ქმარმა დაბადების დღეზე ტელეფონი მაჩუქა, თუმცა მოწყობილობას წუნი აღმოაჩნდა. კიდევ კარგი, მეუღლემ იცოდა, თუ რას უნდა მიაქციო ყურადღება სმარტფონის ყიდვისას!

566

ახალი სმარტფონის ყიდვა- ყოველთვის სასიამოვნო და ამაღელვებელი მოვლენაც კია. ამასთან, ამ დროს ყოველთვის არსებობს გარვეული რისკებიც, რადგან არასოდეს იცი, თუ რა სიურპრიზები შეიძლება ახლდეს თან ახალ მოდელს. შესაძლებელია, ის სმარტფონი არც კი მოგყიდონ, რომელსაც ეძებთ. როგორ გამოვააშკარავოთ ეს? და თუ შეიძლება ასეთ სიტუაციაში თანხის უკან დაბრუნება? მოდით, ერთად გავარკვიოთ!

ახალი სმარტფონის შეძენა

ჩვეულებრივ, როცა მაღაზიაში ახალ ტელეფონს ვყიდულობთ, მოწყობილობის ყუთს არ ვაკვირდებით (მხოლოდ მისი სილამაზით თუ ვტკბებით). თითოეულ ჩვენთაგანს არაერთხელ შუმჩნევია, რომ მასზე დატანილია შტრიხკოდები, ციფრები. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ცოტას თუ აღელვებს. მთავარია, რა დევს ყუთში!

IMEI და მისი მნიშვნელობა – არსებობს ისეთი ნომერი, როგორიცაა IMEI. ის იშიფრება, როგორც International Mobile Equipment Identify. ეს 15 ან 16-ნიშნა კოდია (გააჩნია ალგორითმს და მიკროპროგრამულ უზრუნველყოფას), რომელიც თითოეული მოდელის ტელეფონის საერთაშორისო იდენტიფიკატორია. თუ სმარტფონს სიმ-ბარათებისთვის განკუთვნილი 2 ბუდე აქვს, შესაბამისად, IMEI-ის რიცხვიც ორს უტოლდება.საკუთარ ტელეფონში IMEI-ის საპოვნელად საკმარისად შეხვიდეთ “პარამეტრებში” და გახსნათ “ცნობები ტელეფონზე”. ასევე ეს კოდი შეგიძლათ ნახოთ   ბატარეის ქვეშ (თუ, რა თქმა უნდა, სმარტფონის დამოუკიდებლად გახსნის არ გეშინიათ).IMEI კოდი დატანილია ყუთზე შესაბამისი აბრევიატურით, შტრიხკოდების გვერდით. ეს ციფრები უნდა შეესაბამებოდეს იმას, რასაც სისტემა აჩვენებს და რაც მითითებულია საგარანტიო ტალონში. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღმოჩნდება, რომ ,ფაქტობრივად, სხვა ტელეფონი მოგყიდეს.თუ მოხდა ისე, რომ თქვენს სმარტფონს გარკვეული ხარვეზები აღენიშნება და გარანტიით მას არ გამოგიცვლიან, შესაძლოა, ამ დროს სწორედ IMEI კოდის სხვაობამ გადაგარჩინოთ. თუ ამ ნომრებს შორის შეუსაბამობა იპოვეთ, თამამად შეგიძლიათ გააფორმოთ უკან დაბრუნების ხელშეკრულება.რასაკვირველია, სჯობს დაკვირვებულობა გამოიჩინოთ უშუალოდ მაღაზიაში სმარტფონის შეძენამდე.არასოდეს იჩქაროთ და წინასწარ შეისწავლეთ სასურველი მოდელის ტელეფონი. უნდა იცოდეთ, თუ რაში იხდით ფულს და შენაძენი ამად უნდა ღირდეს.

დასკვნა: კიდევ რა მომენტები უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა ახალი სმარტფონის ყიდვისას? გქონიათ თუ არა ოდესმე შეხება IMEI კოდთან?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს