე სართული არ იყო.

ხოლო აღმოსავლეთში უბედურად ითვლება ციფრი 4, ამიტომ, ძალიან ხშირად, ტოვებენ ამ ნომრის სართულებს, ოფისებს, ოთახებს.. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, კიდევ ერთი საინტერესო ტრადიციის შესახებ მოგიყვეთ: ბევრ დასავლურ სასტუმროში, ვერ შეხვდებით 420-ე ოთახს.

მოგზაურები ხშირად ხედავენ მსგავს დაფებს.

საქმე ისაა, რომ ასე სასტუმროები ებრძვიან მარიხუანის მწეველებს, რომელთათვის ეს რიცხვი განსაკუთრებულად ითვლება.

მსგავს ნომრებში, ბალახის მოყვარულები ხშირად აწყობდნენ წვეულებებს, რის შემდეგაც განადგურებულ ოთახს ტოვებდნენ.

ასევე, ხშირად იკარგებოდა რიცხვებიანი დაფაც კარიდან. სტუმრებს, უბრალოდ სამახსოვროდ მიჰქონდათ ისინი.

ყველაზე გავრცელებული ვერსიით, მარიხუანის ფანატები ასეთი სიყვარულით ამ რიცხვის მიმართ იმიტომ გამოირჩევიან, რომ 1971 წელს, რამდენიმე კალიფორნიელი სკოლის მოსწავლე ლუი პასტერის ძეგლთან 16:20-ზე იმისთვის შეიკრიბა, რომ ბალახი მოეწიათ.

ტრადიციას საფუძველი ჩაეყარა, მოგვიანებით კი რიხვი 420 20 აპრილის თარიღადაც(აშშ-ში თარიღის შემოკლების ვარიანტი. იქ პირველად თვის ციფრს წერენ – 4/20) იქცა. ახლა 20 აპრილს მარიხუანისა და მისი მოხმარების ლეგალიზაციასთან ბრძოლის დღედ იქცა.

აი, სასტუმროების მფლობელები კი ძალიან ბევრს ცდილობენ – ხანდახან, 420 ნომერი უბრალოდ გამოტოვებულია, ან მის ადგილას წერენ 419+1 ან 419.9-ს.

ასევე, კოლორადოს შტატის ერთ-ერთ გზატკეცილზე რეგულარულად იპარავდნენ ტრაფარეტს, რომელსაც 420-ე მილი ეწერა. ახლა მის ადგილას 419.99 მილის ნიშანი დგას.

საინტერესოა, რომ 420-ე ნომერი ერთადერთი არაა, რომელსაც სასტუმროებში ერიდებია. სტივენ კინგის დაუვიწყარი წიგნის, “ნათების” პოპულარობისა და მისი ეკრანიზაციის შემდეგ, ბევრ ადამიანს გაუჩნდა შიში 217-ე და 237-ე ნომრებისა.

ზოგიერთ ადამიანს არ უნდა იმ ნომრებში ცხოვრება, რომლებიც ცნობილი ადამიანების გარდაცვალებას ემთხვევა: ჯენის ჯოპლინი(105), ვიტნი ჰიუსტონი(434), ჯიმი ჰენდრიქსი(507).

შეგხვედრიათ ასეთი სასტუმრო?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს