დედა ნივთებს აგროვებს და მეზობლებს ეუბნება, რომ თავისთან წავიყვან, თუმცა ამის გაკეთებას არ ვაპირებ.

1694

ადამიანთა ნაწილი თვლის, რომ ყველაფერს საუკეთესოს ქალაქში იპოვის, სხვები სოფელში ცხოვრებას ანიჭებენ უპირატესობას. საპენსიო ასაკში ხალხის მოსაზრებები ამ თემაზე საგრძნობლად იცვლება. ისინი, ვისაც ხმაურიანი ქუჩების არეულობა მობეზრდათ, ბუნებაში იწყებენ ცხოვრებას. ისინი კი, ვისაც მიწაზე მუშაობა ყელში ამოუვიდა, ქალაქში მიემგზავრებიან.

ცხოვრება სოფელსა და ქალაქში

ხატიას დედამ მთელი სიცოცხლე სოფელში გაატარა. მისი ქალიშვილი ამჟამად ქალაქში ცხოვრობს, მას ქმარი და ორი შესანიშნავი შვილი ჰყავს.ხატია დედას ხშირად ურეკავდა. მან დიდი ხანია იცოდა მშობლის ჩანაფიქრი. ჩიტოს ქალაქში საცხოვრებლად გადასვლა უნდოდა, მას აღარ ჰქონდა ბოსტანში მუშაობის ძალა. ქალს სურდა ხანდაზმულობაში დაესვენა.

“-ხატია, შვილო, ბავშვების აღზრდაში დაგეხმარები. თუ საჭირო იქნება, მუშაობასაც დავიწყებ, სოფელში ცხოვრება აღარ შემიძლია!შვილი გააოცა მშობლის სიტყვებმა. ქალბატონი ჩიტო საკმაოდ აქტიური იყო თავის ასაკთან შედარებით. ხატიას ქმარიც იზიარებდა ცოლის პოზიციას. რასი სჭირდებოდა მას ქალაქში გადასვლა, როცა სოფელში მშვიდად ცხოვრება შეეძლო? მთავარ პრობლემას საცხოვრებელი ფართი წარმოადგენდა. ოთხსულიანი ოჯახი ორ ოთახში გაჭირვებით ეტეოდა. სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდებოდა, თუ მათ ჩიტოც დაემატებოდათ.ხატიას დედა სამზარეულოში დაძინებაზეც თანახმა იყო. ქალიშვილი კი არწმუნებდა, რომ ბინაში მისთვის ადგილი არ მოიძებნებოდა. სანაცვლოდ, ხატია მშობელს დაჰპირდა, რომ სოფლის საქმეებშიც და ფინანსურადაც დაეხმარებოდა მას.

ქალიშვილის სიტყვები ცარიელი ხმები იყო ჩიტოსთვის. ბოლოს მან ხატიას განუცხადა, რომ ძროხა გაყიდა და მეზობლებსაც აცნობა, რომ ქალაქში გადადიოდა საცხოვრებლად. ქალიშვილმა აღარ იცოდა, თუ როგორ მოქცეულიყო. მშობლისვის კარი არ გაეღო? ფულით დახმარებოდა? ნებისმიერ შემთხვევაში, ბინაში დედისთვის ადგილი არ მოიპოვებოდა, ცალკე საცხოვრებლის ქირაობის საშუალება კი მას არ ჰქონდა.საჭიროა რაღაც შეთანხმების მიღწევა, ტელეფონში თუ არა, პირისპირ. შესაძლოა, მაშინ ჩიტომ შეაფასოს ვითარება ადეკვატურად.

დასკვნა: ქალაქსა თუ სოფელში ცხოვრება ნამდვილად ასე ძლიერ იზიდავს ადამიანს თავისი კონტრასტით? როგორ უნდა მიახვედროს ხატიამ დედა მისი განზრახვის წინდაუხედავობაზე?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს