რატომ უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე ვერძებთან საუბრისას და როგორ გაუძლოთ ლაქლაქა ქალწულთან დიალოგს.

169

ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე.  ასტროლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ პიროვნების კომუნიკაბელურობაზე, პირველ რიგში, გავლენას ახდენს მისი ზოდიაქოს ნიშანი. ითვლება, რომ ზოგიერთი მათგანი მეტად მიდრეკილია კომუნიკაციისკენ, ზოგი კი- ნაკლებად. ჩვენ გავარკვიეთ, თუ როგორ ურთიერთობენ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები და ვჩქარობთ ამის შესახებ გაცნობოთ.

ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობა

მგზნებარე და ტემპერამენტიანი ვერძები სრულად შეიგრძნობენ თითოეულ ემოციას. თუ მათ რომელიმე განცდა შთანთქავს, საუბრის დროს შესაძლოა სხვადასხვანაირად მოიქცნენ. ზოგჯერ მათი რეაქცია ზედმეტად მკვეთრია, ხანდახან- გამომწვევიც კი. ამ ნიშნის წარმომადგენლები ადვილად ღიზიანდებიან, ისინი უარს არ იტყვიან რაიმე სახის კონფლიქტის წამოწყებაზე, რაშიც ყოველთვის არ გაითვალისწინებენ მოწინააღმდეგის აზრს და პოზიციას.კუროს სიმშვიდე და აუღელვებლობა მხოლოდ შესაშურია. კომუნიკაციის დროს ისინი თავშეკავებულად იქცევიან, ისეთ შემთხვევებშიც კი, როდესაც თანამოსაუბრე მათ აშკარა პროვოცირებას ახდენს.ტყუპებისთვის ძალიან ადვილია სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. თუ საქმე ამას მოითხოვს, ისინი შეძლებენ დაამყარონ კონტაქტი ნებისმიერ თანამოსაუბრესთან. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ეხერხებათ სხვების დარწმუნება თავიანთ სიმართლეში. ისინი ნებისმიერ ფასად დაამტკიცებენ თავიანთ მოსაზრებას და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რათა დანარჩენებმაც მიიღონ იგი.

  • კირჩხიბები, ლომები და ქალწულები – კირჩხიბებს თავიანთი განწყობა ამოძრავებთ. მათი ლტოლვა კომუნიკაციისადმი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გრძნობენ და რა სურვილები აქვთ დროის მოცემულ მომენტში. ამიტომაც კირჩხიბებთან ურთიერთობა ხანდახან ნამდვილ ლატარეად იქცევა. თუ გაგიმართლა, ყველაფერი მშვიდად ჩაივლის, თუ არა – საკუთარ თავს დააბრალეთ. ეგოცენტრიზმი ლომებს ხშირად ხელს უშლის ადამიანებთან ურთიერთობაში. ისინი ცდილობენ იყვნენ პირველები ნებისმიერ წამოწყებაში, თუმცა სხვებს ეს ყოველთვის არ მოსწონთ. შემდეგ იწყება ხოცვა-ჟლეტა. ყველას არ შეუძლია ვნებიანი ხასიათის მქონე ლომების დამშვიდება. ანალოგიურად, ბევრი არ არის მზად ამ ძლიერი ნებისყოფის მქონე ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებთან სიტყვიერ შელაპარაკებაში შესასვლელად.ქალწულებს უყვართ დეტალები. საუბრის დროს ისინი თანამოსაუბრეს აცნობენ საქმის ყველა წვრილმანს, იქნება ეს სამსახური თუ მაღაზიაში რეგულარული სიარული. ხანდახან ლაქლაქა ქალწულებთან ურთიერთობა მოსაწყენია. მით უმეტეს, თუ იგი მეგობარი აღმოჩნდება.
  • სასწორები, მორიელები, მშვილდოსნები – სასწორებთან საუბარი სასიამოვნოა. ისინი ყოველთვის თავშეკავებულად და ტაქტიანად იქცევიან, ნებისმიერი თანამოსაუბრის მიმართ პატივისცემას გამოხატავენ. ამ ნიშნის წარმომადგენლები ითვალისწინებენ სხვების აზრს მაშინაც კი, თუ არ ეთანხმებიან მას. სასწორებს არ უყვართ კონფლიქტურ სიტუაციებში შესვლა. მეტიც, მათ უჭირთ მათგან გამოსავლის პოვნა და ყველაფრრის გაკონტროლება.მორიელებთან ურთიერთობა ემოციურ საქანელას ჰგავს. არასოდეს იცი, რომელ მხარეს მოგაბრუნებს. ძნელია ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის შენარჩუნება. მათთვის რაიმეს მტკიცებას უბრალოდ აზრი არ აქვს. შესაძლოა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც მორიელები ხშირად გაუცხოებულ ცხოვრების წესს მისდევენ.მშვილდოსნები ადვილად აუბამენ მხარს ნებისმიერ სასაუბრო თემას და სიამოვნებით მოგითხრობენ რაიმე საინტერესოს. მათთან ურთიერთობა სახალისოა, რადგან სათქმელი არასოდეს შემოელევათ. ასეთ თანამოსაუბრესთან არასდროს იგრძნობთ მოწყენილობას.
  • თხის რქები – თხის რქებისთვის უცხო არაა თანამოსაუბრის მოსმენის უნარი. ლაპარაკისას ისინი უმეტესად ჩუმად არიან. ამ ნიშნის წარმომადგენლებს არ უყვართ ყველაფერზე ლაქლაქი.მერწყულებთან ყველაფერი ზუსტად პირიქითაა. მათ უყვართ საუბარი და ამის კეთება განუწყვეტლივ შეუძლიათ. გასაკვირი არ არის, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლებს, როგორც წესი, ბევრი მეგობარი და ნაცნობი ჰყავთ. ისინი სიამოვნებით მიიღებენ ნებისმიერ შეთავაზებას და წავლენ ყველაზე მოულოდნელ ავანტიურაზეც კი.თევზებს უჭირთ თავიანთ გუნება-განწყობილებასა და მდგომარეობასთან გამკლავება. ისინი ხელიდან არ გაუშვებენ შესაძლებლობას, თანამოსაუბრეს ეწუწუნონ თავიანთ ცხოვრებზე, თუნდაც ის აბსოლუტურად არ იყოს დაინტერესებული ამით. ამავდროულად, ამ ნიშნის წარმომადგენლები ყოველთვის მზად არიან მოუსმინონ და მხარი დაუჭირონ ადამიანებს, რომლებიც მათთვის დახმარების სათხოვნელად მივიდნენ.

როგორ ფიქრობთ, რაზეა დამოკიდებული ადამიანებს შორის ურთიერთობა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს