ამხანაგო მებაღეებო, თქვენ არასწორად ათეთრებთ ხეებს, აგიხსნით მთავარ პრინციპს!

2391

შემოდგომაზე ხეხილის ხეების გათეთრება მცენარეების მავნე მწერებისგან დაცვის მნიშვნელოვანი ზომაა. ბევრ მებაღეს ჰგონია, რომ ამის სწორად გაკეთება  იციან. მეაგარაკეები ჩვეულებრივ ღელავენ საშუალების შემცველობაზე, თუმცა ყურადღებას არ აქცევენ მისი დატანის მეთოდს. არ მიბაძოთ მეზობლებს და არ გაიმეოროთ მათი შეცდომები.

ხეხილის ხეების გათეთრება

გათეთრება ხეს იცავს ამინდის ფაქტორებისა და მავნებლებისგან ზუსტად ისევე, როგორც ჩვენ- კანი. საქმე იმაშია, რომ დროთა განმავლობაში ხის ქერქს სხვადასხვა დაავადება უჩნდება და იგი უხეშდება. შემოდგომაზე მცენარეთა გათეთრება აუცილებელია, რათა არ დავუშვათ მწერების მოხვედრა მათ ქერქზე.ჩვეულებრივ, როგორ აკეთებენ ამას ჩვენთან? ნახევარი მეტრის სიმაღლეზე წაუსვამენ ხეს გარშემო ხსნარს და ჰგონიათ, რომ ამით მცენარე დაიცვეს. ეს არასწორი მიდგომაა, რაც ხეს სარგებელს ვერ მოუტანს, მხოლოდ დროის და ფულის ფუჭი ფლანგვაა.

როგორ გავათეთროთ ხეები სწორად შემოდგომაზე – პროცედურა რომ ეფექტური გამოვიდეს, საჭიროა ხნსარი წაუსვათ ხის ღეროს მთლიან სიმაღლეზე ჩონჩხის პირველი შტოების გამოჩენის დონემდე, შემდეგ კი მათი სიგრძის ნახევრამდე, პირველ განტოტებამდე.ზრდასრული მცენარეების შემთხვევაში, რომელთა განშტოება იწყება 3-4 მ სიმაღლიდან, უნდა გაათეთრო მათით ღეროები სულ მცირე 1,5 მ-მდე. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული მცენარის გათეთრების სიმაღლე ინდივიდუალური იქნება, რადგან მანძილი მიწიდან ფორმირებული ხონჩხის ტოტებამდე არაა ერთნაირი.

ხეების მოზადება გათეთრებამდე – მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, წინასწარ დაამუშავეთ ხეების ქერქი. პირველ რიგში, გათეთრება უნდა მოხდეს მშრალ ამინდიში და ჰაერის ტემპერატურა 5 გრადუსზე დაბალი არ უნდა იყოს. ამისთვის მცენარეების მომზადებას რაც შეეხება, ეს უნდა მოხდეს ტენიან ამინდში, როცა ქერქი დანოტიოებულია და მოცულობაში გაზრდილია.ზრდასრული ხეების ქერქი შეიძლება დაიფაროს ხავსით, განშრევდეს და მოკვდეს. ასეთი უბნები ფრთხილად უნდა ჩამოასუფთავაოთ სპეციალური ინსტრუმენტებით, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ნაჯახი!

რაც შეეხება ახალგაზრა მცენარეებს, იხმარეთ შედარებით ნაკლებად უხეში ხელსაწყოები. მაგალითისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი. ქერქის გასუფთავების შემდეგ დაელოდეთ მშრალ ამინდს და შეუდექით გათეთრებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს