“ამ ბიჭის წყალობით შეუფასებელი გამოცდილება მივიღე. არ ვიცი, სიცოცხლის კიდევ რამდენ წელს მაჩუქებს ღმერთი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე”, – წერს 70 წლის ალეკო. ხანდაზმულმა მამაკაცმა დიდძალი ქონება დააგროვა, თუმცა მემკვიდრე არ ჰყავს. თავისი სიმდიდრე ღირსეული ადამიანისთვის რომ გადაეცა, ჩვენმა გმირმა საინტერესო ხრიკი იხმარა. ყველაფერს დეტალურად მოცემულ სტატიაში გაიგებთ.
ფასდაუდებელი გამოცდილება
“როცა მშობლები დამეღუპნენ, საკუთარ თავში ჩავიკეტე, თუმცა მტკიცედ გავაწყვიტე ცხოვრებაში წარმატებისთვის მიმეღწია. მსურდა, რომ დედ-მამას ზეცაში ჩემით ეამაყა. სიბერეში დიდძალი ქონება მოვაგროვე. ცოლ-შვილი არ მყავდა, შესაბამისად, მას ვერავის ვუტოვებდი. ძალიან მიჭირდა, რომ ვინმეს მივნდობოდი.ახლა ძალიან ვნანობ, რომ ვერ ვიპოვე ის ერთადერთი, ვისთან ერთადაც ოჯახს შევქმნიდი. თავს მარტოსულად არ ვგრძნობ, რაღაც სიცარიელეს განვიცდი, რაც, ვფიქრობ, უფრო საშინელებაა. ვაცნობიერებ, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება სიცოცხლე ხელიდან გამომეცალოს. ვოცნებობ ვიპოვო ღირსეული ადამიანი, რომელიც იმსახურებს გახდეს ჩემი მემკვიდრე. სწორედ მაშინ საინტერესო იდეა გამიჩნდა.
ვიფიქრე, რომ უსახლკაროს როლი გამეთამაშა და მემკვიდრის საძებნელად უახლოეს მაღაზიაში წავსულიყავი. მაინტერესებდა, თუ რა რეაქცია ექნებოდა ხალხს ღატაკი მოხუცის დანახვისას.როცა მაღაზიაში შევედი, ერთმა მოლარემ მიყვირა: “ალო, ბაბუ, ჩვენს მაღაზიაში ასე ჩაცმული შემოსვლა არ შეიძლება. დაახვიეთ აქედან!” მისი უხეშობით გაოცებულმა მივუგე: “მაპატიეთ, უბრალოდ ცოტაოდენი საჭმელი მჭირდება. გთხოვთ, არ გამაგდოთ!”მომხმარებლებმა მოლარეს მხარი აუბეს და მაღაზიის დატოვება მომთხოვეს. ამ დროს კამათში ჩაერია დაცვის თანამშომელი. მან ხელი ჩამკიდა და შიგნით შემიყვანა, გარშემომყოფებს კი უთხრა: “ეს მოხუციც ისეთივე ადამიანი, როგორც თქვენ. ცოტაოდენი პატივისცემა მაინც გამოავლინეთ, უნდა გრცხვენოდეთ!”მცველმა ურიკა პროდუქტებით აავსო და ყველაფერი თავის სახსრებით შეიძინა. როცა მაღაზიიდან გამოვედით, ვკითხე, თუ რატომ გადაწყვიტა მან ჩემი დახმარება. გაირკვა, რომ ერთ დროს ისიც უსახლკარო იყო. ადრე მას სახლი დაეწვა და მამაკაცი დიდხანს ეძებდა სამსახურს, რათა ფეხზე წამომდგარიყო. მაშინ იგი საკუთარ თავს დაჰპირდა, რომ გასაჭირში არავის მიატოვებდა.მცველის ისტორია გულზე მომხვდა. გაირკვა, რომ მამაკაცი ცოლ-შვილთან ერთად საერთო საცხოვრებელში ქირაობდა ბინას. გადავწყვიტე, რომ სწორედ ამ ადამიანს დავუტოვებდი საკუთარ ქონებას.
ანდერძი – ყველაფერი იურისტს ვუამბე, მან საჭირო დოკუმენტები გაამზადა. იმ ახალგაზრდა მამაკაცის დამსახურებით ფასდაუდებელი გამოცდილება მივიღე. დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.ანდერძის გარდა მომავალ მემკვიდრეს წერილიც დავუტოვე, სადაც ყველაფერი დეტალურად ავუხსენი. ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე ვესტუმრე იმ მაღაზიას, რათა მცველისთვის თვალყური მედევნებინა. ყოველ ჯერზე ვრწმუნდებოდი, რომ ის ღირსეული ადამიანი იყო”.
რედაქციისგან – ეს ისტორია ნათლად ასახავს იმას, სხვისი დახმარების გულწრფელმა სურვილმა რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი. მცველი გულის კარნახით მოიქცა, უანგაროდ გასცა სიკეთე. სწორედ ასეთი პიროვნებები იმსახურებენ, რომ მათ ცხოვრებაში სასწაულები ხდებოდეს.თქვენ ხომ არ გადაგხდენიათ თავს მსგავსი ამბავი? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში!