ქმარს 400 დოლარი ვთხოვე ზამთრის ტანსაცმლის შესაძენად, თუმცა ფული დედამთილ-მამამთილის საჭიროებებზე დაიხარჯა.

1397

ოჯახის შემოსავალი და ხარჯები უნდა იყოს კონტროლირებადი, თუმცა ხშირად ადამიანები არ აწარმოებენ მათ წერილობით აღრიცხვას  და ზოგჯერ არც კი იციან, ზუსტად რამდენი გამოიმუშავეს და რამდენი დახარჯეს ბოლო თვეში ან კვარტალში. ასეთი გაურკვევლობა იწვევს უამრავ გაუგებრობას, რომლებიც ხშირად ანგრევს ყველაზე ძლიერ ოჯახურ ურთიერთობებსაც კი. მოცემულ სტატიაში რედაქცია პაპარაცი გაგიზიარებთ ქალის მონაყოლს, რომლის ქმარი, როგორც ჩანს, საერთოდ არ ფიქრობს ცოლის საჭიროებებზე. ის შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს მშობლებს ახარჯავს. ღირს თუ არა მისი დადანაშაულება უყაირათობის გამო?

ოჯახის შემოსავალი და ხარჯები

“ჩვენი პირველივე შეხვედრისთანავე მომხიბლა იმან,თუ როგორ ეპყრობოდა ანდრო თავის მშობლებს. ის ერთადერთი შვილია ოჯახში, ამიტომ ყოველთვის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობდა დედ-მამის წინაშე. არც მეგონა, რომ ეს ჩვენთვის პრობლემა გახდებოდა”, – წერს მარია. “ახლა უკვე დაქორწინებულები ვართ და ორი წლის ქალიშვილი გვყავს. დედამთილი და მამამთილი ცალკე ცხოვრობენ, მათ საკუთარი სახლი აქვთ. თუ რაიმე სჭირდებათ,  მოურიდებლად ურეკავენ ხოლმე ანდროს და ისიც უარს არასოდეს ეუბნება, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათი მატერიალური დახმარების ფასად მე და ბავშვს უფულოდ გვტოვებს.ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში ვაფრთხილებდი ქმარს, რომ 400 დოლარი დაგვჭირდებოდა ჩემთვის და ბავშვისთვის ზამთრის ტანსაცმლის შესაძენად, რადგან ყინვები უკვე კარზე იყო მომდგარი. იმედი მქონდა, რომ ანდრო ხელფასს აიღებდა და საყიდლებზე წავიდოდი. გუშინ კი მან მაცნობა, რომ ანაზღაურების ნახევრით მშობლებს სარეცხი მანქანა უყიდა…

ხელფასი ყველას არ ყოფნის – ახლა დეკრეტში ვარ და ჩემი ქმრის ხელფასი მთელი ჩვენი შემოსავალია. მას სოლიდური ანაზღაურება აქვს. მართალია, თანხის ნაწილს ვხარჯავთ ძველი სესხების დასაფარად, ნაწილით კი- საკვებს ვყიდულობთ. დარჩენილ ფულს ანდრო მშობლებთან მუდმივ მგზავრობებში ფლანგავს, რომელთაც ყოველ ჯერზე მისგან რაღაც სჭირდებათ. ახლა დედამთილმა ახალი სარეცხი მანქანა მოითხოვა.რამდენჯერ ვცადე მასთან საუბარი! ვუხსნიდი, რომ ჩვენი ოჯახი გვყავს, ფულიც გვჭირდება, ქალიშვილი ზოგჯერ ხილსაც კი ვერ ჭამს. ის მისმენს, თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს და მერე ყველაფერს მაინც თავისებურად აკეთებს. ანდრო თავს იმით იმართლებს, რომ ვალდებულია მხარში ამოუდგეს მშობლებს, მათ ხომ იგი გაზარდეს. განა ასეთი დახმარება ზომიერების ფარგლებში არ უნდა ჯდებოდეს? – აღშფოთებულია მარია.ალბათ, ყველას თავისი საზომი აქვს. გარდა ამისა, ქმრის მშობლები ბოლომდე ვერ ხვდებიან, რომ მათი სურვილების გამო რძალიც და შვილიშვილიც აუცილებელი რაღაცების გარეშე რჩებიან. ალბათ, მარიაც გულწრფელად უნდა დაელაპარაკოს მათ.  თუ მშობლებს თავიანთი შვილისთვის სიკეთე სურთ, ისინი ვალდებულნი არიან გამოიტანონ სწორი დასკვნები.

რა მიგაჩნიათ სამართლიან გადაწყვეტილებად ამ სიტუაციაში? გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს