მხოლოდ ერთმა დიასახლისმა იცის ათასიდან, რის გარეცხვა არ შეიძლება სარეცხ მანქანაში.

5152

სარეცხმა მანქანებმა ორი ათეული რეცხვის რეჟიმით ისე გაგვანებივრეს, რომ დაუფიქრებლად ვყრით ყველა ნივთს გასარეცხად და არც ვაკვირდებით მის ეტიკეტს. ხოლო, როცა შალის ზედა რეცხვის შემდეგ შეითელება, მაქმანიანი თეთრეული დაიხევა, მაშინ ვხვდებით, რომ ყველაფრის სარეცხ მანქანაში გარეცხვა არ შეიძლება.

არ შეიძლება სარეცხ მანქანაში გარეცხვა

  • თეთრეული – მაქმანიანი საცვლები და ბიუსჰალტერი ჯობია გარეცხოთ ხელით. თუ მათ სარეცხ მანქანაში გარეცხავთ, ფორმას დაკარგავენ. ბიუსჰალტერს აქვს ხოლმე ნაზი დეკორი , ნაქარგი, მაქმანი და რკინის ნაწილი, რომელიც დოლურაში ზიანდება და დეფორმირდება.
  • ბეწვიანი ნივთები – თუ გყავთ შინაური ცხოველები, მათი ბეწვი ტანსაცმელზე გადადის. სარეცხი მანქანა ამ ბეწვებს ვერ აშორებს. გარეცხვამდე ის მოაშორეთ წებოვანი ლენტით. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეცხვის შემდეგ ნახავთ, რომ ეს ბეწვები უფრო ღრმად გაიხლართა ტანსაცმლის ძაფებს შორის.პლედი გარეცხვამდე კარგად გაფერთხეთ, ეცადეთ მაქსიმალურად მოაშოროთ ბეწვები. გარეცხვის შემდეგ კიდევ გაფერთხეთ სველი. ასე მთლიანად მოშორდება ბეწვები და აღარ დაგჭირდებათ წებოვანი ლენტით მოშორება. ეს ხერხი კარგია სინთეტიკური ქსოვილებისთვის.
  • ორთოპედიული ბალიშები – ჯანსაღი ძილი ძვირი სიამოვნებაა. იმისათვის, რომ კარგად გამოიძინოთ, საუკეთესო საშუალებაა ორთოპედიული ბალიში. მისი გარეცხვა სარეცხ მანქანაში არ შეიძლება, რადგან დაკარგავს თავის ფუნქციას და გახდება უფორმო ნივთი. ასეთი ბალიში შეიცავს სპეციალურ შემავსებელს. საჭიროა მისი ხშირად განიავება, გადასაკრავების რეგულარულად შეცვლა, ხოლო თუ თავად ბალიშზე ლაქები გაჩნდება, ჩააბარეთ ქიმწმენდაში.
  • კეპი – კეპი და საერთოდ ყველა ნივთი გარდერობიდან, რომელსაც აქვს მყარი კარკასი, ტექნიკას არ ანდოთ. მექანიკური რეცხვა გამოიწვევს ამ კარკასის დეფორმირებას და დაზიანებას. ამიტომ ასეთი ნივთები უმჯობესია, გარეცხოთ ხელით და არ გაწუროთ ხოლმე.
  • ნივთები დეკორატიული ჩანართებით – ბლუზები და ზედები ნაქარგებით, ბისერებით, მძივებით ბევრ გოგონას აქვს. ასეთი ნივთები მხოლოდ ხელით ირეცხება. სარეცხმა მანქანამ შეიძლება სამუდამოდ გაგიფუჭოთ, გაწყვიტოს ბისერი, მოაცილოს თვლები და თავად მანქანაც დააზიანოს.
  • ტანსაცმელი ბენზინის ლაქებით – ადვილად აალებადი ნივთიერებით დასვრილი ტანსაცმელი არ შეიძლება სარეცხ მანქანაში მოხვდეს, ის ხელით უნდა გარეცხოთ. ნებისმიერი საეჭვო ლაქა ამოიყვანეთ ხელით, რადგან შეიძლება სხვა ნივთებიც დასვაროს.
  • დიდი ნივთები – ზოგი ბალიში და პლედი არ ეტევა სარეცხ მანქანაში, მაგრამ ჯიუტი დიასახლისები ძალით ტენიან შიგნით. თითოეული მანქანა გათვლილია განსაზღვრულ წონაზე. დასველების შემდეგ ეს ნივთები კიდევ უფრო მძიმდება და შეიძლება ტექნიკის დაზიანება გამოიწვიოს.

პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, ეს არის ტანსაცმლის იარლიყს. მასზე მითითებულია რეკომენდებული ტემპერატურა და რეცხვის რეჟიმი, ქსოვილის შემადგენლობა. ამის გათვალისწინება საკმარისია, რომ არ დააზიანოთ ნივთები და თქვენი ერთგული ტექნიკა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს