მამაკაცებმა იციან ხოლმე თქმა, რომ ქალები მერკანტილურები და მომთხოვნები არიან. ისინი ანგარებით ქორწინდებიან და მხოლოდ ფული აინტერესებთ. ზოგი ნამდვილად ასეთია, მაგრამ ზოგიერთ სამართლიანად აღშფოთდება. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ასაკში ქალს სხვადასხვა ინტერესები აქვს. “რა ჭირდება ქალს 40 წლის შემდეგ? რა თქმა უნდა, ფული არა” – იცინის ლელა. წელს მას 46 წელი შეუსრულდა, მაგრამ სულაც არ თვლის თავს ასაკოვნად, ჯერ კიდევ მხნე და მომხიბვლელია. ლელა მარტო ცხოვრობს და მთელი ცხოვრება შრომობდა კარგი ხელფასისთვის. ეხლა კი დარწმუნდა, რომ ბედნიერება ფულში არ არის.
რა სჭირდება ქალს 40 წლის შემდეგ
“20 წლის ასაკში არასდროს მყოფნიდა ფული. სულ რაღაც მჭირდებოდა: კოსმეტიკა, ლამაზი ნივთები, რესტორნები და ბარები, მეგობრებთან ერთად სეირნობა, საზღვარგარეთ წასვლა. ყოველთვის მიყვარდა მოგზაურობა და დღემდე ვთვლი, რომ ამისთვის ფული არ უნდა დაგენანოს. მოგზაურობა ეს არის ახალი შთაბეჭდილებები, ნაცნობობა, ტკბილი მოგონებები.შვილების ყოლა არასდროს მინდოდა, მაშინებდა იმაზე ფიქრი, რომ მერე მხოლოდ მათ რჩენასა და მოვლაზე უნდა მომენდომებინა მთელი დრო და რესურსი. ამბობენ, რომ თუ 40 წლამდე არ გამდიდრდები, მერე უკვე გვიანია. ეს არ არის მართალი, რადგან წარმატებას სწორედ ამ ასაკში მივაღწიე და ეხლა ყველაფერი მაქვს.ადრე გულდაწყვეტილი ვუყურებდი ლამაზ და ძვირფას ტანსაცმელს. როდესაც ხელფასი მომემატა, ყველაფერს ვყიდულობდი, რაც მინდოდა, მაგრამ მივხვდი, რომ ბედნიერებას არ მანიჭებდა ლამაზად ჩაცმული მანეკენების ყურება, ძვირფასეულობა და ბოლო მოდელის აიფონი.
თავს ვუვლიდი, ყოველთვის ფორმაში ვიყავი, მაგრამ ხომ არსებობს უამრავი შინაური მეთოდი ამის მისაღწევად? აღარ მაინტერესებდა საათობით პრანჭვა და ორ საათიანი პაემნები, მითუმეტეს, რომ ღირსეული მამაკაცები თითქმის აღარ არიან.ბევრგან ვიყავი და ბევრი რამ ვნახე. 40 წლის შემდეგ კი მეტი ყურადღება მივაქციე ცხოვრების ჯანსაღ წესს და ჯანმრთელობას. უკვე აღარ ვაძლევ თავს უფლებას შევიდე რესტორანში და ყველაფერი მივირთვა, რაც მომესურვება. ზედმეტი კალორიები მაშინვე ისახება ჩემს სხეულზე.მაქვს კლასიკური ტანსაცმელი, რომელიც არასდროს გადადის მოდიდან და რამდენიმე ძვირფასი სამკაული. მარტოხელა 40 წელს გადაცილებულ ქალს ბევრი არაფერი სჭირდება იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეს. მთავარია, სწორად იკვებოს, მისდიოს სპორტს და ამისთვის არ უნდა უყუროს ხელებში პარტნიორს. ადამიანები ფულს ზედმეტად მნიშვნელოვნად თვლიან, მთელს ცხოვრებას მის შოვნას ახმარენ და საბოლოოდ არ იციან როგორ დახარჯონ სწორად.
რედაქციისგან: ლელამ უკვე გამოსცადა ფულისგან მიღებული ეიფორია. ის თავდაუზოგავად მუშაობდა და საბოლოოდ მიიღო სტაბილური და კარგი შემოსავალი. აღმოჩნდა, რომ ბედნიერებისთვის მხოლოდ ფული არ არის საკმარისი. სანამ ახალგაზრდები ვართ, გვსურს სხვებს მოვბაძოთ, გვქონდეს ბოლო მოდელის ტელეფონი, ლამაზი, მოდური ტანსაცმელი, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი არ არის და ბევრად უფრო საინტერესოა ცხოვრება. თქვენ რას იტყვით? გაგვიზიარეთ კომენტარებში.