კბილში გაუსაძლისი ტკივილი ხშირად მიუთითებს ნერვის ანთებაზე. ძალიან უსიამოვნო შეგრძნებებია: პულსაცია, რომელიც ურტყავს კისერს ან საფეთქელს, საღამოს საათებში, ღამით და მწოლიარე მდგომარეობაში დისკომფორტის გაღრმავება. დათვალიერებისას სტომატოლოგი ხედავს კბილის პულპის (სირბილის) დაზიანებას, შესამჩნევია უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან. ასეთ სიტუაციაში ადამიანი, თუ ის არ მიმართავს სპეციალისტს, ჩაიფიქრებს კბილში ნერვის მოკვლას. საგანგებო ზომები ამსუბუქებენ მდგომარეობას და ექიმთან მისვლამდე ნორმალურ შეგრძნებას ქმნიან.
როდის არის აუცილებელი კბილის ნერვის მოცილება:
თუ ადამიანს აღენიშნება ზემოთ აღწერილი სიმპტომები, ხშირ შემთხვევებში, დეპულპაცია გარდაუვალია. მაგრამ ტკივილის არქონის შემთხვევაშიც ზოგჯერ საჭირო ხდება კბილის მოკვდინება. გავეცნოთ ნერვის მოცილების გამომწვევ მიზეზებს:
- პულპიტი. თავის დროზე მოუვლელი კარიესი პყლპის მდგომარეობამდე დადის და იწვევს მის ანთებას. წარმოიქმნება ძლიერი ტკივილები, რომლებიც რადიკულ მკურნალობას ითხოვენ: ნერვების მოცილებას და არხების პლომბირებას.
- კეთილთვისებიანი წარმონაქმნები (კისტა, გრანულემა). ისინიც ასევე იწვევენ მგრძნობიარე უბნის დაზიანებას. სიმსივნის მოცილება ხდება არხების მეშვეობით.
- კბილის დაზიანება. ტრამვები იწვევენ ემალის მტვრევას, რომლებიც ნერვებს ეხებიან. თუ დაზიანებულია ფრონტალური უბანი, ხორციელდება სრული დეპულპაცია. უკანა კბილების შემთხვევებში დასაშვებია ნერვის ნაწილობრივი მოცილება.
- კბილების პროტეზირება. როცა ადამიანს ესაჭიროება გვირგვინის ან ხიდის დაყენება, ნერვის მოკვდინება ამცირებს პროტეზის ქვეშ კბილის ანთების რისკს. ეს უფრო პროფილაქტიკური ზომაა იმიტომ, რომ შემდეგ პროცედურის გაკეთება პრობლემატურია.
ისეთმა სიმპტომებმა, როგორებიცაა ხანგძლივი მწიწკნავი ტკივილი, პულსაცია, დისკომფორტი საფეთქელთან და კისერში, უნდა დაგაფიქროთ და გახდეს განგაშის ზარი, სტომატოლოგთან უნდა ჩაეწეროთ. ნერვის შენარჩუნების შანსი პრაქტიკულად არ არის (სხვაგვარად ასეთი შეგრძნებები არ გაჩნდებოდა). რაც უფრო მალე მიმართავთ სპეციალისტს, მით უფრო ხელსაყრელი შედეგი დადგება. სტომატოლოგი ჩაგიტარებთ აუცილებელ მანიპულაციებს, დაგინიშნავთ აღდგენით წამლებს. ექიმთან მისვლამდე დალიეთ გამაყუჩებელი საშუალება ან ნო-შპას აბის ნატეხი დაიდეთ კარიასის უბანში.
როგორ აცლის სტომატოლოგი კბილის ნერვს:
ადრე დეპულპაცია ხორციელდებოდა სპეციალისტთან მინიმუმ ორი ვიზიტის ფარგლებში. პირველი ვიზიტის დროს ექიმი აცლიდა კარიოზულ ქსოვილებს, ხოლო ბორმანქანით აფართოებდა არხებს და მასში დებდა დარიშხანს. შემდეგ დებდა დროებით პლომბს, და 2-10 დღით ადამიანი თავისუფალი იყო. მოკვდინების პროცესს თან ახლდა ძლიერი ტკივილები. მეორე ვიზიტის დროს ექიმის ამოცანას წარმოადგენდა დროებითი პლომბის, მოკვდინებული ქსოვილებისა და ნერვის მოცილება. მისი მანიპულაციები ყოველთვის უმტკივნეულო არ იყვნენ იმიტომ, რომ დარიშხანი ხანდახან ცოცხალ უბნებსაც ტოვებდა.
თანამედროვე კლინიკები დეპულპაციას ახორციელებენ უფრო დამზოგი და უსაფრთხო წესებით. პრობლება წყდება სტომატოლოგთან ერთი ვიზიტის ფარგლებში ანესტეზიის წყალობით. სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით ექიმი უზრუნველყოფს წვდომას პულპასთან და სრულიად აცლის დაზიანებულ ქსოვილებს. ამაზე მიდის დაახლოებით 30 წუთი არხების სრული გაწმენდისა და პლომბის (დროებითი, თუ ექიმს უნდა დარწმუნდეს სრულ დეპულპაციაში, ან მუდმივი) დაყენების გათვალისწინებით.
