გამოუცდელი დიასახლისები არასწორად ამზადებენ ასკილის ნაყენს, არღვევენ С ვიტამინს და სასმელს უსარგებლოს ხდიან.

2267

ასკილის ნაყენი ვიტამინების საბადოა, რომელიც ეხმარება იმუნური სისტემის გაკაჟებას და ავიტამინოზი დროს ორგანიზმის გაძლიერებას. ასკილი შეიცავს კოლოსალური რაოდენობის С ვიტამინს, 10-ჯერ მეტს, ვიდრე ლიმონი! მაგრამ იმისათვის, რომ ასკილისგან მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი, სწორად უნდა მოვამზადოთ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით როგორ მოადუღოთ ასკილის ნაყენი ისე, რომ შეუნარჩუნოთ ვიტამინები.

როგორ დავაყენოთ ასკილის ნაყენი ისე, რომ შევუნარჩუნოთ ვიტამინები

ბევრი ამზადებს ასკილის ნაყენს თერმოსში. დიახ, ეს მოსახერხებელი და მარტივია: გამხმარ ნაყოფს ყრიან თერმოსში, ასხამენ მდუღარე წყალს და მთელი ღამე აჩერებენ. დილით გამოდის მუქი, მოწითალო ფერის სითხე მომჟავო გემოთი. რამდენად სწორია ეს მეთოდი სარგებლიანობის კუთხით? გაგიკვირდებათ და არ არის სწორი. საქმე იმაშია, რომ მაღალი ტემპერატურის გავლენით ხანგრძლივი დროით, С ვიტამინი იჟანგება და დილისთვის მისი 15-20 % გვექნება, მეტი არა. კი, გემო უფრო მკვეთრი იქნება, მაგრამ ვიტამინები ცოტა.

როგორ მოვამზადოთ ასკილის ნაყენი – არსებობს ასკილის ნაყენის მომზადების ბევრად უფრო უკეთესი ხერხი. უნდა მიიყვანოთ ნაყენი ადუღებამდე და დადგათ წყლის აბაზანაზე 15-20 წუთი. შემდეგ გადაწუროთ და მიიღოთ 3-4 საათის განმავლობაში. ასე მომზადებული ნაყენი ინარჩუნებს ვიტამინების 80% და თქვენი იმუნიტეტი აუცილებლად იგრძნობს ამას.მომზადებამდე ასკილი უმჯობესია, დააქუცმაცოთ. მარტივი იქნება ყავის საფქვავში გააკეთოთ ეს, თუ საფქვავი არ გაქვთ, აიღეთ სუფთა ტილო, შეახვიეთ შიგნით ნაყოფი და მექანიკური ხერხით დააქუცმაცეთ. მთავარია, ასკილი კარგად გამხმარი იყოს.ასკილის ყიდვის დროს დააკვირდით ნაყოფის ფერს. თუ ის ძალია მუქია, ეს ნიშნავს, რომ ასკილი ძალიან გამომშრალია და მისგან სარგებელი ნაკლები იქნება. ნაყოფი უნდა იყოს ღია წითელი ფერის, მსუბუქად დანაოჭებული. ეს ნიშნავს, რომ სწორად გაახმეს და შენარჩუნებული აქვს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები.

მთავარია: სანამ დაიწყებთ ასკილის რეგულარულად მიღებას, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ამ თითქოს უწყინარ მცენარეს, თავისი უკუჩვენებები აქვს. ჯანმრთელობას გისურვებთ და გელოდებით კომენტარებში!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს