თქვენს მიერ შერჩეული გამოსახულება მიგითითებთ, თუ სად უნდა ეძებოთ მხარდაჭერა რთულ სიტუაციაში.

694

მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, გასაკუთრებით, რთულ დროს. თუ ადამიანი მას ვერ პოულობს ახლობლებში, მაშინ მის ძიებას იწყებს სოციალურ ქსელებსა და უცნობებთან დიალოგში. მაგალითად, მაღაზიის გამყიდვლებთან, სატრანსპორტო საშუალებების მგზავრებთან ან მეზობლებთან.ზოგჯერ საკმარისია თანამოსაუბრესთან საერთო თემის გამოძებნაც კი. თუ ლაპარაკში თქვენი თვალთახედვები ერთმანეთს ემთხვევა, ჩათვალეთ, რომ თანამოაზრე იპოვეთ, მასთან ერთად კი ის მხარდაჭერაც, რაც გაკლდათ.გვერდში დგომა ყველას სჭირდება, სულიერად მტკიცე ადამიანებისთვისაც კი მნიშვნელოვანია მოისმინონ სიტყვები, რომლებიც მათ უკეთესობისკენ რწმენას შეუნარჩუნებს. სად უნდა ეძებოს პიროვნებამ ასეთი გულწრფელი მხარდაჭერა? გყავთ თუ არა საყვარელი ადამიანები, რომლებიც მუდამ გულთან ახლოს მიიტანენ თქვნს გასაჭირს? ვინ არ გიღალატებთ, ნებისმიერი გარემოების მიუხედავად?

მხარდაჭერის ძიება

მოცემულ სტატიაში რედაქცია პაპარაცი შემოგთავაზებთ ტესტს, რომელიც მიგანიშნებთ, თუ სად უნდა ეძებოთ მხარდაჭერა რთულ სიტუაციაში. გამოსახულებები დიდი აზრის შემცველია!ყურადღებით დააკვირდით სურათებს და ამოირჩიეთ ფრაგმენტი, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე. ბევრი არ იფიქროთ, რამენიმე წამიც საკმარისია, ამოირჩიეთ გამოსახულების ნომერი და ქვემოთ წაიკითხეთ მისი მნიშვნელობა.

  1. ჩვილი – ეს სურათი იმაზე მეტყველებს, რომ თავისუფლად შეიძლება გქონდეთ დედ-მამის ან ნათესავების დახმარების იმედი. ისინი ნამდვილად სიკეთეს გისურვებენ და მზად არიან მუდამ გვერდში გადიდგნენ. გახსოვდეთ, რომ საყვარელი ადამიანები არასოდეს გაქცევენ ზურგს. ისინი თქვენი შთაგონების და მხარდაჭერის წყარო არიან.
  2. ანგელოზი – მეორე გამოსახულება გირჩევთ, რომ დასახმარებლად თქვენს მფარველ ანგელოზს მიმართოთ. ისინი მუდამ ჩვენს გვერდით იმყოფებიან და ხედავენ, თუ როდის გვჭირდება დახმარება. უეცრად ნაპოვნი ბუმბული, მოულოდნელი წკრიალი ყურებში, ჩხვლეტის შეგრძნება თავის არეში და წინასწარმეტყველური სიზმრები- ეს იმის უტყუარი და ცხადი ნიშნებია, რომ მფარველი ანგელოზი თქვენს გვერდითაა.
  3. განთიადი და ქვიშაზე გამოსახული გული – მათ, რომლებმაც მესამე სურათზე შეაჩერეს არჩევანი, ორმაგად გაუმართლათ. თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ როგორც სამყაროს, ასევე საყვარელი ადამიანების მხარდაჭერის იმედი. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი განსაცდელი დროებითია, მონათესავე სული პიროვნების გვერდით კი ნებისმიერი სირთულის გადალახვას შეძლებთ.
  4. სანთელი – თუ მეოთხე გამოსახულება აირჩიეთ, მაშინ გილოცავთ, თქვენ შესანიშნავი ინტუიცია გაქვთ. შინაგანი ალღო არასოდეს გიმტყუნებთ. მთავარია, არ ჩაახშოთ იგი ნეგატიური ემოციებითა და ლოგიკური აზროვნებით, რაც გულის კარნახს ეწინააღმდეგება. შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა საუკეთესო პასუხს მხოლოდ საკუთარ თავში იპოვით. თქვენი შინაგანი ძალა შეუდარებელია, სამწუხაროა, რომ მას იშვიათად იყენებთ…
  5. განეში – მეხუთე სურათის მიხედვით, ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ ბედისწერის და ღმერთის იმედი. ხშირად ამ გამოსახულებას ირჩევენ ადამიანები, რომლებიც კარგად გათვიცნობიერებულები არიან ეზოთერიკულ სწავლებებში.თვალყური ადევნეთ ნიშნებს, რადგან სწორედ ისინია სამყაროს მინიშნებები. ასევე შემთხვევით შეიძლება შეხვდეთ ძველ ნაცნობს, რომელიც დახმარებას გაგიწევთ.
  6. გოგონები ნავში – ეს გამოსახულება ტყუილად არ აგირჩევიათ, ის იმის მანიშნებელია, რომ მეგობრების მხარდაჭერის იმედი შეიძლება გქონდეთ. არ გჭირდებათ ფსიქოლოგებთან კონსულტაციებზე სიარული, რადგან გვერდით გყავთ ადამიანები, რომლეთაც თამამამდ შეგიძლიათ გული გადაუშალოთ. ასევე შთაგონება მეგობრებში უნდა ეძებოთ და ხელოვნებით დაკავდეთ.

რედაქციისგან: გისურვებთ, რომ ნებისმიერი თქვენგანის ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც დახმარებას გაგიწევენ და გვერდში დაგიდგებიან, თქვენთან ერთად იქნებიან აღმაფრენებისა და დაცემების მომენტებში, მხარს დაგიჭერენ რთულ სიტუაციებში, ექნებათ თქვენი რწმენა, ნანგრევებიდან აღადგენენ თქვენს შინაგან სამყაროს. თუ ამ მომენტში ასეთი ადამიანები გვერდით არ გეგულებიან, გახსოვდეთ, რომ მარტოობა დროებითია. ყველაფერი გაივლის, მათ შორის, რთული დროც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს