მინდოდა ჩემი მაკიაჟის სპონჟის და ფუნჯების გადაყრა, მაგრამ ვიზაჟისტმა მეგობარმა მასწავლა მათი გარეცხვა და გაახლება

0
745

როგორ გავრეცხოთ კოსმეტიკის ფუნჯები ისე, რომ კანს საფრთხე არ შევუქმნათ? გეცოდინებათ, რომ ბიუთი ხელსაწყოები ყოველთვის სუფთად და სტერილურად უნდა გვქონდეს. ფუნჯები და სპონჟები კოსმეტიკურ საშუალებებთან ერთად ბინძურდება კანის მიკრო ნაწილაკებისგანაც. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გავარკვევთ, თუ როგორ უნდა მოვუაროთ მათ.

როგორ გავრეცხოთ ფუნჯები

ბრიტანელი ვიზაჟისტი შარლოტა ტილბერი ამბობდა: “ჩემი ხელსაწყოები მაკიაჟისთვის – ეს არის თავისებური გაგრძელება ჩემივე ხელების.” თანამედროვე სამყაროში კი ხელების დაბანა ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ სუფთა ფუნჯები, ისევე როგორც ხელები, კანის სიჯანსაღის საწინდარია.იცით, როგორ უნდა გარეცხოთ და გააშროთ სწორად თქვენი ხელსაწყოები? რა საშუალებები ჯობია ამისთვის გამოიყენოთ?

სასარგებლო რჩევები – შეიძლება თქვათ: “ეს ფუნჯი მხოლოდ ერთხელ გამოვიყენე და არაფერი მოუვა. ფუნჯს ნამდვილად არ მოუვა არაფერი, მაგრამ სახის კანს ეს შეიძლება არ მოეწონოს. ერთჯერადი გამოყენების შემდეგაც კი, ფუნჯზე გადადის კოსმეტიკა, კანის ცხიმი და დაბინძურებული მიკრონაწილაკები.ამიტომ ბიუთი ბლოგერები არ გვირჩევენ ისეთი კოსმეტიკის ყიდვას, რომელსაც ფუნჯი არ ძვრება და ჩაშენებული აქვს.მაგალითად, ქონსილერი ფუნჯით. მას იღებენ ბოთლიდან, ისვამენ სახეზე და ისევ უკან დებენ. მავნე ბაქტერიები ხვდებიან ფუნჯთან ერთად ჭურჭელში. ასეთ დროს უნდა ამოიღოთ ქონსილერი სუფთა ხელზე, ან სპეციალურ პალიტრაზე და სხვა ფუნჯით დაიტანოთ სახეზე.

სუფთა ფუნჯები – არ გარეცხოთ ფუნჯები ქმრის ჭუჭყიანი შარვალივით. ეს ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთოთ და რეცხვის სიხშირე მისი გამოყენების მიხედვით განსაზღვრეთ. ოპტიმალურია კვირაში 2-3-ჯერ რეცხვა.სარეცხ საშუალებად გამოიყენება სპეციალური სითხეები, მაგრამ მის გარეშეც იოლად გახვალთ. ნატურალური ბეწვის ფუნჯები გარეცხეთ თბილი წყლით და შამპუნით.სინთეტიკური მასალის ფუნჯები შეგიძლიათ გარეცხოთ ანტიბექტერიული საპნით, ჭურჭლის სარეცხი ჟელეთი. გარგად მოაშორეთ ჯერ კოსმეტიკური საშუალებები და ბოლოს საგულდაგულოდ გაავლეთ.

სწორი რეცხვა – კატეგორიულად აკრძალულია ძლიერად მოსრესა ფუნჯების და სპონჟების. შეიძინეთ სპეციალური სილიკონის რბილი სახეხი. წაუსვით სარეცხი საშუალება ამ სახეხს და ინტენსიურად უსვით ზედ ფუნჯი. ეს უფრო ეფექტურად მოაშორებს ცხიმს, ვიდრე ხელით რეცხვა. მნიშვნელოვანი შენიშვნა: სილიკონის სახეხი გამოიყენეთ ხელოვნური ფუნჯებისთვის, ხოლო ნატურალურისთვის – ხელის გული.გააშრეთ ფუნჯები სწორად – ფუნჯით ქვემოთ. შეეცადეთ წყალი არ მოხვდეს მეტალის ნაწილებს. რეცხვის ბოლოს შეამშრალეთ სუფთა პირსახოცით.

როგორ გავრეცხოთ ფუნჯები სახლში – რეცხვის პროცესში წყალში ჩააწვეთეთ რამდენიმე წვეთი არომატული ზეთი: ლავანდის, ფორთოხლის ან ჩაის ხის. ეს იმუშავებს როგორც დამატებითი ანტიბაქტერიული საშუალება. შეინახეთ ფუნჯები სუფთად სპეციალურ ჭურჭელში ან კონტეინერში, რათა დაცული იყოს მტვრისგან.

თქვენ როგორ უვლით თქვენს კოსმეტიკურ ხელსაწყოებს? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.