რითი მოვკლათ კბილის ნერვი სახლის პირობებში:
ერთობ ძლიერი ტკივილი ადამიანს უბიძგებს ისეთი ნაბიჯებისკენ, რომლებიც შემდეგ მათ ჯანმრთელობას შეიძლება დაეტყოს. გიფიქრიათ იმაზე, თუ როგორ შეიძლება სახლში კბილის ნერვის მოკვლა? ასე გარისკვა გამართლებულია გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ტკივილი გაუსაძლისია, ძლიერი პრეპარატები არ მოქმედებენ და ვერ ახერხებთ სტომატოლოგთან მისვლას. წესი მრავალია, აირჩიეთ ყველაზე უსაფრთხო. გახსოცდეთ, რომ თქვენ თავად აგებთ პასუხს საკუთარ თავზე.
სახალხო რეცეპტები:
- როგორ მოვკლათ სახლის პირობებში კბილის ნერვი ხელმისაწვდომი საშუალებებით? აი გავრცელებული მეთოდების ნუსხა:დენთი (თოფის წამალი). ამ ნივთიერების მცირე რაოდენობა ჩაიდეთ ნახვრეტში. თავი მიადევნეთ, რომ არ გადაყლაპოთ წამალი, ის ხომ წამლავს ორგანიზმს.
- ძმრის ესენცია. მცირე ბამბის ბურთულა დაასველეთ ესენციით და დაადეთ კბილს. ძალიან ფრთხილად იყავით იმიტომ, რომ ეს სითხე ჭამს ემალს და მიმდებარე ქსოვილებს.
- დარიშხანი. თუ გაინტერესებთ კბილში ნერვის მოკვდინების უსაფრთხო გზა, ეს წესი ნამდვილად თქვენთვის არ არის. სახალხო “მკურნავები” გვირჩევენ დარიშხანის მარცვალის აღებას და ავადმყოფ უბანზე დადებას. ასეთ დროს შეიძლება ძალიან ადვილად შეგეშალოთ დოზირება, რაც გამოიწვევს ძლიერ მოწამვლას ფატალური შედეგის ჩათვლით. თავად ექიმებიც ადრე იყენებდნენ არა სუფთა დარიშხანს, არამედ დარიშხანმჟავას. ამ ნივთიერების შემცველი სტომატოლოგიური პასტები არ არის განკუთვნილი სახლში გამოსაყენებლად.
- ნიშადურის ან ეთილის სპირტი. ბამბა დაასველეთ და დაიდეთ კბილზე. ნივთიერება არ მოკლავს ნერვს, მაგრამ დროებით გააყუჩებს ტკივილს.
- დინდგელი (სკის წებო). ის არ წყვეტს კბილის ნერვის მოკვდინების პრობლემას, მაგრამ გვეხმარება დისკომფორტის მოხსნაში და კარიოზული ზედაპირის მოსუფთავებაში. დიდნდგელი პლასტიკურია და ის ჰგავს პლომბს, სრულად ხურავს ნახვრეტს. ნივთიერება ამშვიდებს ტკივილს და კბილს ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ ნაკლებ მგრძნობიარეს ხდის.
- ნიორი. საეჭვო სარგებლობის საშუალება. ის მოქმედებს არა კბილის ტკივილის მოხსნის, არამედ პულპის დაწვისა და მისი მოკვდინების მიზნით. “მცოდნე” ადამიანების აზრით მარილთან დამუშავებული ნიორი უნდა ჩაიდოს ღრმა კარიოზულ უბანში. შემდეგ საჭირო გახდება ძლიერი ტკივილის ატანა, მაგრამ მომდევნო დღეს ის გავა იმიტომ, რომ ნერვულ-ძარღვოვანი კონა მოკვდება. შემდეგ უნდა დაუჩქაროთ სტომატოლოგთან მკვდარი ქსოვილის გახრწნის პროცესის ასაცილებლად.
- იოდი.კიდევ ერთი რადიკალური საშუალება. იოდით დამუშავებული ბამბა დაიდეთ კარიოზულ უბანზე. ნაყენი თანდათანობით ამოწვავს ნერვს, რაც ტკივილის გაძლიერებას გამოიწვევს. შემდეგ ის ჩაქრება. პირველ ჯერზე თუ არ გიშველად, ღირს პროცედურის გამეორება.
- თუთია. აუცილებელია შავსურათებიანი გაზეთის დაწვა, ბამბით ფერფლის შეგროვება და მისი დადება ნერვთან რაც შეიძლება ახლოს 12 საათის განმავლობაში.
ყველა ჩამოთვლილი წესი უკიდურეს სიფრთხილეს მოითხოვს. სჯობს გამოიყენოთ უფრო დანმდობი სახალხო საშუალებები: გვირილას, სალბის, ბარამბოს ნახარშით გამოირეცხეთ პირის ღრუ, ჭარხლის ნაჭერი დაიდეთ. პროცედურების წინ კარგად გაიწმინდეთ პირის ღრუ. თუნდაც გამოიყენეთ ერთ-ერთი საშიში მეთოდი და ტკივილი გაგივიდათ, სტომატოლოგთან უნდა წახვიდეთ უახლოეს დროში (არა უგვიანეს ორ კვირაში). წინააღმდეგ შემთხვევაში მკვდარი ქსოვილები ლპობას დაიწყებენ კბილში, რაც გამოიწვევს ანთებას და სეფსისს.
ყურადღება! ინფორმაცია გაცნობით ხასიათს ატარებს და არ წარმოადგენს დამოუკიდებელი მკურნალობის მოწოდებას. მხოლოდ კვალიფიცირებულ ექიმს შეუძლია დიაგნოზის დასმა და სამკურნალო რეკომენდაციის მოცემა პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით!