შეყვარებულმა ნივთების შეგროვებისას საშაქრიდან შაქარი წაიღო, აბაზანიდან- ტუალეტის ქაღალდი, კიდევ რამდენიმე როზეტიც გააყოლა ხელს.

772

როცა შენთან ერთად წვრილმანი ადამიანი ცხოვრობს, ქვეცნობიერად საკუთარ თავს ეკითხები: “რა საჭიროა ეს ყველაფერი?”  სანამ ქალი საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრობს, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მამაკაციც არ იყოს ურთიერთობის დასრულების წინააღმდეგი. ამასთან, ის ნახევარი ბინის წაღებასაც ფიქრობს თან.

მეწვრილმანე ადამიანი

“როცა ანრი გავიცანი, ის მაგისტრატურის ბოლო კურსზე სწავლობდა. მაშინ უკვე ვმუშაობდი და ბინას ვქირაობდი: ფული ყველაფრისთვის მყოფნიდა. ანრის მაშინვე შევთავაზე, რომ ჩემთან საცხოვრებლად გადმოსულიყო. ისიც დამთანხმდა.თავიდან არ ვიყავი შეყვარებულის მატერიალურად შენახვის წინააღმდეგი. მშვენივრად მესმოდა, რომ სჯობდა ანრის სწავლაზე კონცენტრირება მოეხდინა. იგი თავისუფალ დროს უმეტესად სახლში ატარებდა. თავიდან მტკიცედ მჯეროდა, რომ ის სერიოზულად სწავლობდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ანრი მხოლოდ კომპიუტერული თამაშებით ერთობოდა.ვცდილობდი მასთან დალაპარაკებას, მაგრამ ანრი ყოველთვის პოულობდა საბაბს თავის გასამართლებლად. რაღაც მომენტში ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი: “ან ცვლი რაიმეს შენს ცხოვრებაში, ან- ვშორდებით!” ვიცი, რომ ულტიმატუმების წაყენება ცუდი საქმეა. თუმცა ამ ტაქტიკამ გაჭრა! ანრიმ სამსახური იპოვა და საერთო ბიუჯეტში თავისი წვლილი შეჰქონდა. ბოლომდე ვერ ვხვდებოდი, თუ რა გზით შოულობდა იგი ფულს.ასე გავიდა რამდენიმე თვე და ანრიმ გამომიცხადა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. არ მინდოდა მასზე ზეწოლის მოხდენა, ამიტომ მუშაობის დაწყების თემაზე არ ვესაუბრობდი. ის ისევ თავის თამაშებში ჩაიძირა და თითქოს დაკარგა კავშირი რეალობასთან. მერე შევახსენე, რომ ყველა ხარჯის დაფარვას მარტო ვერ გავწვდებოდი. პასუხად მან მომიგო, რომ მხარდაჭერა სჭირდებოდა. რთულია ამის დაჯერება იმ ადამიანისგან, რომელიც ამ სიტყვების წარმოთქმისას თვალს არ წყვეტს კომპიუტერის მონიტორს. მაშინ სერიოზულად დავფიქრდი ანრისთან დაშორებაზე.

სერიოზული გადაწყვეტილება – ყველაფერი დედას ვუამბე. მან მითხრა, რომ ანრი ჩემს კმაყოფაზე იყო დამოკიდებული და მასთან ურთიერთობა დაუყონებლივ უნდა გამეწყვიტა. მშობლის სიტყვებმა დამარწმუნა და შეყვარებულს დავშორდი. გულის სიღრმეში მეგონა, რომ ანრი რაიმეს გამოსწორებას მაინც შეეცდებოდა, იგი კი ჩემს გადაწყვეტილებას გულგრილად დაეთანხმა.როცა მეორე დღეს სამსახურიდან დავბრუნდი, ანრი სახლში აღარ დამხვდა. მას თავის ნივთებთან ერთად ლამის ნახევარი ბინა გაეზიდა. ანრის წაღებული ჰქონდა პლაზმური ტელევიზორი, სამზარეულოს ტექნიკა, ნათურებიც და ფარდებიც კი! ყველაზე მეტად სხვა რაღაცამ გამაოცა: მას დაეცარიელებინა საშაქრე და ტუალეტის ქაღალდის მარაგიც კი გააყოლა ხელს.ადრე არ დავფიქრებულვარ, თუ რა წვრილმანი ადამიანი იყო ანრი. ახლა ჩემთვის ყველაფერი ცხადი გახდა. არ ვიცი, ასეთი პიროვნების გვერდით ამდენი წელი როგორ ვიცხოვრე!შვებით ამოვისუნთქე, ჯანდაბამდე გზა ჰქონია. ანრის მადლიერიც კი ვარ: მან ცხოვრების გაკვეთილი ჩამიტარა”.

რედაქციისგან – ყველა ქალს არ შეუძლია მაშინვე იმის გააზრება, რომ გვერდით წვრილმანი მამაკაცია. ანრის გაუმართლა, რომ მისმა ყოფილმა სკანდალი არ მოუწყო და ქონების დაბრუნება არ მოსთხოვა. მან ხომ ერთგვარად გაქურდა საყვარელი ადამიანი. განა ასე იქცევიან ნამდვილი მამაკაცები? თქვენ როგორ მოიქცეოდით მოცემული ამბის მთავარი გმირის ადგილზე?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს