ოთახის მცენარეები, რომლებიც არ შეიძლება დადგათ საძინებელში.

0
421

გასულ კვირას მეზობელი შემხვდა, რომელიც მონსტერას ქოთანს  მოათრევდა და შემოსასვლელ კარებთან დადგა. როდესაც დავინტერესდი, რა დაუშავა ამ მცენარემ. მან მითხრა, რომ ის და კიდევ რამდენიმე ძილში უშლიდა ხელს. ამიტომ სადარბაზოში დაალაგა კიბეზე. მანამდე ეს ოთახის მცენარეები საძინებელში ედგა, მაგრამ თურმე ისინი ადამიანს დასვენებაში უშლიან ხელს.

  • მონსტერა – მონსტერა თითქმის ყველა ყვავილების მოყვარულს ყავს სახლში. ეს უპრეტენზიო მცენარე დიდი ფოთლებით აღფრთოვანებას იწვევს, თუმცა, სახლში მისი ყოფნა ნეგატიურ აურას ქმნის და ალერგიულ რეაქციებს იწვევს.
  • ოთახის შროშანი – ეს ულამაზესი ყვავილი ბავშვობიდან არის ჩვენთვის ცნობილი. მისი არომატი თავბრუს ხვევას და თავის ტკივილს იწვევს. ღამით ოთახის შროშანი შთანთქავს ჟანგბადს, ამიტომ მისი საძინებელში გაჩერება არ არის რეკომენდებული.
  • ბალბა – ბალბა ერთი მხრივ, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, აფრთხობს მწერებს, მაგრამ ყვავილობის პერიოდში მისი არომატი თავის ტკივილს იწვევს. თავად მცენარე საშიშია ცხოველებისთვის. ამიტომ ეს ლამაზმანი სამზარეულოში მოათავსეთ
  • ჩვეულებრივი ოლეანდრა – კიდევ ერთი ყვავილი, რომელიც ძალიან უყვართ დიასახლისებს. მცენარე არის შხამიანი, ხოლო მისი არომატი არანაკლებ ტოქსიკურია თავის წვენზე.. ყვავილობის პერიოდში ოლეანდრა უნდა მოათავსოთ კარგად განიავებად ადგილას, მისი დამუშავების ან გადარგვის დროს გამოიყენეთ ხელთათმანები.
  • ადენიუმი – ადენიუმის ღერო გავს ბაობაბის ხეს, ხოლო ყვავილები ხასხასა და ეგზოტიკურია. ის საშიშია მგრძნობიარე და ასთმიანი ადამიანებისთვის. ადენიუმის ფოთლები, ფესვი და ყვავილი შხამიანია. აფრიკის ტომები მის წვენს შხამიანი ისრების დასამზადებლად იყენებდნენ.

გული არ დაგწყდეთ, არსებობს უამრავი ლამაზი და უსაფრთხო მცენარე, რომლებიც პირიქით, სასურველია, რომ ოთახში დაიდგათ. განსაკუთრებით კი თუ ბავშვები და შინაური ცხოველები გყავთ.დაიმახსოვრეთ, მცენარე უნდა იყოს გათვალისწინებული თითოეული ოჯახის წევრისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში სარგებლის მაგივრად, პრობლემებს შეგიქმნით. თქვენ რომელი მცენარეები გყავთ სახლში? გაგვიზიარეთ კომენტარებში.