დამარცხებული ტარაკანები გაიქცნენ გვერდით კორპუსის საერთო საცხოვრებელში, ჩვენ კი გამარჯვებას აღვნიშნავდით სუფთა სამზარეულოში.

642

რომელი საშუალებაა ყველაზე ეფექტური ტარაკანების წინააღმდეგ? ეს კითხვა ბევრ დიასახლისს უჩნდება, მაშინ, როდესაც ეს საზარელი მწერები მათ სამზარეულოში იწყებენ სირბილს. საფრთხე, რომელსაც ეს მტერი უქმნის გარემოს, გვაიძულებს სასწრაფოდ გავიქცეთ ქიმიკატებისთვის მაღაზიაში, მაგრამ ნუ იჩქარებთ! არსებობს კარგი საშუალება, რომელიც შეგიძლია მოამზადო სახლიდან გაუსვლელად.

საუკეთესო საშუალება ტარაკანების წინააღმდეგ

მოცემული ნარევი მოქმედებს, როგორც სატყუარა და გარანტიას გაძლევთ, რომ ტარაკანები აღარ შემოვლენ თქვენს სამზარეულოში. მისი მთავარი კომპონენტია ბორის მჟავა. ის ითვლება ყველაზე ეფექტურ საშუალებად ტარაკანების წინააღმდეგ, რადგან აფრთხობს და მთლიანად ანადგურებს მათ.

რეცეპტი – რეცეპტი საკმაოსდ მარტივია. შეურიეთ ბორის მჟავა მანანის ბურღულში, დაუმატეთ შაქარი და ვანილი. ასევე შეგიძლიათ შეურიოთ ბორის მჟავა მოხარშულ კარტოფილში.ვანილი და შაქარი ასრულებს არომატიზატორის როლს მწერის მისატყუებლად და კარგი ის არის, რომ ამ საწამლავზე ტარაკანას იმუნიტეტი არ აქვს. შედეგი გარანტირებულია.

გამოყენების ხერხი – როგორც ყველა სხვა მწერების საწინააღმდეგო საშუალება, ბორის მჟავასთან ფრთხილად იყავით. დადეთ ბავშვებისგან და ცხოველებისგან მიუწვდომელ ადგილას, უმჯობესია, ღამით, რადგან მწერი ამ პერიოდში უფრო აქტიურია.მას შემდეგ, რაც სატყუარა მზად იქნება, განათავსეთ პატარა ბურთებად მავნებლების საყვარელ ადგილებში – პლინტუსების კუთხეებში, სამზარეულოს ნიჟარის ქვეშ, კარადის ქვეშ…ღამით სამზარეულოს კარი დაკეტეთ, დილით კი დახოცილი მწერები შეაგროვეთ და ჩაყარეთ უნიტაზში. საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი შეიძლება ცოცხალი იყოს, მაგრამ შოკურ მდგომარეობაში, ამიტომ თავი დაიზღვიეთ.ბევრი დიასახლისი თვლის, რომ ეს ყველაზე ეფექტური და ადამიანისთვის უსაფრთხო საშუალებაა.

დასკვნა: თქვენ რა საშუალება იცით კიდევ ტარაკანების საწინააღმდეგოდ? გამოგიყენებიათ მათთან საბრძოლველად ბორის მჟავა? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს