მეხანძრემ უცნობი ქალი ამშობიარა. 48 საათის შემდეგ ახალშობილი გოგონა თავის სახლში წაიყვანა

0
561

მეხანძრის, მარკ ჰადენის ოჯახში სამი ბავშვი იზრდება. ცოლთან, ბეტთან ერთად მამაკაცი 2 ვაჟს და პატარა გოგოს ზრდის. წყვილი ბედნიერია და ცხოვრებით ტკბება, თუმცა 6 წლის წინ ყველაფერი სხვაგვარად იყო.

საქმე იმაშია, რომ 2 ბიჭის გაჩენის შემდეგ ექიმებმა ჰადენს შეატყობინეს, რომ ორზე მეტი ბავშვი არ ეყოლებოდათ. არადა მარკი და ბეტი გოგონაზე ოცნებობდნენ.. სიტუაცია უიმედოდ ჩანდა, თუმცა 2011 წლის ნოემბერში ნამდვილი სასწაული მოხდა!

მამაკაცი იხსენებს, რომ იმ დღეს ძალიან ციოდა და თოვლი მოდიოდა. თუმცა სამსახური სამსახურია და საღამოს უკვე სასწრაფო გამოძებით მიდიოდა ქალთან, რომელსაც მუცელის მწვავე ტკივილები აწუხებდა. მეხანძრე არ მოელოდა, რომ მშობიარობის მიღება მოუწევდა!

როცა მარკი ადგილზე მივიდა, საავადმყოფოში ორსულის გადაყვანა უკვე გვიანი იყო. ასე რომ, ჰადენს ბავშვის დაბადებაში დახმარება თავად მოუწია.

საბედნიეროდ, მშობიარობამ გართულების გარეშე ჩაიარა და მალე პატრა გოგონას პირველი ყვირილის ხმაც გაიგონეს. თუმცა ჩვილის დედას არ დაუმალავს, რომ გოგონას გაზრდის შესაძლებლობა არ ჰქონდა!

უნდა ითქვას, რომ ბეტი, მარკის ცოლი, მეორე ბიჭის გაჩენის შემდეგ უნაყოფო გახდა. წყვილი ბავშვის აყვანას დიდი ხანია აპირებდნენ, მაგრამ საკითხი რატომღაც ყოველთვის გადადებული რჩებოდა. პატარა გრეისის გამოჩენა ჰადენმა ცის საჩუქრად მიიჩნია!

ექიმებმა და სოციალური დახმარების თანამშრომლებმა სიტუაცია რეკორდულ დროში მოაგვარეს. უკვე 48 საათის შემდეგ გრეისი უკვე გააშვილეს და ჩვილი მარკის და ბეტის სახლში წაიყვანეს.

ცოლ-ქმარმა გამოფხიზლებაც ვერ მოასწრეს, რომ მათ ოჯახში გოგონა გაჩნდა. მეხანძრე და მისი ცოლი ერთსულოვნად აცხადებენ, რომ პატარა მათთვის ციური სასწაულია.

ჰადენი ქალიშვილს არაფერს უმალავს. როცა გოგონა გაიზარდა, მთელი ისტორია დამალვის გარეშე უამბეს.

ახლა გრეისს უცნობებისთვის იმის მოყოლა უყვარს, თუ როგორ დაიბადა და მამამ მშობიარობაში მონაწილეობა როგორ მიიღო. უფროსი ძმები გოგოზე გიჟდებიან, ხოლო მარკი და ბეტი უბრალოდ ბედნიერები არიან, რადგან მათი ოცნება ასრულდა!

ქვემოთ ნახავთ სიუჟეტს, რომელიც ჰადენების ოჯახს ეძღვნება, აქ გრეისი ძალიან პატარაა, ხოლო მშობლების სახეები ბედნიერებისგან ბრწყინავს.

„ის ისაა, ვისზეც ყოველთვის ვლოცულობდი. თითქოსდა ლატარეაში მთავარი პრიზი მოვიგე!“ – ბედნიერი დედა ემოციებს გვიზიარებს. მამა ამატებს: „უკვე არ ვფიქრობდით, რომ გოგონა გვეყოლებოდა. ეს ნამდვილი კურთხევაა!“

მომზადებული Daily Mail ის მიხედვით.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი