ღუმელში გამომცხვარი გახეხილი ნამცხვარი- ნიშნავს, რომ ერთ საათში ქმრის მშობლები მესტუმრებიან. ზუსტად ვიცი, რომ “ლიმონიკი” დამეხმარება ჯიუტი დედამთილის კეთილგანწობის მოპოვებაში, მარმალადის გულსართი გაათბობს ყველაზე ცივ გულსას კი.მოცემულ სტატიაში რედაქცია პაპარაცი გაგიზიარებთ ჭეშმარიტად იდეალური გახეხილი ნამცხვრის რეცეპტს ლიმონის სიმწარის მოყვარულებისთის. გულსართი მარმალადს ჰგავს!
გახეხილი ნამცხვარი ღუმელში
ცომის ინგრედიეტები:
- 280 გ ფქვილი
- 50 გ არაჟანი
- 60 გ შაქარი
- 150 გ ნაღების კარაქი
- 10 გ ვანილის შაქარი
- 2 გ გამაფხვიერებელი
- მწიკვი მარილი
გულსართის ინგრედიენტები:
- 300 გ კანიანი ლიმონი
- 150 გ ფორთოხალი (კანგაცლილი)
- 30 გ სახამებელი
- 150 გ შაქარი
მომზადების წესი:
- გაცხრილეთ ფქვილი, შეურიეთ მას მწიკვი მარილი და გამაფხვიერებელი. დაუმატეთ სახეხელაზე გახეხილი ცივი ნაღების კარაქი, მასთან შეაზილეთ ფქვილი. კარაქი შეგიძლიათ მარგარინითაც ჩაანაცვლოთ.
- ცალკე ჭურჭელში შეურიეთ არაჟანს შაქარი და ვანილის შაქარი. დაუმეტეთ თხევადი ნარევი ცომს და მოზილეთ იგი.
- ცომი ორ ნაწილად დაყავით. დიდი მათგანი თანაბრად გადაანაწილეთ საცხობ ფორმაზე, რომელზეც მანამდე პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. ცომის გვერდების სიმაღლე დაახლოებით 1,5 სმ უნდა იყოს. ფორმა მოათავსეთ მაცივარში 60 წუთით. ცომის პატარა ნაწილი შეახვიეთ სტრეჩში და შეინახეთ საყინულეში ერთი საათით.
- ლიმონს გააცალეთ ცედრა, დაჭერით ის ნაჭრებად და მოაშორეთ კურკები. გაასუფთავეთ კანისგან ფორთოხლბი, ის შეგიძლიათ გახეხილი ვაშლით ჩაანაცვლოთ. ბლენდერში დააქუცმაცეთ ლიმონი, ფორთოხალი და ცედრა.
- ციტრუსის ნარევი ჩაასხით ქვაბში. დაუმატეთ ნებისმიერი სახამებელი და შაქარი. ქვაბი დადგით ცეცხლზე და ხარშეთ გულსართის გასქელებამდე, პერიოდულად მოურიეთ.
- აცადეთ მას გაგრილება, შემდეგ კი მოასხით ცომს. ზემოდან მოათავსეთ მაცივრიდან გამოღებული გახეხილი ცომი. გამოაცხვეთ ტკბილეული 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 40-50 წუთით.
- მზა ლიმონის ნამცხვარს მოაყარეთ შაქრუს პუდრი. გემრიელად მიირთვით!
ეს დესერტი ოჯახის წევრებს იტყუებს თავისი ციტრუსის არომატით. სხვათაშორის, სწორედ “ლიმონიკით” გავუმასპინძლდი მომავალ დედამთილს პირველად გაცნობისას. მას შემდეგ მისი საყვარელი რძალი ვარ!ნაზი და ფხვიერი ცომი იდეალურად ავსებს ციტრუსის გულსართის მომჟავო-მოტკბო გემოს. ეს ნამცხვარი შეგიძლიათ დაახლოებით 4 დღე შეინახოთ.