დამარინადებული კვერცხები შეიძლება ერთი კვირაც კი ელოდოს სტუმრებს, ესაა ხემსი, რომელიც მუდამ გიხსნით!

0
144

დღეს შესანიშნავ ხემსს მოვამზადებთ. მისი გამორჩეულობა არა მხოლოდ გემოში, არამედ უნივერსალურობაშიც მდგომარეობს. უბრალო გარნირთან მისი გემოები იხსნება და  ნოყიერ საუზმედ ან სადილად გვევლინება. საუბარია სოიოს სოუსსა და სანელებლებში დამარინადებულ კორეულ კვერცხებზე, ახალი გემო და უჩვეულო სერვირება.ეს კერძი მარტივი მოსამზადებელია, მისი გემოებიც საათების შემდგომ იხსნება. დამარინადებული კვერცხები დიდხანს არ ფუჭდება.

კორეული კვერცხები

ინგრედიენტები:

  • 12 ც. კვერცხი
  • 200 მლ სოიოს სოუსი
  • 200 მლ წყალი
  • 6 ღერო მწვანე ხახვი
  • 100 გ შაქარი
  • 2 ც. ჩილის წიწაკა
  • 1 თავი საშუალო ზომის ხახვი

მომზადების წესი:

  1. ალბათ, ჩვენს რეცეპტში ყველაზე მეტ კითხვას კვერცხის მომზადება ბადებს. ისინი თოხლოდ უნდა მოხარშოთ. სტანდარტული მეთოდის გამოყენებით, გამაგრებული ცილა და თხევადი გული მიიღწევა შედეგი მეთოდით: თავდახურულ ჭურჭელში, სადაც კვერცს მაღალ ცეცხლზე ხარშავთ, წყალი უნდა ადუღდეს. შემდეგ ცეცხლი დონე მინუმამდე დაიყვანეთ და კვერცხი კიდევ 6 წუთის განმავლობაში მოამზადეთ. შემდეგ გააგრილეთ ისინი გაყინულ წყალში და გაფცქვენით.
  2. არსებობს ალტერნატიული მეთოდიც, რომელიც გაცილებით მარტივი და სწრაფია, ასევე მის შესახებ ცოტა ვინმემ თუ იცის. 250 მლ მდუღარე წყალი ჩაასხით საშუალო ზომის ჭურჭელში (ის არ უნდა იყოს მეტალის). მასში ჩაყარეთ მარილი, ჩაასხით 1 ჩ.კ ძმარი, ჩაახალეთ და ფრთხილად ათქვიფეთ კვერცხი. შემდეგ ჭურჭელი მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში ნახევარი წუთით. მისი სიმძლავრე მაქსიმალური უნდა იყოს.
  3. ახლა მოვამზადოთ მარინადი: მწვანე ხახვი რგოლებად დაჭერით. ჩილის წიწაკები და ხახვი დააქუცმაცეთ ბლენდერში ან დანის გამოყენებით. ყველაფერი პლასტმასის კონტეინერში ჩაყარეთ. შემდეგ მასშ ჩაასხით წყალი, სოიოს სოუსი, მოაყარეთ შაქარი და მოურიეთ მის სრულ გალღობამდე. მარილი არაა საჭირო, სოიოს სოუსი მისცემს სიმლაშეს.
  4. მოათავსეთ კვერცხები მარინადში, დაახურეთ თავზე კონტეინერს და შეინახეთ მაცივარში. კერძი სრულყოფილად რომ მომზადდეს, სჯობს რამდენიმე დღე მისი მირთმევისგან თავი შეიკავოთ. კვეცხის გული გამყარდება, სპეციფიკურ გემოს შეიძენს, ცილა კი- ფერს შეიცვლის. ხემსი მზადაა.

ამ კერძს მოუხდება ატრიის და ბრინჯის გარნირები, ასევე შესანიშნავად შეეხამება ავოკადოც.აზიელები უკვე დიდი ხანია გვაოცებენ კერძების სიმარტივითა და მომზადების უჩვეულბით. აუცილებლად მოამზადეთ დამარინადებული კვერცხები ჩვენი რეცეპტით.