დადამთილმა მაჩუქა ბეწვის ქუდი, რომ მახურავს 10 წლით უფროსად გამოვიყურები, მგრამ ძალიან თბილია.

586

როგორი ქუდი უნდა შეარჩიოს თანამედროვე მოდურმა ქალბატონმა? მოდა ხომ მუდამ გვკარნახობს თავის წესებს ყოველ სეზონზე. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ რომელი ქუდი უნდა გაუშვათ დამსახურებულ შვებულებაში და რომელი უნდა დავიხუროთ. მოდით, ერთად გავერკვეთ.

როგორი ქუდი უნდა შევარჩიოთ

თავიდანვე გეტყვით, რომ ქუდი საგულდაგულოდ უნდა შეარჩიოს თიოთოეულმა ქალმა. ყველა ძველი მოდელი გვერდზე უნდა გადადოს და ელეგანტურ სტილზე შეაჩეროს არჩევანი.ბევრი უპირატესობას ანიჭებს ბერეტებს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რამდენიმე ნიუანსი: ზედმეტი დეკორი მასზე აუბრალოებს ქუდს. შეარჩიეთ ერთი ფერის და ლაკონური ვარიანტი, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს ქალურობას.შარფები ძალიან პოპულარულია, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც მოხუცი ბებოები ატარებენ. უპირატესობა მიანიჭეთ განსხვავებულ მასალას. მაგალითად, ეკო ტყავს. ასეთი შარფი მოდური და თანამედროვეა.

ფართო ასორტიმენტი – ეხლა მოდაშია მსხვილად ნაქსოვი ქუდები. ყველა დანარჩენი კონკურენტების ჩრდილშია. მოისინჯეთ და კარგად მოირგეთ სახეზე სასურველი ვარიანტი.არ იჩქაროთ ქუდის ყიდვა ბეწვის ელემენტებით. მსოფლიო უარს ამბობს ნატურალურ ბეწვზე. ამიტომ არჩევანი ხელოვნურზე შეაჩერეთ.დაივიწყეთ პომპონები. ადრე ის ძალიან  პოპულარული იყო, მაგრამ ეხლა მისი დრო წავიდა. შეარჩიეთ ნაქსოვი ქუდები დეკორის და საბავშვო ელემენტების გარეშე.

რა უნდა შეარჩიოს ელეგანტურმა ქალბატონმა – არის თქვენს შორის სნუდების მოყვარული? ეს არის მასიურო ნაქსოვი შარფი, რომელსაც თავსა და ყელზე შემოიხვევთ. თანამედროვე სნუდი გამოიყურება როგორც თხელი, გრძელი ქუდი. ექსპერიმენტის სახით შეგიძლიათ მოსინჯოთ.ნამდვილი მოდური ტრენდი გახდა პანამა, მაგრამ არა ისეთი, ბავშვებს რომ ახურავთ ზღვაზე. თანამედროვე პანამა გავს ელეგანტურ ქუდს ოდრი ჰეპბერნის სტილში. არის უამრავი მოდელი ერთ ტონში, ბეწვის, დეკორით და მის გარეშე.ეს მარტივი რჩევები დაგეხმარებათ მოდის ტენდენციების გარკვევასა და თანამედროვე ქუდის შერჩევაში. თქვენ რას ითვალისწინებთ ხოლმე ქუდის ყიდვის დროს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს