სისტემატიური დალაგების პროცესი ყველას ძალიან ღლის, მაგრამ მაინც მოიძებნებიან პერსონები, რომლებიც თვლიან, რომ თანამედროვე სახლის საქმეები მარტივი შესასრულებელია, ხოლო ვისაც ამის გაკეთება არ უყვარს, უბრალოდ ზარმაცია. ასეა სინამდვილეში? მოდით, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ეს საკითხი განვიხილოთ.
სისტემატიური დალაგება
“ნუ მეტყვით, რომ თანამედროვე ადამიანიც იღლება სახლის დალაგების პროცესში. ერთი ხელის დაჭერით ღილაკზე ირთვება მტვერსასრუტი და თვითონ წმენდს იატაკს, სარეცხი მანქანა თავად რეცხავს სარეცხს. ადრე ხალხი მდინარეზე დადიოდა სარეცხის სარეცხად, აი, მუშაობა და დაღლა ეგ იყო.”მართალია, თანამედროვე ტექნიკამ მნიშვნელოვნად გაამარტივა ცხოვრება, მაგრამ “გამარტივება” არ ნიშნავს ყველაფრის კეთებას. პროგრესი სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს წინ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ღილაკზე ხელის დაჭერით ტექნიკა თავად იმუშავებს და ამ დროს დიასახლისი ტკბილად დაიძინებს.მაგალითად, რეცხვის პროცესი. კი, ტანსაცმელს სარეცხის მანქანა რეცხავს და აღარ არის საჭირო მდინარეზე ჩასვლა, მაგრამ გასარეცხ ნივთებს სარეცხის მანქანა თავად არ აგროვებს, არ ფენს, არ აუთოვებს. ამას ხომ დიასახლისები აკეთებენ?
გემრიელი სადილი – ყველა ქალაქში დადიან კურიერები და გამზადებული საჭმელი მიაქვთ ადგილზე. ისინი მოხერხებულად მიძვრებიან საცობებში, მიაქვთ არომატული პიცა, ეგზოტიკური კერძები, ჰაეროვანი დესერტი, მაგრამ ყველასთან ხომ არ მიდის ეს კურიერი? არც მულტისახარში არ მუშაობს პრინციპით “მე თვითონ”.პროდუქტებს ის არ ყიდულობს და ამზადებს, არ რეცხავს ჭურჭელს, არ ყრის ნაგავს, არ მოყავს წესრიგში სამზარეულო. ყველაფერს ადამიანი აკეთებს. ნებისმიერ ტექნიკასთან ტანდემში მუშაობს ადამიანი. ჭურჭლის სარეცხ მანქანაში უნდა შეაწყოს ჭურჭელი, გამოიღოს და შეალაგოს გარეცხილი.
სუფთა სახლი – არ ღირს იმის ფიქრი, რომ თანამედროვე დიასახლისები გაზარმაცდნენ. მიუხედავად მრავალმხრივი ტექნოლოგიების განვითარებისა, ადამიანური ფაქტორი ვერაფერმა ჩაანაცვლა.უფრო მეტიც, დიასახლისები სახლის საქმესთან, ბავშვების მოვლასთან ერთად, მუშაობასაც ახერხებენ. ქალის ჯადოსნური ხელი ერთდროულად ალაგებს აბაზანას, წმენდს სარკეს და თან პასუხობს მნიშვნელოვან ზარებს.თანამედროვე გაჯეტები ყოველდღიურ რუტინას ამარტივებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პრობლემას თავის თავზე იღებენ. შეუძლებელია ადამიანის როლის იგნორირება სახლის დალაგების პროცესში.თქვენს იღლებით სისტემატიურად სახლის დალაგების გამო? თუ ჭკვიანი დამხმარე უმკლავდება სახლის საქმეებს? რამდენ დროს ანდომებ სახლის დალაგებას ? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.